კაიროში წასვლა გიზას მონახულების გარეშე იგივეა, რაც ესტუმროთ ეგვიპტეს და პირამიდები არ ნახოთ. გიზა ყველაზე მეტად ცნობილია პირამიდებით, რომელიც ფარაონებმა: ხუფუმ, ხაფრამ და მენკაურემ ააგეს. ეს საკულტო ნაგებობები ეგვიპტეში უძველესი ხანიდან დგანან. ზამთარი აქ პიკი სეზონია, შედარებით ნაკლები ხალხია მარტის, აპრილის, მაისის და სექტემბრის თვეში.

1. ეწვიეთ ხუფუს დიდ პირამიდას

ეს პირამიდა ფარაონ ხუფუს სამარეა, უძველესი სტრუქტურა გიზას პლატოზე. ხუფუს პირამიდა ეგვიპტის უდიდესი პირამიდაა. ესაა მონუმენტი, რომლის სანახავადაც გიზაში ჩამოდიან. 146.5 მ სიმაღლის პირამიდა ჩვ.წ-მდე დაახლოებით 2570 წელს ააგეს და 4 ათასწლეულის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე მაღალ ნაგებობად რჩებოდა. დღეს მის სიმაღლეს დაახლოებით 9 მ. აქვს დაკარგული. ამ ანტიკურ მონუმენტში შესვლა ვიზიტორებისთვის დაუვიწყარი გამოცდილებაა. პირამიდის გვერდით 3 პატარა პირამიდან დგას, აგებული ხუფუს ცოლის, დედის და შვილის საპატივცემულოდ.

2. ჩაიძირეთ ხაფრეს და მენკაურეს პირამიდების ისტორიაში

გიზას მორიგი ორი უზარმაზარი პირამიდა ფარაონებისთვის: ხაფრესა და მენკაურესთვის ააგეს. ხაფრეს პირამიდა სიმაღლით. რიგით მეორე ნაგებობაა. შიგნით იხილავთ ფარაონის უდიდეს სარკოფანგს. მენკაურე კი იქამდე გარდაიცვალა, სანამ მისი პირამიდა დასრულდებოდა, ამიტომაც მის არქიტექტურას უფრო მეტად ეტყობა სიჩქარე. შიგნით სამი სართული დაგხვდებათ.

3. იხილეთ სფინქსი

ეს ცნობილი მისტიკური ქანდაკება გიზას პლატოზე ჩვ.წ.-მდე 2500 წლიდან დგას. ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, მის ცხვირს ნაპოლეონმა ესროლა, უარყოფილია. შეგიძლიათ შეუერთდეთ კერძო ფასიან ტურებს, რომლებიც მის საინტერესო მხარეებს გაგაცნობენ.

4. დაათვალიერეთ გიზას პლატო აქლემით

თუ აქლემზე დაჯდომას აპირებთ, ამის გასაკეთებლად გიზა ეგვიპტის საუკეთესო ადგილია. იხილავთ სამი პირამიდის კლასიკურ პანორამას სხვადასხვა პერსპექტივიდან და ეს ნატიკური ძეგლები თქვენს გონებაში უფრო დასამახსოვრებლად აღიბეჭდება.

5. ივახშმეთ პირამიდების ფონზე

პირამიდების კომპლექსის გარშემო ბევრი საკვები ობიექტი და კაფეა, სადაც ეგვიპტურ სამზარეულოს გაეცნობით. ხუფუში (Khufu) შეფი ტრადიციულ კერძებს შემოგთავაზებთ. ეგვიპტის ქუჩის კვების კლასიკური კერძი კუშარი აქ სალათად არის ქცეული. კიდევ უკეთესი ხედები აქვს 9 პირამიდის ლაუნჯს (9 Pyramids Lounge). ასევე, გირჩევთ 139 პავილიონს.

6. იხილეთ ეგვიპტის უდიდესი საგანძური დიდ ეგვიპტურ მუზეუმში

გიზას ეგვიპტური მუზეუმი 21-ე საუკუნეშ გაიხსნა და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არქეოლოგიურ მუზეუმს წარმოადგენს. აქ იხილავთ ტუტანხამონის საგანძურს, 4000 წლით დათარიღებულ სათამაშოებს და აშ.

7. იხილეთ პირამიდები მაღლიდან

თუ კაიროს დღისით გადაუფრინეთ და ზევიდან დანახული პირამიდები თქვენთვის შთამბეჭდავი იყო, სცადეთ პარაპლანით ფრენაც. ამ სერვისს მხოლოდ ზამთრის თვეებში შემოგთავაზებენ, პარასკევ, შაბათ და კვირა დღეს. ფრენა ინსტრუქტორთან ერთად დაახლოებით 30 წუთს გასტანს.

8. უყურეთ ხელნაკეთობების შემქმნელ ოსტატებს

გიზაში სუვენირებს ენთუზიაზმით ყიდიან. დაათვალიერეთ სუვენირების მაღაზიები და დატკბით შექმნილით. შეგიძლიათ შეუერთდეთ გიდის ტურებს და ეწვიოთ სახელოსნოებს, სადაც ოსტატები მუშაობენ.