კოსტა ნოვა არაა მიმართულება მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ინსტაგრამ გვერდის გაფერადებისთვის, აქ დარწმუნდებით იმაში თუ როგორ იქცევა ტრადიცია ნატიფ სილამაზედ. კოსტა ნოვა ერთგვარი შეხსენებაა იმისა, რომ ცხოვრების სილამაზე მის ფერებშია.

მსოფლიო სავსეა ცოცხალი, ფერადი კუთხეებით, ევროპა კი გამოირჩევა არქიტექტურული საოცრებებით დაწყებული შუა საუკუნეების ციხესიმაგრეებიდან, დასრულებული ფერადი ნავსადგურებით. მას შემდეგ, რაც ბევრი მოგზაური იტალიის ცნობილი კუნძულისკენ, ბურანოსკენ მიეშურება, პორტუგალია თავის მარგალიტს, კოსტა ნოვას გვთავაზობს.

მსოფლიოს სხვა ფერადი ქალაქების მსგავსად, კოსტა ნოვაც ზღვითაა გარშემორტყმული. ის ავეიროს სამხრეთით მდებარეობს და მას “პორტუგალიის ვენეციასაც” უწოდებენ. ეს ქალაქი ვიწრო ნახევარკუნძულზე მდებარეობს, ატლანტის ოკეანისა და რია დე ავეიროს ლაგუნას მშვიდ წყლებს შორის.

კოსტა ნოვას იდენტობა მის საზღვაო ისტორიაშია ფესვგადგმული. ქალაქის მარგალიტები მისი პალეიროსებია: საკულტო ხის კოტეჯები სხვადასხვა ფერის ზოლებით. იქამდე, სანამ ისინი მდიდრულ დასასვენებელ სახლებად იქცეოდნენ, ფუნქციურ საწყობებს წარმოადგენდნენ, აშენებულს მე-19 საუკუნეში. მეთევზეები აქ თავის ანკესებს და ხელსაწყოებს ინახავდნენ.

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ეს ზოლები მხოლოდ ესთეტიკური არჩევანი არ ყოფილა. მათ სხვა მნიშვნელობაც ჰქონდათ. ღია ტონალობები მეთევზეებს სახლისკენ გზის ორიენტირებაში ეხმარებოდათ, მაშინ როცა წყალზე და ნაპირზე ნისლი ჩამოწვებოდა ხოლმე. დღეს ეს სახლები ელეგანტური დასასვენებელი სივრცეებია, რომელთა ქირაობაც შეგიძლიათ. ისინი პორტუგალიური ტრადიციების მემკვიდრეობას ამაყად წარმოგვიდგენენ.

კოსტა ნოვა იშვიათ გეოგრაფიულ ორმხრივობას წარმოგვიდგენს. ლაგუნის მხარეს, პალმებით ჩამწკრივებულ ბულვარს იხილავთ, სადაც წყალში ზოლიანი სახლები ირეკლებიან. აქ ცხოვრების რიტმი მშვიდია. ადგილობრივები სკამებზე ჩამომსხდრები საუბრობენ და ნავების ცქერით ტკბებიან.

თუმცა, როცა ნახევარკუნძულს გადაჭრით, ატმოსფერო იცვლება. იქ ატლანტის ოკეანე თავის ძლიერ ხასიათს გვაჩვენებს. დამცავი ხის ჯებირები ვიზიტორებს მასიური ქვიშის ქუნებისკენ და ოქროსფერი სანაპიროებისკენ იწვევენ. ეს მხარე სერფინგის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. მოკლედ, კოსტა ნოვაში ორივეს აღმოაჩენთ: ენერგიასაც და სიწყნარესაც. ის იდეალურ ბალანსს წარმოგვიდგენს.

კოსტა ნოვაში ვიზიტი არ იქნება სრულყოფილი თუ მის ქუჩის კვებას არ დააგემოვნებთ. აუცილებლად დასაგემოვნებელია: Bolacha Americana და the Tripa. ეს ვაფლის მსგავსი საკვებია, რომელსაც კიოსკებში აღმოაჩენთ. წყალთან სიახლოვის გამო, კი აქ ზღვის პროდუქტებიც გავრცელებულია. ეწვიეთ კოსტა ნოვას ბაზობას. სადაც ახლად დაჭერილ თევზებს და სხვა ზღვის პროდუქტებს შეიძენთ და დააგემოვნებთ.

თუ პორტუგალიაში ვიტიზს გეგმავ:

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲢᲐᲠᲝᲗ 2 ᲙᲕᲘᲠᲐ ᲞᲝᲠᲢᲣᲒᲐᲚᲘᲐᲨᲘ