პულა ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად აღმოჩენილი ქალაქია ტურისტების მიერ. ამ მშვიდ ქალაქში, ერთ-ერთი ყველაზე საუცხოოდ შემონახული რომაული ამფითეატრი მდებარეობს იტალიის მიღმა. ჩვენ აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ:

1. პულას არენა

პულას არენა მთელი ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ნაგებობაა. ის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ამფითეატრად ითვლება. პულას არენა რომაელებმა პირველ საუკუნეში ააგეს. ერთ დროს გლადიატორებისთვის განკუთვნილ ადგილას დღეს ფესტივალები და კონცერტები ტარდება. შესვლის ღირებულებაა 10 ევრო. ზაფხულობით ღიაა დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე.

2. სან ფრანსისის ეკლესია-მონასტერი

ხორვატიის არცერთ ქალაქში არ იქნება მოგზაურო სრულყოფილი თუ მის ცენტრალურ ეკლესიას არ ეწვევით. პულას ღირსშესანიშნაობაა სან ფრანსისი. ის მე-14 საუკუნით თარიღდება და ულამაზეს რუმინულ არქიტექტურას წარმოგვიდგენს. შიგნით საკმაოდ მშვიდ ატმოსფეროს აღმოაჩენთ. ღიაა 10-დან 6-მდე.

3. ავგუსტუსის საყდარი

ავგუსტუსის საყდარი იტალიური სტილის ეკლესიაა, გარშემორტყმული ტრადიციული ხორვატიული სახლებით. საყდარი 2000 წელს ითვლის და ის პირველი რომაელი იმპერატორის, ავგუსტუსის საპატივცემულოდ აშენდა. პულას არენას მსგავსად, ავგუსტუსის საყდარიც ერთ-ერთი ყველაზე საუცხოოდ შემონახული რომაული საყდარია იტალიის გარეთ. ღიაა დილის 9-დან საღამოს 10 საათამდე. შესვლის ღირებულება 2 ევრო.

4. ვერუდელას კანიონი

პულას კიდევ ერთი გასაოცარი თვისებაა არაჩვეულებრივი ბუნების ქალაქთან სიახლოვე. მოინახულეთ ვერუდელას კანიონი, რომელიც პულას არენადან 10 წუთის გზაზე მდებარეობს და იდეალური ადგილია გასაგრილებლად ზაფხულის ცხელ დღეებში. დატკბით კანიონის სიმშვიდით, “ჰავაის სანაპიროზე” დასვენებით და ღამის კაიაკის ტურით.

5. პულას ციხესიმაგრე

პულას ფრანგული სამხედრო სტილის ციხესიმაგრე 1600 წელს ვენეციელების მიერ აშენდა, როგორც ქალაქის დამცავი ობიექტი. ციხესიმაგრიდან იხილავთ საოცარ ხედებს ქალაქზე და წყალზე. ზაფხულობით ღიაა 8-დან 9 საათამდე. ციხეში, მუზეუმსა და გადმოსახედზე შესასვლელი ბილეთის ღირებულებაა 3 ევრო.

6. სერჯის თაღი

ხორვატიული “ტრიუმფალური თაღი” ქალაქის ისტორიული მონუმენტია. პულას სხვა რომაული შენობების მსგავსად, ისიც 2000 წლის წინაა აგებული, იმ დროინდელი წარმოსადეგი ოჯახის, სერჯების საპატივცემულოდ. დღეს ეს თაღი ძველ პულას მის თანამედროვე ნაწილთან აკავშირებს.

7. კამენჯაკის ეროვნული პარკი

ისტრიას სამხრეთით მდებარე ეს ეროვნული პარკი პულაში ვიზიტისას არ უნდა გამოგრჩეთ. ულამაზესი ფლორით, ნაპირებით, გამოქვაბულებით და კლდეებით მდიდარი კამენჯაკი პატარა სამოთხეა. დააგემოვნეთ კალამარი, სარდინიები და გიროსი, სახლის ლიმონათი თუ ცივი ჩაი. პულადან შეგიძლიათ გაყვეთ ავტობუს პრემანტურამდე და პარკამდე 30-40 წუთის ფეხით სავალი გზა დაგხვდებათ.

8. ბარედინეს გამოქვაბული

უნიკალური გამოცდილებისთვის აღმოაჩინეთ ბარედინეს გამოქვაბული, რომელიც მიწიქვეშ 60 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. სტალაქტიდებთან და სტალაგმიტებთან ერთად, გამოქვაბულში ტბებიც მდებარეობს. შესვლის ღირებულებაა 11 ევრო. ღიაა 10-დან 6 საათამდე.

საუკეთესო კაფე-რესტორნები პულაში:

  • Veritas Food&Wine
  • Pizzeria Amore
  • Agrippina Street Food
  • Pizzeria Jupiter
  • Piazza Nove
  • Cvajner Gallery
  • Street food two
  • Fresh Sandwiches & Salads