ალჟირი ის საუკეთესო მიმართულებაა, რომელსაც ვერ ხვდებოდი, რომ უნდა მოგენახულებინა. აფრიკის უდიდესი ქვეყანა ხმელთაშუაზღვასაც გვთავაზობს და საჰარასაც. ამ ქვეყანაში შთამბეჭდავი ლანდშაფტი, მნიშვნელოვანი რომაული ძეგლები, ლამაზი ბუნება, ცოცხალი მუსიკა და გემრიელი საკვებია.

როდის უნდა ესტუმროთ ალჟირს?

გაზაფხული და შემოდგომა აქ წასასვლელად იდეალური სეზონებია. ზამთარი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე შესაძლოა ცივი და სველი იყოს; ზაფხულში კი საჰარას ტემპერატურა 50 გრადუსამდეც კი ადის. გაზაფხულსა და შემოგომაზე ამინდი იდეალურია, სასტუმროს ფასები კი დაბალი. ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ, არ ესტუმროთ მას რამადანის დღეებში, რადგანაც ტრანსპორტი გამართულად არ იმუშავებს.

რა დრო უნდა გაატაროთ ალჟირში?

აქ სამოგზაუროდ 1 კვირა მშვენიერი დრო იქნება. მაგრამ თუ მისი საფუძვლიანად შეგრძნობა გსურთ, 2 კვირას გირჩევთ.

მარტივია ალჟირში მოხვედრა და მოძრაობა?

ალჟირში ბევრი საერთაშორისო ფრენაა და აქ ბორნითაც შეგიძლიათ გადასვლა იტალიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან. ამ ქვეყანაში სატრანსპორტო ქსელები კარგად მუშაობს, მათ შორის მატარებლები და ავტობუსები.

ტოპ აქტივობები ალჟირში

ძველი ქალაქი კასბა პორტს მთის ფერდობიდან გადმოჰყურებს. აქაური ატმოსფერო მოიცავს საყვარელ სახლებს და განახლებულ სამეფო სასახლეს, პალე დე რეის, რომელიც ახლა მუზეუმია. მოინახულეთ დიდი მეჩეთიც. კასბადან ქვედა უბანში, კოლონიალურ შენობებს მიაშრეთ, მათ შორის ყველაზე დიდი ფოსტის შენობაა. შემდეგ კი გაისეირნეთ ბოტანიკურ ბაღში (Jardin d’Essai), რომელიც 1830-იან ელებში აშენდა და ფრანგულ გავლენებს ასახავს.

დედაქალაქიდან ერთ დღიან ტურზე შეგიძლიათ ეწვიოთ ტიპაზას და შერჩელს (Tipaza & Cherchell). ორივე ანტიკური ძეგლია ზღვაზე. ტიპაზას უფრო შთამბეჭდავი არქეოლოგიური პარკი აქვს, სადაც მარტივად გაიგებთ თუ როგორ ცხოვრობდნენ აქ ადამიანები ადრე. თევზის რესტორნები რომაულ აბანოებს გადმოჰყურებენ. შერჩელი რომანტიკოსებისთვისაა. მას ერთ დროს კლეოპატრას ქალიშვილი სელენი მმართველობდა.

მოინახულეთ ჯემილა (Djemila), გამორჩეული რომაული ძეგლი მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში. მიტოვების შემდეგ ის ახლიდან არ აშენებულა. აქ იხილავთ მოზაიკის უდიდეს კოლექციასაც.

სამხრეთი ფაქტობრივად უდაბნოა. ის ქვეყნის დიდ ნაწილს მოიცავს. ტიმიმუნი (Timimoun) ყველაზე ხელმისაწვდომი ოაზისია. ასევე გირჩვეთ თამარასეტს (Tamarasset).

ფასები: 

  • ავტობუსი ალჟირიდან ანაბაში: 1958 ალჟირული დინერი (13 ევრო)
  • ყავა: 0.35 ცენტი
  • სენდვიჩი: 2.50 ევრო
  • სადილი 2 ადამიანისთვის: 30 ევრო
  • ლუდი ბარში: 2.50 ევრო

მიირთვით კუსკუსი, ერთ-ერთი ეროვნული კერძი

ალჟირის სამზარეულოზე ფრანგული გავლენები აშკარად იგრძნობა. აქ მიირთმევთ გემრიელ ბაგეტს და კუსკუსს. როგორც წესი მას აკეთებენ ბოსტნეულით და სასურველი პროტეინით: თევზით, საქონლის ხორცით, ცხვრის ხორცით ან ქათმით.

არ გეგონოთ, რომ უდაბნო სულ ცხელია

ზაფხულში დღის ტემპერატურა დაახლოები 40 გრადუსია, მაგრამ იანვარშ ის შეიძლება 20 იყოს.

მოერიდეთ საზღვრების ტერიტორიებს

თუ დედაქალაქის მიღმა მოგზაურობებს დაგეგმავთ, ნუ მიუახლოვდებით სასაზღვრო ტერიტორიებს 30 კილომეტრზე მეტად.