როცა ვფიქრობთ პალმებზე, თეთრი ქვიშის სანაპიროებზე და ფირუზისფერ წყალზე სამხრეთ აზიაში, ვიეტნამი ალბათ თავში პირველი ამოგვიტივტივდება. ამ ქვეყანას 3400 კმ სიგრძის სანაპირო ზოლი გააჩნია, რომელიც ბევრ ულამაზეს სანაპიროს აერთიანებს.
1. NHA TRANG/ნჰა ტრანგი
ეს 6 კმ სიგრძის ოქროს ქვიშიანი სანაპირო აქ მოგზაურობის ამსახველი ერთგვარი საფოსტო ბარათია. სანაპიროზე შემოგთავაზებენ ნავის ტურებს, რომელიც სნორკელინგსაც მოიცავს.

2. MUI NE/მუი ნე
მუი ნე ვიეტნამის სანაპირო კურორტია, ოქროსფერი სანაპიროთი და ავთენტური შარმით. იდეალურია მათთვის, ვისაც ღამის გართობა და დღისით რბილ სკამებზე რელაქსაცია სურს. აქ პოპულარულია კიტსერფინგიც.

3. PHU QUOC/ფუ ქოქი
ამ კუნძულზე თეთრ ქვიშიანი სანაპიროებია ტროპიკული ჯუნგლებით და სუფთა წყლით. ტურების მეშეობით ფუ კოკის სამხრეთ სანაპიროდან ნაკლებად ცნობილ ჩრდილოეთ სანაპიროზე გადაინაცვლებთ. გაყვებით საბაგიროსაც და საოცარი ზედხედებით დატკბებით.

4. MY KHE
ეს სანაპირო საუკეთესოა ხალხზე დასაკვირვებლად. აქ ბევრი ტურისტი იკრიბება, ადგილობრივები კი სხედან და მეთევზეების ნავებს შესცქერიან.

5. HO COC/ჰო კოკი
ოქროს ქვიშით და სუფთა წყლით ცნობილი ეს სანაპირო სიგრძეში დაახლოებით 10 კილომეტრი გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ დამსვენებლებში პოპულარულია, მისი რაღაც მონაკვეთები მაინც ინარჩუნებს სიმშვიდეს.

6. AN BANG/ან ბანგი
ეს საუკეთესო სანაპიროა ჰოი ანის სიახლოვეს. ან ბანგი ვიეტნამის ერთ-ერთი სასიამოვნო და გასართობი სანაპიროა რბილი ქვიშით და საოცარი ხედებით ჩამის კუნძულებზე. ჰოი ანში დასვენებისას აუცილებლად გამოყავით 1 დღე მისთვის.

7. CON SON/კონ სონი
უძველეს დროში, ხმელეთისგან განცალკევებულ კონ დაოს კუნძულებზე პოლიტპატიმრები ჩაჰყავდათ. დღეს ის ვიზიტორებს განსაკუთრებული ბუნების სილამაზით ხიბლავს. კონ სონი მათ შორის ერთ-ერთი უდიდესია. ის ნაწილობრივ ტროპიკული ტყითაა დაფარული. ის უფრო მეტად ვიეტნამის ისტორიული და ავთენტური ნაწილია, ვიდრე სანაპირო მიმართულება.

8. CAT BA/კატ ბა
ტურისტებს ამ იუნესკოს სიაში შესული არეალის დათვალიერება ნავებით შეუძლიათ. თუ მას უფრო მშვიდ სეზონზე ეწვევით, უფრო მეტად დააფასებთ მის განსაკუთრებულ სანაპიროებს.

9. DOC LET/დოკ ლეტი
ეს თეთრი ქვიშის და ფირუზისფერი წყლის სანაპირო ვიეტნამის სანაპიროებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. მეტი სიმყუდროვისა და განმარტოებისთვის, აღმოაჩინეთ მისი ჩრდილოეთ მხარე.

10. MY KHE BEACH
არ გაგიკვირდეთ, ვიეტნამში ამ სახელწოდების მეორე სანაპიროც მდებარეობს, ამჯერად ცენტრალურ ვიეტნამში. თუ აქ დასვენების დღეებში და დღესასწაულებზე არ ჩამოხვალთ, სიმშვიდესაც იპოვნით. უსაფრთხოა ბავშვებისთვის, რაც ოჯახურ დასვენებას აქ საკმაოდ კომფორტულს ხდის.











