ბოგოტა კოლუმბიის მეტროპოლისია, ცათამბჯენებით, რომლებსაც მთები ესაზღვრებიან. გაატარეთ რამდენიმე დღე მის ცოცხალ ქუჩის კულტურაში, ისტორიულ ცენტრში, დააგემოვნეთ გემრიელი კერძები და შეეგებეთ მეგობრულ ადგილობრივებს. კოლუმბიის დედაქალაქი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია.
1. გაიარეთ მის საკულტო პლაზა ბოლივარზე
ბოგოტას ისტორიული ცენტრის გულია პლაზა ბოლივარი, რომელიც ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან შენობებს აერთიანებს. მათ შორისაა კათედრალი, მერია და სიმონ ბოლივარის ქანდაკება. მან გაანთავისუფლა სამხრეთ ამერიკა და დამოუკიდებლობის ერთგვარი სიმბოლოა.

2. მოიწყვეთ ქუჩის ხელოვნების ტური
ბოგოტაში ქუჩის ხელოვნება საკმაოდ მრავალფეროვანია. მისი ქუჩები სავსეა ფერადი ნახატებით, რომლებიც სხვადასხვა ამბებს თუ ლეგენდებს გვიყვებიან და პოლიტიკურ მესიჯებსაც გვაზიარებენ. ერთ დროს ეს საქმიანობა აქ არალეგალური იყო, ახლა კი გრაფიტს თავისუფლად აქვს ფრთები შესხმული. შეგიძლიათ დამოუკიდებლად დაათვალიეროთ ან შეუერთდეთ ქუჩის ხელოვნების ტურებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უბანია კანდელარია (La Candelaria). აქ ბევრი კაფე და ხელოვნების გალერეაც მდებარეობს. რამდენიმე საუკეთესოდ მოხატული ქუჩაა:
- Plazoleta Chorro de Quevedo
- Calle Del Embudo
- From Calle Del Embudo, follow to the end of Carrera 2
- Carrera 3
- Calle 12f

3. ადით საბაგიროთი მონსერატიზე
ბოგოტა მაგიური მონსერატის ჩრდილშია მოქცეული. ეს მთა ქალაქის სიახლოვეს 3000 მ. სიმაღლეზეა აზიდული. შეგიძლიათ დალაშქროთ ფეხითაც, მაგრამ მასზე ასვლა კომფორტული საბაგიროთიცაა შესაძლებელი. იქ დაგხვდებათ ეკლესია, ბაღი და ინგლისური სტილის კაფე.

4. სეირნობა ბოტანიკურ ბაღში
ბოგოტას ბოტანიკური ბაღები ხმაურიანი მეტროპოლისიდან გაქცევის საუკეთესო საშუალებაა. ამ მშვიდ ოაზისს ქალაქის გულში მიაგნებთ. ბოტანიკური ბაღი იტევს 20 000 მცენარეს, ვარდების ბაღს და ცხოველებს. შესვლის ღირებულებაა მხოლოდ 1 დოლარი.

5. ისტორიული უბნის, ლა კანდელარიას მონახულება
ეს ბოგოტას ყველაზე ლამაზი და ისტორიული უბანია, კოლონიალური სახლებით. ლა კანდელარია ფერადი, ბოჰემური დასახლებაა სავსე ისტორიით. აქ მდებარეობს ფულის მუზეუმიც, კოლუმბიის ეკონომიკური წარსულის ილუსტრირებით. დასხედით მის რომელიმე კაფეში და მშვიდად დააკვირდით გამვლელებს.

6. კარმენის ეკლესია
ისტორიულ უბანში მდებარე ეს საუცხოო დიზაინის მქონე ეკლესია (Nuestra Señora del Carmen) სხვა ტიპურ ეკლესიებს არ ჰგავს. ის თეთრი და წითელი ზოლებითაა მოხატული და ქალაქის ფონზე ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება. ექსტერიერთან ერთად, მომხიბვლელია ინტერიერიც. ღიაა მხოლოდ დილის საათებში.

7. ვახშამი მადრეში
მიირთვით გემრიელი ვახშამი პიცის რესტორანში, სახელწოდებით “მადრე”. მას ინდუსტრიული სტილის ინტერიერი აქვს და უგემრიელეს პიცებსა და კოქტეილებს გვთავაზობს ლაივ მუსიკის ფონზე.

8. ივაჭრეთ კვირის ბაზრობაზე
ბოგოტაში ყოველ კვირა დღეს ბაზრობა იმართება, სახელად: Usaquen Market. ამ დროს ლამაზი დახლებით და სუვენირებით ირთვება ქუჩები. მიირთმევთ იაფ ქუჩის საკვებსაც. ღიაა დილის 11 საათიდან 4 საათამდე.

9. ეწვიეთ ბოტეროს მუზეუმს
ეს ბოგოტას უფასო ხელოვნების მუზეუმია, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებს წარმოგვიდგენს. მას სახელი ფერნანდო ბოტეროს საპატივცემულოდ ეწოდა, რომელიც ყველაზე ცნობილი კოლუმბიელი არტისტია. ღიაა დილის 9 საათიდან 7 საათამდე. დაკეტილია სამშაბათობით.

10. მოინახულეთ ოქროს მუზეუმი
ოქროს მუზეუმი ბოგოტაში ტოპ ადგილია, სადაც 34000-ზე მეტ ოქროს ნივთს იხილავთ. თითოეული მათგანი ისტორიულ ამბავს ყვება. შესვლის ღირებულებაა 1$, კვირაობით საერთოდაც უფასოა.











