ამსტერდამი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ზაფხულში ხშირად საკმაოდ დატვირთულია. ამიტომაც, ზამთარი სასიამოვნო დრო შეიძლება აღმოჩნდეს მისი ატმოსფეროს გამოსაკვლევად. ამაში დასარწმუნებლად რამდენიმე მიზეზს გაგაცნობთ:
1. ამსტერდამის სინათლის ფესტივალი
ნოემბრის ბოლოდან – იანვრის დასაწყისამდე ამსტერდამში სინათლის ფესტივალი ტარდება, რომლის დროსაც წყლის არხები სხვადასხვა ხელოვნების ინსტალაციებით ნათდება. ინსტალაციებზე ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტები მუშაობენ. ზოგიერთს ფეხით სეირნობისას შეამჩნევთ, ზოგს კი მხოლოდ და მხოლოდ წყალში ყოფნისას. შეუერთდით ღამის ნავის ტურებს განსაკუთრებული გამოცდილებისთვის.

2. დასხედით კაფე ბრუინში
ნიდერლანდების დედაქალაქი ზამთრის სეზონისთვის ბევრ მყუდრო კაფე-ბარს გვთავაზობს. ერთ-ერთ ტრადიციულ პაბს, რომელიც სასიამოვნო ატმოსფეროს შემოგთავაზებთ – BRUIN CAFÉ ეწოდება. ზოგადად მსგავსი კაფეები ქალაქის ყველა კუთხეშია, ყველაზე ძველი კაფე-ბარები კი იორდანიის უბანში მდებარეობს.

3. აღნიშნეთ ეროვნული ტიტების დღე
ეს ერთ-ერთი საუკეთესო ყვავილების ფესტივალია, რომელსაც ამსტერდამში იანვრის მესამე შაბათ დღეს აღნიშნავენ. მთავარი “დამის მოედანი” ამ დღესასწაულზე ფერადი ტიტებით ივსება, სადაც სასურველი ფერის ყვავილების შეძენასაც შეძლებთ.

4. ყინულზე სრიალი
ჰოლანდიელები ცნობილები არიან ველოსიპედების სიყვარულით წლის ყველა სეზონზე. მაგრამ ზამთარში მათ სპორტულ აქტივობას ყინულზე სრიალი ემატება. სულაც არაა საჭირო სრიალი პროფესიონალურად იცოდეთ. ყინულის მოედნები მთელ ქალაქშია გაფანტული, ხანდახან იყინება არხებიც.

5. ტრადიციული ჰოლანდიური კერძები
ზამთარში ჰოლანდიური სამზარეულო მსუყე, ტრადიციულ რეცეპტებს გვთავაზობს და თბილი კერძებით გვათბობს. გირჩევთ ბოსტნეულის სუპს: erwtensoep. მას კაფე-ბარების ზამთრის მენიუში აღმოაჩენთ. გირჩევთ ადგილს: Hap Hmm.

6. დააფასეთ ქალაქის ცენტრის და ტურისტული ადგილების სიმშვიდე
ზაფხულის თვეებში ამსტერდამის ცენტრალური არეალი და მუზეუმი ვიზიტორებით იტვირთება. ამ პატარა ქალაქს ბევრი ვიწრო ქუჩა აქვს, ასე რომ ზამთარში ნავიგაცია აქ ბევრად მარტივია.











