ამსტერდამის სახასიათო უბნები იმ ქუჩების ერთობლიობას ქმნიან, სადაც წყლის სიმშვიდე, ბუტიკები, მყუდრო რესტორნები, ცოცხალი ბარები და მწვანე სივრცეებია გაერთიანებული. ნიდერლანდების დედაქალაქის თითოეულ უბანს ინდივიდუალობა ახასიათებს. აირჩიეთ სასურველი უბანი დასარჩენად, თუმცა სადაც არ უნდა დარჩეთ, ამსტერდამის კომპაქტურობა და მოხერხებული სატრანსპორტო ქსელი მის მთლიანად დათვალიერებას ნამდვილად გაგიადვილებთ.
1. ცენტრი
საუკეთესო უბანი პირველად ჩასვლისას
ამსტერდამის დიდი ცენტრალური სადგური ხელოვნურ კუნძულზე მდებარეობს. აქ მატარებლები აეროპორტიდან და საერთაშორისო მიმართულებებიდან მოდიან. ეს გოთიკური სტილის შენობა თითქოს ქალაქს პირველი თავია. აქედან გადაინაცვლებთ შუასაუკუნეების ცენტრში, ტურისტებით სავსე ქუჩებში, საკულტო ძეგლებისკენ. აქ არის როგორც ბიუჯეტური, ასევე მდიდრული დასარჩენები.
სად უნდა მიირთვათ: Vleminckx – ხრაშუნა, გემრიელი ფრისთვის

2. პლანტაჟი და აღმოსავლეთი (PLANTAGE)
საუკეთესო უბანი ოჯახებისთვის
ცენტრთან ახლოს მდებარე ეს უბანი მშვიდი სამოთხეა. თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, ის მთელ ოჯახს ასიამოვნებს. ამსტელში მდებარე მუზეუმი ქალაქის წარსულს და აწმყოს გაგაცნობთ, აქვე ნახავთ მე-17 საუკუნის ბოტანიკურ ბაღებს, ევროპის უძველეს ზოოპარკს; ინტერაციულ სამეცნიერო მუზეუმს და საზღვაო მუზეუმს.
სად უნდა მიირთვათ: Roest – მსხვილი ინდუსტრიული საკვები სივრცე დიდი ტერასით.

3. სამხრეთის წრიული არხი (SOUTHERN CANAL RING)
საუკეთესო უბანი ღამის ცხოვრებისთვის
ქალაქის ცენტრის სამხრეთით მდებარე ეს უბანი კი ამსტერდამის მთავარი გასართობი ადგილია. აქ ნეონით განათებული ბარ-რესტორნები და კლუბები დაგხვდებათ. აქ ზოგიერთი შენობა ოქროს ხანიდანაც კი არსებობს.
სად უნდა მიირთვათ: Hap Hmm – ხავერდოვანი სკამებით, საოჯახო ფოტოებით და გემრიელი შნიცელით ცნობილი ადგილი. გირჩევთ ასევე ღვინის ბარს: Fabus სარელაქსაციო ატმოსფეროთი.

4. ვონდელპარკი და სამხრეთი
საუკეთესო უბანი კულტურისთვის
ვონდელპარკი ინგლისური სტილის ბაღებით, კაფეებით და ღია თეატრით ცნობილი ადგილია, სადაც სუფთა ჰაერზე დაისვენებთ. მასთან ახლოს მდებარეობს მუზეუმპლეინი, სადაც ამსტერდამის ტოპ 3 მუზეუმია განთავსებული: რიკსმუზეუმი, ვან გოგის მუზეუმი და თანამედროვე ხელოვნების ჰაბი სტედელიკი.
სად უნდა მიირთვათ: Focacceria – ტრადიციული იტალიური სტილის ლანჩისთვის.

5. დე პიჯპი (DE PIJP)
საუკეთესო უბანი ადგილობრივი ავთენტური ცხოვრების გასაცნობად
დე პიჯპში სოფლის მსგავსი ატმოსფერო დაგხვდებათ, ის მუზეუმპლეინს, სამხრეთ წრიული არხს და მდინარე ამსტელს შორის მდებარეობს. აქ ბევრი ისტორიული ლუდსახარშია, კრეატიული კაფეები და რესტორნები. ეწვიეთ ქალაქის უდიდეს ქუჩის ბაზრობასაც – Albert Cuypmarkt-ს. შეუერთდით ადგილობრივებს და მოიწყვეთ პიკნიკი მის მშვიდ სარპატიპარკში.
სად უნდა მიირთვათ: Volendammer Vishandel – თევზეულისთვის.

6. დასავლეთი
საუკეთესო უბანი რესტორნებისთვის
იორდანიის დასავლეთით, ვონდელპარკიდან არც ისე შორს მდებარე “ძველი დასავლეთი” (Oud West) ქალაქის საუკეთესო საკვებ სივრცეებს აერთიანებს. რესტორნებისა და კარგი ყავისთვის ეწვიეთ ქუჩებს: De Clercqstraat, Bilderdijkstraat და Jan Pieter Heijestraat. ვესტერპარკის წინ ნახავთ დიდ კომპლექსს რესტორნებითა და ბარებით. აქ ხშირად იმართება საკვების ბაზრობები და ფესტივალები.
სად უნდა მიირთვათ: Foodhallen – ნიდერლანდური და საერთაშორისო საჭმელ-სასმელისთვის.

7. დასავლეთ წრიული არხი და იორდანიის უბანი (WESTERN CANAL RING & JORDAAN)
საუკეთესო უბანი შოპინგისთვის
ქალაქის ცენტრიდან დასავლეთ ნაწილში თუ გადაინაცვლებთ, იუნესკოს სიაში შემავალ ტერიტორიას მოინახულებთ. ამსტერდამის ეს ულამაზესი ნაწილი გვთავაზობს მე-17 საუკუნის ეკლესიას, ანა ფრანკის სახლს და სხვა ისტორიულ ძეგლებს. თუ შოპინგი გაინტერესებთ, ესტუმრეთ “9 პატარა ქუჩას” საყვარელი ბუტიკებით. დასავლეთ წრიულ არხს უერთდება იორდანიის უბანი, ამსტერდამის მუშათა უბანი პატარა ქუჩებითა და დახვეწილი სახლებით. აქაც ბევრი მაღაზია და ბაზრობაა.
სად უნდა მიირთვათ: Saint Jean – ეს პოპულარული ადგილი ფრანგულ ფუნთუშეულს და სპეციალური ყავის მენიუს წარმოვიდგენს.

8. ამსტერდამ ნორდი (AMSTERDAM NOORD)
საუკეთესო უბანი ურბანული ხელოვნებისა და არქიტექტურისთვის
ცენტრალური სადგურიდან ბორნით ხელმისაწვდომი ამსტერდამ ნორდი ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო უბანია. აქ აღმოაჩენთ ქუჩის ხელოვნებას, კაფეებს აგებულს გადამუშავებული მასალებით, არტისტების ტუდიებს. ადამის კოშკის გადმოსახედიდან კი ამსტერდამის ხედებით დატკბებით.
სად უნდა მიირთვათ: Helling 7 – ინდუსტრიული საკვები ობიექტია, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლისას.











