__
მარშრუტი: ტოკიო – კიოტო – კამაკურა – ბამბუკების ტყე – ოსაკა – ნარა
დღე 1 / 22-23 ნოემბერი / თბილისი – ტოკიო
22 ნოემბერი გავემგზავრებით თბილისიდან 14:50-ზე, ტოკიოში ვიქნებით ადგილობრივი დროით 11:55-ზე (23 ნოემბერი), დაგვხვდება ტრანსფერი და გავემგზავრებით სასტუმროში. ნომრებში განთავსების და ცოტაოდენი დასვენების შემდეგ მსურველებს შეგვძილია საღამოხანს დავაგემოვნოთ ტრადიციული იაპონური სამზარეულო, ან/და შეგვიძლია გავისეირნოთ აკიჰაბარას „ელექტრონიკის უბანში“, რომელიც ცნობილია მაღაზიებითა და ანიმე–კულტურით.
ღამისთევა სასტუმროში
დღე 2 / 24 ნოემბერი / ტოკიოს ქალაქის საფეხმავლო ექსკურსია
- ტოკიოს კოშკი — ეიფელის კოშკით შთაგონებული ტელეანძა; ცნობილია ღამის განათებით და ტოკიოს პანორამული ხედებით.
- ასაკუსა — ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული უბანი; ინარჩუნებს „ძველი ედოს“ ატმოსფეროს, ტრადიციული ქუჩებითა და სუვენირების მაღაზიებით.
- კამინარიმონი — ასაკუსას სიმბოლო; უზარმაზარი წითელი ფარანი ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო-ლოკაციაა.
- სენსო-ჯი — ტოკიოს უძველესი და ყველაზე პოპულარული ბუდისტური ტაძარი; ცნობილია საკმევლის რიტუალებით და ნაკამისეს სავაჭრო ქუჩით.
- ასაკუსას სალოცავი — მშვიდი შინტოისტური სალოცავი სენსო-ჯის გვერდით; განსაკუთრებით ცნობილია სანჯა მაცურის ფესტივალით.
- შინჯუკუ — ტოკიოს ყველაზე ენერგიული რაიონი; ცნობილია ცათამბჯენებით, უზარმაზარი მიწისქვეშა სავაჭრო სივრცეებით, ნეონებით და ღამის ცხოვრებით.
ღამისთევა ტოკიოში
დღე 3 / 25 ნოემბერი / კამაკურა
- ცურუგაოკა ჰაჩიმანგუ — კამაკურას მთავარი შინტოისტური კომპლექსი; ცნობილია ტრადიციული კარიბჭეებით, ტბორებით და სამურაების ეპოქის ისტორიით.
- კოტოკუ-ინი — აქ მდებარეობს კამაკურას ცნობილი დიდი ბრინჯაოს ბუდა (დაიბუცუ); უნიკალურია იმით, რომ ღია ცის ქვეშ დგას.
- ჰასე-დერა — ულამაზესი ბუდისტური ტაძარი ბაღებითა და ზღვის ხედებით; ცნობილია კანონის მრავალმკლავიანი ქანდაკებით და ჰორტენზიების სეზონით.
- კომაჩი-დორი — კამაკურას მთავარი ტურისტული ქუჩა; სავსეა ქუჩის საკვებით, სუვენირების მაღაზიებით და ტრადიციული იაპონური ტკბილეულით.
ღამისთევა ტოკიოში
დღე 4 / 26 ნოემბერი / ტოკიოს საფეხმავლო ექსკურსია
- გინზა — ტოკიოს ყველაზე ელეგანტური სავაჭრო უბანი; ცნობილია ლუქს-ბრენდებით, თანამედროვე არქიტექტურით და დახვეწილი ატმოსფეროთი.
- ტოკიოს კოშკი — ეიფელის კოშკით შთაგონებული ტელეანძა; ცნობილია ღამის განათებით და ტოკიოს პანორამული ხედებით.
- ციფრული ხელოვნების მუზეუმი — ცნობილია სინათლის ინსტალაციებით, მოძრავი პროექციებით და სრულად განსახვავებული გამოცდილებით.
- ტაკეშიტას ქუჩა — ახალგაზრდული მოდისა და ქუჩის კულტურის ცენტრი; ცნობილია ფერადი კაფეებითა და ექსტრავაგანტური სტილით.
- შიბუია — ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი უბანი; ცნობილია ნეონებით, შოპინგით და ახალგაზრდული ენერგიით.
- შიბუიას გადასასვლელი — მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქვეითთა გადასასვლელი; ერთდროულად ასობით ადამიანი კვეთს ქუჩას.
- ჰაჩიკოს ქანდაკება — ერთგული ძაღლის სიმბოლო; ტოკიოში ყველაზე პოპულარული შეხვედრის ადგილი.
ღამისთევა ტოკიოში
დღე 5 / 27 ნოემბერი / ტოკიო-კიოტო
დილაადრიან სწრაფი მატარებლით გავემგზავრებით ტოკიოდან კიოტოში, სასტუმროში ბარგის დავტოვების შემდგომ ვისადილებთ და შემდგომ გვექნება ქალაქის მიმოხილვითი საფეხმავლო ექსკურსია: კიომიძუ-დერას ტაძარი, კიომიძუ შორო (ზარის სამრეკლო), ნინენზაკა და სანენზაკას ქუჩები, იასაკას სალოცავი, გიონი – გეიშების და გეიკოების უბანი, ჰანამიკოჯის ქუჩა (ხის მაჩიას სახლები)
ღამისთევა კიოტოში
დღე 6 / 28 ნოემბერი / არაშიამას ბამბუკების ტყე და ნარა – ირმების პარკი
- არაშიამას ბამბუკის ტყე — ბამბუკის მაღალი კორომებით ცნობილი საფეხმავლო ბილიკი; ქმნის მშვიდ და თითქმის ჯადოსნურ ატმოსფეროს.
- ტენრიუ-ჯი — ზენ-ბუდისტური ტაძარი UNESCO-ს სიაში; ცნობილია ულამაზესი იაპონური ბაღებითა და არაშიამას ხედებით.
- ნარას პარკი — ცნობილი თავისუფლად მოსიარულე ირმებით; ირმები ქალაქის სიმბოლოდ და წმინდა არსებებად მიიჩნევა.
- ტოდაი-ჯი — იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუდისტური ტაძარი; ისტორიულად ძლიერი ბუდისტური ცენტრი იყო.
- დიდი ბუდას დარბაზი — მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხის ტაძრის ნაგებობა; შიგნით განთავსებულია გიგანტური ბრინჯაოს ბუდას ქანდაკება.
ღამისთევა კიოტოში
დღე 7 / 29 ნოემბერი / თავისუფალი დღე კიოტოში
- კიოტო — თავისუფალი დღე ძველი იაპონიის ატმოსფეროში; ჩაის სახლები, შოპინგი და მშვიდი გასეირნება ისტორიულ ქუჩებში.
ღამისთევა კიოტოში
დღე 8 / 30 ნოემბერი / კიოტო – ოსაკა და გამოფრენა
- ოსაკას ციხე — ოსაკას მთავარი ისტორიული სიმბოლო; ცნობილია სამურაების ეპოქის ისტორიით და ქალაქის პანორამული ხედებით.
- ოსაკას ციხის პარკი — ფართო მწვანე სივრცე ციხის გარშემო; პოპულარულია ბაღებში, არხების პირას და საკურების სეზონზე გასეირნებისთვის.
სწრაფი მატარებლით გადასვლა ოსაკას აეროპორტისკენ, ფრენა ოსაკადან 17:55-ზე, თბილისში ვიქნებით 1 დეკემბერს 13:20 ზე
მოგზაურობის პერიოდი: 22-30 ნოემბერი
სრული საგზურის ღირებულება ერთ ადამიანზე შეადგენს 7 850 ლარს, ორ ადგილიან ნომერში
ერთ ადგილიანი ნომრის არჩევის შემთხვევაში ტურის ღირებულება გაიზრდება 1680 ლარით
ღირებულებაში შედის:
ფრენა: კატარის ავიახაზებით: თბილისი – დოჰა – ტოკიო და ოსაკა – დოჰა – თბილისი
ბარგი: 7კგ. ხელბარგი და 25კგ. ჩასაბარებელი ბარგი
განთავსება 23-30 ნოემბერი 4 ღამე ტოკიოში და 3 ღამე კიოტოში
საუზმე
ტრანსფერები:
ტოკიოს აეროპორტიდან სასტუმრომდე
ტოკიოს სასტუმროდან ტოკიოს სადგურამდე
კიოტოს სადგურიდან კიოტოს სასტუმრომდე
კიოტოს სასტუმროდან ოსაკას აეროპორტამდე
ბილეთები:
ციფრული ხელოვნების მუზეუმი
ტოკიოს „სქაითრი“
ნიჯოს ციხე
ოსაკას ციხე სიმაგრე
ტოდაი-ჯის ტაძარი და დიდი ბუდა
კინკაკუ-ჯი
კოტოკუ-ინის ტაძარი (დიდი ბუდა)
დიდი ბუდას შიგნით შესვლა
ჰასე დერას ტაძარი
ენგაკუ-ჯის ტაძარი
კიომიძუ დერას ტაძარი
ტენრიუ-ჯი ტაძარი
ავტობუსი / მეტრო / მატარებელი
სწრაფი მატარებელი (შინკანსენი) – ტოკიო-კიოტო
გასვლითი ექსკურსიების დროს გამოყენებული ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი
შიდა ექსკურსიების დროს გამოყენებული ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი
სხვადასხვა:
სამოგზაურო დაზღვევა
სავიზო მომსახურება
სეუკას ბარათი
ქალაქის მოსაკრებელი (ტოკიოსა და კიოტოში)
მეგზური / გიდი
ტურის დასაჯავშნად ან კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ✆ 514 895 895 – სოფი / wa.me/995514895895
ან გვესტუმრე ოფისში: თბილისი, ქუჩიშვილის 12





