თუ აფრიკის ველური ცხოვრების შეცნობაზე ბავშვობიდან ოცნებობდით და ახლა ამ ოცნების ასრულებას აპირებთ, შენი მეგზური აფრიკული საფარის დაუვიწყარი ტურის დაგეგმვაში დაგეხმარებათ: რომელ ქვეყანას უნდა მიაშუროთ? სად ნახავთ ყველა ცხოველს? ვეცდებით ყველა კითხვას გავცეთ პასუხი:
საფარი ბოცვანაში
რატომ ბოცვანა?
ბევრი მოგზაური აფრიკაში საფარის პირველად გამოსაცდელად ბოცვანას მისი ტურების, ექსკლუზიურობის და მაღალი ხარისხის კემპინგის გამო ირჩევს. ბოცვანა აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ველურ ცხოვრებაზე დასაკვირვებელი მიმართულებაა. მარტივი არჩევანია ჩობეს ეროვნული პარკი (Chobe National Park), სადაც სპილოების გამორჩეული რაოდენობაა მთელ მსოფლიოში. აქ ასევე იხილავთ ჟირაფებს და ზებრებს. საუკეთესო გზა აფრიკის სპილოების დედაქალაქზე დასაკვირვებლად მდინარის კრუიზია ჩობეზე. იქიდან გადაინაცვლებთ ოკავანგოს დელტაზე, სადაც მდიდრულ საფარის გამოცდით და კანოეთი ჭალებში იმოგზაურებთ. შეგიძლიათ დარჩეთ იზოლირებულ კემპინგზე ან მოდერნიზებულ კოტეჯებში.
საუკეთესო დრო ბოცვანას საფარისთვის: მშრალი სეზონი ივნისიდან ოქტომბრამდე. ფასები ყველაზე დაბალია აპრილში, მაისში, ოქტომბერში და ნოემბერში.

საფარი კენიაში
რატომ კენია?
კენიის ველური ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანია, რომ ეს ქვეყანა ყველაზე დატვირთულ და პოპულარულ ველური ბუნების მიმართულებადაა ქცეული მთელი აფრიკის კონტინენტზე. აქ მთავარი ფენომენალური მოვლენაა “დიდი მიგრაცია”, რომლის დროსაც მილიონობით გნუ და ზებრა მარას მდინარე კვეთს და ტანზანიიდან კენიის მასაი მარას ეროვნულ ნაკრძალში ხვდება. კენიის საფარის ღირსშესანიშნაობებია ნაკურუს ტბა და ამბოსელი, საიდანაც კილიმანჯაროს მთა მოსჩანს. აქ იხილავთ ვეფხვებს, სპილოებს, მარტორქებს, ჟირაფებს, ზებრებს და ანტილოპებს. შეგიძლიათ მოინახულოთ ნაირობის ეროვნული პარკიც. შემოთავაზებულია როგორც კემპინგ ზონები, ასევე თანამედროვე კოტეჯები.
საუკეთესო დრო კენიის საფარისთვის: ივლისიდან ოქტომბრამდე და იანვრიდან თებერვლამდე.

საფარი ნამიბიაში
რატომ ნამიბია?
ნამიბია აფრიკის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქვეყანაა, რომელსაც განსაკუთრებული ლანდშაფტის მქონე ბუნება აქვს. ნამიბიაში სამანქანო გზები განვითარებულია და აქ მანქანის ქირაობაც ბიუჯეტურია. დაიწყეთ ნამიბიის უდაბნოთი, გაუყევით სანაპირო ზოლს და დაასრულეთ ეთოშას ეროვნულ პარკში (Etosha National Park), სადაც სპილოები, მარტორქები და ჟირაფები დაგხვდებიან.
საუკეთესო დრო ნამიბიის საფარისთვის: ივნისიდან ოქტომბრამდე.


საფარი სამხრეთ აფრიკაში
რატომ სამხრეთ აფრიკა?
სამხრეთ აფრიკის საფარის გამოცდილება მრავალმხრივი ინტერესის მოგზაურებს დააკმაყოფილებს. აქ ისიამოვნებთ სანაპიროთი და კარგი ღვინითაც. კრუგერის ეროვნული პარკი ბიუჯეტურ მოგზაურებს იზიდავს, აქ დიდ ხუთეუს შეხვდებით: ლეოპარდებს, მარტორქებს, სპილოებს, ლომებს და ბიზონებს. მათ გარდა, ჟირაფებსაც და უამრავ ჩიტის სახეობებს. ნაკლებად ცნობილი კვაზულუ-ნატალის პარკი (KwaZulu-Natal) არანაკლებ შთამბეჭდავია.
საუკეთესო დრო სამხრეთ აფრიკის საფარისთვის: მაისიდან აგვისტომდე აქ უფრო მშრალი და გრილი პერიოდია და ცხოველებიც უფრო მარტივად შესამჩნევები არიან.


საფარი ტანზანიაში
რატომ ტანზანია?
აირჩიეთ ტანზანია თქვენი პირველი საფარის გამოცდილებისთვის, რადგანაც აქ დიდი მიგრაციის ხილვა და ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე რელაქსაციას შეძლებთ. ეწვიეთ სერენგეტის ეროვნულ პარკს და ნგორონგოროს კრატერს. ეს ადგილები აფრიკას შეაყვარებენ. ტანზანია და კენია ველური ბუნებით საერთო მახასიათებლებს იზიარებენ, მაგრამ სერენგეტი კენიის მასაი მარაზე 10-ჯერ დიდია, შესაბამისად ფართო ჰორიზონტს და სახეობების მრავალფეროვნებას გვთავაზობს. სერენგეტში შესვლის ღირებულებაა 70$.
საუკეთესო დრო ტანზანიის საფარისთვის: იანვრიდან მარტამდე და ივლისიდან აგვისტომდე.

საფარი ზამბიაში
რატომ ზამბია?
ზამბიაში საფარის ფეხით მონახულების გამოცდილებას შეიძენთ. ესაა ქვეყანა, სადაც დაიბადა “საფარი ფეხით”. მოსი-ოა-ტუნიას ეროვნული პარკი (Mosi-oa-Tunya National Park) მარტორქებს ახლოდან განახებთ. ზამბიის კიდევ ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა კი ვიქტორიას ჩანჩქერების მონახულებაა. ივლისსა და აგვისტოში ჩანჩქერის ქვეშ ბუნებრივ აუზებშიც ბანაობენ.
საუკეთესო დრო ზამბიის საფარისთვის: ივნისიდან ოქტომბრამდე, ჩანჩქერებისთვის კი მარტიდან მაისამდე.

საფარი ზიმბაბვეში
რატომ ზიმბაბვე?
ზიმბაბვე ვიქტორიას ჩანჩქერის სახლია, ამიტომაც ის ტურისტულად საკმაოდ დატვირთულია. ზოგიერთ საღამოს ვიქტორიას ეროვნული პარკი ღამითაც ღიაა, რათა ვარსკვლავებს დააკვირდნენ. ბადი-ჯამფინგის, ზიპლაინის თუ სხვა აქტივობების შემდეგ, მიირთვით ჩაი, ყავა და დაისვენეთ რომელიმე კაფე-ბარში. ველურ ბუნებას საუკეთესოდ წარმოიდგენთ ჩობეს ეროვნული პარკი (Chobe National Park). იხილავთ ჰიპოპოტამებს, ნიანგებს და სპილოებს, შეუერთდებით ნავის კრუიზსაც.
საუკეთესო დრო ზიმბაბვეს საფარისთვის: ფანტასტიკური ველური ბუნებით აქ ტკბობას შეძლებთ მაისიდან ოქტომბრამდე. ვიქტორიას ჩანჩქერებისთვის კი საუკეთესო დროა მარტიდან მაისამდე.











