მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა, ბრაზილია, მიმართულებაა, სადაც ყველა ჩასვლაზე აღმოაჩენთ რაღაც სიახლეს. დაისვენეთ სანაპიროებზე, გაისეირნეთ ნავებით, ისწავლეთ ბრაზილიური ცეკვის მოძრაობები, მოინახულეთ ჩანჩქერები და ჩაიძირეთ ამ ქვეყნის უნიკალურ კულტურაში.

1. შეუერთდით მსოფლიოს უდიდეს რიოს კარნავალს

რიო-დეჟანეიროს საკულტო ფესტივალზე დასწრება ბევრი მოგზაურის ოცნებაა. ეს კარნავალი ბრაზილიურ იდენტობას წარმოადგენს. ამ დროს აქ ასობით კოსტიუმირებული მოცეკვავე სინქრონულად თუ ინდივიდუალურად ცეკვავს.

2. აღმოაჩინეთ ბრაზილიური სამზარეულოს ავთენტური ინგრედიენტები

ტიპური ბრაზილიური ლანჩი მოიცავს მარცვლეულს, ბრინჯს და ხორცს. ის განიცდის ამერიკულ, აფრიკულ და პორტუგალიურ გავლენებს. დაიწყეთ დღე ყავით და პაო დე კიჯოთი (pão de queijo) საუზმეზე, ხოლო ლანჩზე მიირთვით ფეიჰოადა (feijoada).

3. შეიგრძენით ამაზონი

ამაზონი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ადგილია, მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. ჯუნგლების უდიდესი ნაწილი ბრაზილიის საზღვართან მდებარეობს. მოიწყვეთ კაიაკის ტური უაკარის ხეობაში, ეს წყალში ჩაძირული ტყე საოცარი სილამაზით გამოირჩევა.

4. გაიარეთ ლენსუას ეროვნული პარკის დიუნებში

ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილი ცნობილია ქვიშის დიუნებით. განსაკუთრებით სიურეალისტური ლანდშაფტია ეროვნული პარკი სახელად: Lençóis Maranhenses. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. წვიმიან სეზონზე აქ ბუნებრივი ლაგუნები წარმოიქმნება, სადაც მოგზაურები ცურავენ კიდეც.

5. გამოსცადეთ აფრო-ბრაზილიური კულტურა სალვადორში

ბრაზილიის ბევრი ცნობილი კულტურული ტრადიცია, დაწყებული მუსიკიდან, გაგრძელებული საბრძოლო ხელოვნებით. ისტორიული და ღირსშესანიშნავია. საუკეთესო ადგილი მის გამოსაცდელად სალვადორია. აქ აფრო-ბრაზილიური კულტურის ეროვნული მუზეუმი მდებარეობს. ასევე, მისი გამორჩეული უბანი პელურინო (Pelourinho) ადგილია, რომელიც ამ მემკვიდრეობას ცოცხლად გაგაცნობთ.

6. აღმოაჩინეთ ქვეყნის ისტორიული გული ოურო პრეტოში

ბრაზილიაში სანაპიროსა და ჯუნგლებს შორის მოგზაურობისას, ტურისტებს ოურო პრეტო (Ouro Preto) ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ. აქ ისტორიას ბაროკოს ფასადები ყვებიან. ოურო პრეტოში დაიწყო ბრაზილიის გზაც დამოუკიდებლობისკენ.

7. გამოსცადეთ ნამდვილი თავგადასავალი ტოკანტინსში

ჯუნგლების შემდეგ, ბრაზილიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოსისტემა სავანაა. ტოკანტინსის რეგიონი როგორც უცხოეულ, ასევე ადგილობრივ დამთვალეირებლებსაც იზიდავს. ჯალაპაოს ეროვნული პარკი თავგადასავლებისთვის გელოდებათ. ეს პატარა ოაზისი ბევრ ლურჯ წყაროს აერთიანებს.

8. ესტუმრეთ საფარის პანტანალში

არსად პლანეტაზე არაა ისეთი ბიომრავალფეროვნება, როგორც ამაზონში. მაგრამ თუ იაგუარების ნახვა გსურთ, საფარისაც ეწვიეთ. აქ იაგუარების ყველაზე დიდი პოპულაცია სახლობს.

9. იხილეთ იგუაცუს ჩანჩქერები

Foz do Iguaçu – ბრაზილიის სამხრეთით, არგენტინისა და პარაგვაის საზღვართან მდებარეობს. ეს ჩანჩქერები ბუნების განსაკუთრებული ფენომენია. შეგიძლიათ აიღოთ ნავის ტურიც, ან შეათვალიეროთ ის გადასახედი პლატფორმებიდან.

10. გაიქეცით ულამაზეს კუნძულზე

ქალაქის სანაპირო კარგია, მაგრამ იდილიურ კუნძულს არაფერი სჯობს. დიდი ქალაქებიდან, საო პაულოდან და რიო დე ჟანეიროდან კუნძულებზე ნავით მოხვდებით. უფრო რომანტიკული მიმართულებისთვის ეწვიეთ ფერნანდო დე ნორონას.