კატარში საუზმე როგორც წესი მსუბუქია და მოიცავს იოგურტს, ყველს, ზეთისხილს და ყავას. ლანჩი ძირითადი კერძია, რომლის დროსაც მიირთმევენ ცხვრის ან ქათმის ხორცს. ვახშამი მათთვის ისევ მსუბუქად ითვლება, გარდა განსაკუთრებული დღესასწაულებისა და რამადანისა. მოკლედ, ქვეყნის ადგილობრივი სამზარეულო ნამდვილად მრავალფეროვანია, გაჯერებული საერთაშორისო გავლენებით. ჩვენ გირჩევთ კერძებს, რომლებიც კატარში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა გასინჯოთ:
Saloona/სალოონა
სალოონა ცხარე ხორცის და ბოსტნეულის კერძია. ის მოიცავს პომიდორს, ბადრიჯანს, სტაფილოს და კარტოფილს. ხანდახან მას ბრინჯსაც აყოლებენ. როგორც წესი, სალოონა ქათმით მზადდება, მაგრამ შეიძლება დამზადდეს თევზით, საქონლის ან ცხვრის ხორცით. ამზადებენ მის ვეგეტარიანულ ვერსიასაც, ხორცის გარეშე და მეტი ბოსტნეულით. ის საკმაოდ ჯანსაღი და დამანაყრებელი კერძია.

Machboos/მაჩბოსი
კატარის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია მაჩბოსი იგივე კაბსა. ესაა ბრინჯი გემრიელ სუნელებში და მომზადებული სხვადასხვა ხორცის თანხლებით: ქათმის, ცხვრის, თევზის ან კრევეტის. მაჩბოსს იმ ინგრედიენტებით ამზადებენ ხოლმე, რაც სახლში მოეპოვებათ. ის საკმაოდ სასარგებლო და გემრიელია.

Madhruba/მადჰრუბა
ეს კერძი რამადანის დროს ძალიან პოპულარულია. ის ბრინჯის, რძის, კარაქის და ილის კომბინაციაა და ერთმანეთში შესაბამისი კონსისტენციის მიღებამდე ზავდება. ქათამი თუ სხვა ტიპის ხორცი კი მოთუშულ მდგომარეობაშია.

Luqaimat/ლუქემატი
მას როგორც წესი რამადანის დროს ამზადებენ. ეს ერთგვარი დესერტია: კარაქის, რძის, ფქვილის, შაქრის და ილის მიქსი. ამ ინგრედიენტებით პატარა დამპლინგებს ამზადებენ, რომლებიც შაქრის სიროფში ან თაფლშია ამოვლებული. შიგნიდან რბილი, ხოლო გარედან ხრაშუნაა.

Ghuzi/გუზი
შემწვარი ცხვრის ხორცი ბრინჯში, ბოსტნეულში და თხილში მზადდება და კატარის გამორჩეულ კერძს ქმნის. მას ხშირად ამზადებენ თავშეყრების და სტუმრიანობის დროს.

Thareed/ტარედი
რამადანის კიდევ ერთი განსაკუთრებული საკვები, რომელსაც “არაბულ ლაზანიას” უწოდებენ. მოიცავს ბოსტნეულს: სტაფილოს, ხახვს და კარტოფილს და ხორცს: ქათამს ან ცხვარს შეზავებულს ტომატის სოუსში და საკმაზებში. კერძის ქვეშ თხელ პურს ათავსებემ, რაც მას გემოებით გაჯერებულს ხდის.

Kousa Mahshi/კუსა მაჰში
კუსა მაჰში წვნიანი ყაბაყის კერძია, პოპულარული მთელ აღმოსავლეთში. ეს კერძი საერთაშორისო გავლენებითაა შთაგონებული და მოიცავს ცხვრის ხორცს პიტნაშ და ნიორში. კუსა მაჰშის ღუმელში აცხობენ.

Balaleet/ბალალეტი
ეს ტკბილი პასტა ინდიეთიდან შთაგონებული კერძია, რომელიც მოიცავს შემწვარ ვერმიშელს ომლეტით. მას საუზმის დროს მიირთმევენ.

Margoog/მარგოოგი
ეს კერძი სავსეა საჭირო ვიტამინებით. მას როგორც წესი ამზადებენ ყაბაყით, სტაფილოთი, ბადრიჯნით, პომიდვრით და კარტოფილით. ასევე, მის შესავსებად ცომის პატარა თხელ ნაჭრებს ხარშავენ.

Harees/ჰარეესი
ჰარეესი ფაფასა და დამპლინგს შორის არსებული კონსისტენციაა. მას ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მიიჩნევენ. არაბულ ქვეყნებში ჰარეესის სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, კატარშიც მას თავისებურად ამზადებენ.











