ისინი ვინც შუასაუკუნეების ისტორიას და ფოტოგენურ ხედებს ეძებენ, საფრანგეთის უმშვენიერეს ადგილს, კორეზეს უნდა ეწვიონ. ცენტრალური საფრანგეთის ეს ნაკლებად ცნობილი რეგიონი ქვეყნის 6 ყველაზე ლამაზ სოფელს აერთიანებს: Beaulieu-sur-Dordogne, Collonges-la-Rouge, Curemonte, Saint-Robert, Ségur-le-Chateau და Turenne.
ეს მომხიბვლელი დასახლებები მთებზე, მდინარეების პირას და ტყებშია გაშენებული, წარმოგვიდგენენ მრავალფეროვან ისტორიას და გარე აქტივობების ფართო არჩევანს. ყვავილებით მორთული ქუჩების, ბაზრობების სადაც ხელნაკეთი ნივთების ოსტატები ფუსფუსებენ და დრამატული ტერასების გამო, კორეზეში ვიზიტი ზღაპარში შებიჯებას ჰგავს.

პარიზისგან განსხვავებით, სადაც ოვერტურიზმი მუზეუმებშიც და ქუჩებშიც იგრძნობა, კორეზე მშვიდ გასაქცევს გთავაზობთ. ამიტომაც ეს რეგიონი ამ წელს პოპულარობას იხვეჭს. ცნობილი სასტუმროების პლატფორმის სტატისტიკის მიხედვით, სიტყვა “კორეზეს” დაძებნა 2025 წელს წინა წლისგან განსხვავებით 145%-ით გაიზარდა.
ამ სამოთხეში ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. სოფლების ისტორია ათასწლოვან არქიტექტურაში გამოსჭვივის. ნაგებობების ნაშთები აქ პალეოლითური ხანითაც კი თარიღდება. რაც შეეხება კულინარიულ გამოცდილებას, აქ არის პრინციპი: ფერმიდან მაგიდამდე. რესტორნებში ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებს იყენებენ.

კორეზეს ბუნება ცალკე აღნიშვნის ღირსია: ჩანჩქერები, კლდეები, ტბები, ხეობები და მთები. აქ ბევრი სალაშქრო ბილიკია გადმოსახედებით მწვანე ველებზე, კლდეებზე და წყალზე. შეგიძლიათ დაკავდეთ კანოეთი, ნავით და წყლის სხვა ტრანსპორტით. ეწვიეთ წყლის პარკს არგენტატსაც.

ამ რეგიონში არსებული ზომიერი კლიმატი საშუალებას მოგცემთ ღია ცის ქვეშ თავისუფლად იაროთ. თუმცა, ზამთარი შედარებით ცივია. შეარჩიეთ წლის დანარჩენი სამი სეზონი, რათა სრულად დატკბეთ სასახლეებით, ხელნაკეთი ბაზრობებით, ლაშქრობით, ღვინის დაგემოვნებით, ტბებით, ბაღებით და პარკებით.











