პორტოდან 1 საათი და 40 წუთის გზაზე მდებარე პატარა ქალაქი შავეში პატარა საგანძურს მალავს, ეს ღია ცის ქვეშ არსებული თერმული აუზია, რომელიც მთელ პორტუგალიაში ყველაზე დიდია. ათასწლოვანი ტრადიცია გვთავაზობს ნამდვილ გასაქცევს რელაქსაციისა და გაჯანსაღებისთვის.

პორტუგალია ცნობილია მისი ცხოვრების სტილით და სანაპიროებით, მაგრამ თერმული წყლები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ. ქვეყნის გარშემო ბევრი ცხელი წყარო გამოირჩევა თავისი სარგებლიანობით. მათ შორის კი შავეშის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს ჩრდილოეთ პორტუგალიის ქალაქი თერმული აბანოებით რომაული იმპერიიდან მოყოლებულია ცნობილი. ახალი ღია კომპლექსის გახსნამ “Aquae Salutem” ტრადიცია და თანამედროვეობა გააერთიანა და ამჯერად უკვე შეგიძლიათ მასაც ეწვიოთ.

აკვა სალუტემი ღია სარელაქსაციო ზონაა, რეგიონის უდიდესი კომპლექსი. აქ ჰიდროდინამიური აუზიებია განთავსებული ბუნებრივად ცხელი წყლებით, რომელთა ტემპერატურაც დაახლოებით 30-36 გრადუსია. კომპლექსი მოიცავს სენსორულ შხაპს და ყინულის შადრევანსაც. ასევე, საუნას, თურქულ ჰამამს და აშ. აკვა სალუტე ვიზიტორებს სთავაზობს რელაქსაციას, საკუთარი სხეულის მოსმენას, წყლისგან სარგებლობის მიღებას ბუნების წიაღში.

მარტივი რელაქსაციის გარდა, თერმულ აბანოებს თერაპიული დატვირთვაც აქვთ. ისინი მდიდარია მინერალებით და ცნობილია ანთების საწინააღმდეგო თვისებით. წყალი აწყნარებს კუნთების ტკივილს და ხელს უწყობს სისხლის ჯანსაღ მოძრაობას. ეს ადგილი ბრწყინვალეა რეაბილიტაციისთვის, სპორტით დაკავების შემდეგ სტრესის მოხსნისთვის და ყოველდღიური გაჯანსაღებისთვის.

იცოდეთ რომ პორტოში მოგზაურობისა და დასვენების დროს მსგავსი სამოთხე ძალიან ახლოს გეგულებათ!