ახალი ზელანდია ცნობილია თავისი ბუნების სილამაზით. აქ ნახავთ შავი ქვიშის ნაპირებს, თერმულ წყაროებს, გამოქვაბულებს, მთებს და ფირუზისფერ ტბებს. აქ როგორც კი ქალაქს გაცდებით, უმშვენიერეს სანახაობებს იხილავთ.
1. QUEENSTOWN – სათავგადასავლო აქტივობებისთვის
ახალი ზელანდიის “სათავგადასავლო დედაქალაქი” ვაკატიპუს ტბაზე მდებარეობს და გარშემორტყმულია თოვლიანი მთებით, რომლის გამოც ის სასრიალო მიმართულებად იქცევა. ბანჯი ჯამფინგი, ზიპლაინი, პარადიგლინგი თუ ნაოსნობა – აქ ნებისმიერი ტიპის ადრენალინს დაიკმაყოფილებთ. ზაფხულის თვეები გვთავაზობს ლაშქრობის, ველოსპორტის და წყლის სპორტით დაკავების საშუალებასაც.

2. კორომანდელი – ულამაზესი სანაპიროებით
თუ საზაფხულო სანაპირო დასვენება გსურთ, ეწვიეთ კორომანდელს. მისი გამოქვაბულებიანი არეალები რეგიონის საუკეთესო სანაპიროებს გვთავაზობენ. აქ იცურავებთ შედარებით მოწყვეტილ და ხალხისგან თავისუფალ სანაპიროებზეც.

3. აბელ ტასმანის ეროვნული პარკი – ლაშქრობისა და კაიაკისთვის
ეს ეროვნული პარკი ხელშეუხებელ ბუნების სილამაზეს წარმოგვიდგენს კრისტალივით სუფთა წყლით და თეთრი ქვიშის სანაპიროებით. შეგიძლიათ გაიაროთ სალაშქრო ბილიკებზე ან დაათვალიეროთ პარკი კაიაკით, რომელიც საშუალებას მოგცემთ რომ ფარულ გამოქვაბულებს და მოწყვეტილ ნაპირებსაც ეწვიოთ.

4. ფიორდლენდის ეროვნული პარკი
კუნძულის სამხრეთით მდებარე ფიორდლენდი კი ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნავი ადგილია, სადაც ვიზიტორებს დახვდებათ ჩანჩქერები, ფიორდები და წყალქვეშა ველური ცხოვრება. აქ დაგხვდებათ სალაშქრო ბილიკებიც ხედებით ტბებზე, ველებზე და ჩანჩქერებზე.

5. დასავლეთ სანაპირო – საუკეთესო მყინვარებისთვის
ახალი ზელანდიის დასავლეთ სანაპირო ტროპიკული ტყეების და მყინვარების სამშობლოა. ის ვიზიტორებს უნიკალურ შანსს სთავაზობს მოინახულონ ყინულის მდინარეები. ასევე, აქ აღსანიშნავია პუნაკაიკის ლოდები; ჰოკიტიკას ხევი და მატესონის ტბა.

6. მაკენზის რეგიონი – საუკეთესო ვარსკვლავებზე დაკვირვებისთვის
მაკენზის რეგიონი მშვიდი ადგილია ქვეყნის შთამბეჭდავი ლანდშაფტით. მოწმენდილი ცის დროს ეწვიეთ ობსერვატორიას და დატკბით ტელესკოპიდან დანახული სილამაზით. აქაც, ისევე როგორც ახალი ზელანდიის სხვა რეგიონებში, ბევრი ფოტოგენური ადგილია. ასტრონომიის ტურის დაჯავშნის შემთხვევაში გაიგებთ თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ღამის ცას ახალი ზელანდიელებისთვის.

7. როტორუა – გეოთერმული აქტივობებისთვის
ახალი ზელანდიის გეოთერმულ გულში მდებარე როტორუა ადგილია სადაც ტალახის აუზები, გეიზერები და ცხელი მდინარეებია. აქ თერმულ ტალახის აბაზანებში შეძლებთ რელაქსაციას. როტორუა მსოფლიოს გამორჩეული თერმული საოცრებაა.

8. ნაპიერი – საუკეთესო არქიტექტურისთვის ახალ ზელანდიაში
გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ, 1931 წელს, ნაპიერი ახლიდან ააგეს. ის გამოხატავს იმ არტ დეკოს სტილს, რომელიც ასეთი პოპულარული იყო იმ დროს. დღეს აქ იხილავთ ამ არქიტექტურული მიმდინარეობის მქონე შენობებს და ვინტაჟური მანქანების კოლექციებს. ყოველი წლის თებერვალში აქ არტ დეკოს ფესტივალიც ეწყობა.

9. კუნძულების ყურე
ახალი ზელანდიის ეს საოცარი ადგილი სუფთა წყლით და ბევრი კუნძულით, სილამაზესთან ერთად, საკმაოდ მნიშვნელოვანიცაა ქვეყნის კულტურისა და ისტორიისთვის. თუ აქ ნოემბრიდან მარტამდე მოხვდებით, ტრადიციულ პერფორმანსებს შეესწრებით და გემრიელ საკვებს მიირთმევთ. აიღეთ ტრადიციული კანოეს ტური, რომლის დროსაც მოისმენთ ამ ადგილის ისტორიის შესახებ.









