პრაქტიკულად, ფიჯიზე სამოგზაუროდ ცუდი დრო არ არსებობს. აქ, მთელი წლის მანძილზე არაჩვეულებრივი კურორტები, ფირუზისფერი ოკეანე, ოქროსფერი ქვიშა და სათავგადასავლო აქტივობები გელოდებათ. ფიჯი 333 ტროპიკული კუნძულისგან შედგება. აქ ორი სეზონია: ზაფხული და “ზამთარი”. ზაფხული უფრო ნალექიან ფერიოდს წარმოადგენს და გრძელდება ნოემბრიდან აპრილამდე. ზამთარი კი მოიაზრება მაისიდან ოქტომბრამდე და ბევრად სტაბილურ ტემპერატურას გვთავაზობს.

საუკეთესო დრო ფასდაკლებებისთვის

თებერვალი და მარტი ყველაზე სველი და ცხელი თვეებია, ამიტომაც ფიჯიზე ყველაზე იაფ პერიოდს წარმოადგენს.

საუკეთესო დრო ხალხმრავლობას რომ გაექცეთ

ნოემბრიდან მარტამდე მოსალოდნელია წვიმები, ამიტომაც ამ დროს აქ ნაკლები ხალხია და არც რიგები დგას რესტორნებთან. მშვენიერი დროა რომანტიკული დასვენების მსოაწყობად.

საუკეთესო დრო ოჯახური დასვენებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ფიჯი ოჯახური დასვენებისთვის მთელი წლის განმავლობაში შესანიშნავი ადგილია, მშობლები და ბავშვები ხშირად სკოლის არდადეგების პერიოდზე არიან დამოკიდებულნი, როდესაც ფასები საგრძნობლად მაღალია. თუმცა, დეკემბერ-იანვრისა თუ ივნის-სექტემბრის ხალხმრავლობას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს: თქვენს შვილებს უამრავი მეგობარი გამოუჩნდებათ სათამაშოდ, როგორც ფიჯის ლეგენდარულ საბავშვო კლუბებში, ისე მათ გარეთ.

საუკეთესო დრო სნორკელინგისთვის

ფიჯი ცნობილია ულამაზესი კლდის რიფებით. მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდი საუკეთესოა წყალქვეშა ხილვადობა. მაგრამ, წყალი წვიმიან სეზონზე უფრო თბილია. გირჩევთ ქორალის სანაპიროს, ვიტი ლევუზე.

საუკეთესო დრო დაივინგისთვის

ივნისიდან ოქტომბრამდე დაივინგისთვის ხილვადობა საუკეთესოა. მიუხედავად იმისა, რომ წყლის ტემპერატურა გრილად ითვლება, მაინც მაღალია და 27 გრადუსსაც აღწევს. გაემართეთ ბექა ლაგუნასკენ. ასევე გირჩევთ ტავეუნის ცისარტყელას რიფს, 30 მეტრიან რბილი ქვიშის ნაპირს.

საუკეთესო დრო სერფინგისთვის

ფიჯიზე სერფინგისთვის ორი სეზონია: ზამთარი გამოცდილი სერფერებისთვის, ხოლო ზაფხული ნაკლებად გამოცდილებისთვის. ნამოტუს კუნძული ამ მხრივ ყველაზე ცნობილია. გირჩევთ ნატადოლას სანაპიროს.

საუკეთესო დრო გარე აქტივობებისთვის

გრილი ტემპერატურა და ზამთრის მშრალი კლიმატი იდეალურია ლაშქრობისა და ველოსიპედით კატაობისთვის. ფიჯიზე ბევრუ ადრენალინის გამომყოფი აქტივობის გამოცდა შეგიძლიათ, მათ შორის ზიპლაინი, სანაპიროზე ჯირითი თუ პარაპლანი.

საუკეთესო დრო სანაპიროზე რელაქსაციისთვის

წლის ნებისმიერი პერიოდი!