თუ კატარს სტუმრობთ და გსურთ დედაქალაქის ქაოსს გაექცეთ, რამდენიმე მომხიბვლელი ქალაქის და სოფლის მონახულებას გირჩევთ. ზოგიერთ ამ მიმართულებას შთამბეჭდავი ისტორიული ძეგლები აქვს, რომლებსაც სხვაგან ვერ აღმოაჩენთ, ამიტომაც მოამზადეთ კამერები!
1. Al Khor/ალ ხორი
საუკეთესო რელაქსაციისთვის
ეს ერთ დროს კატარის ცნობილი ცენტრი იყო. გაისეირნეთ ალ ტაკირას სანაპიროზე, სადაც დაისვენებთ მზის ქვეშ და დაკავდებით კაიაკით. შეგიძლიათ ეწვიოთ ალ ხორის კუნძულსაც.
2. Al Wakrah/ალ ვაკრა
ეს კატარის სწრაფად განვითარებადი ქალაქია. ალ ვაკრა ისაა რაც შეიძლება ტიპური არაბული ქალაქის სახით წარმოიდგინოთ. სანაპიროსთან აღმოაჩენთ ალ ვაკრას მემკვიდრეობით სოფელს, სადაც კატარის შუა საუკუნეების ატმოსფეროს შეიგრძნობთ. მოინახულეთ მე-17 საუკუნის მეჩეთი და ალ ვაკრას ციხესიმაგრე.
3. Mesaieed/მესაიედი
მესაიედი პატარა ინდუსტრიული ქალაქია დოჰასა და ალ ვაკრას შორის, მაგრამ მისი ქვიშის დიუნების თავგადასავლები საკმაოდ პოპულარულია კატარში. შეგიძლიათ გაისეირნოთ უდაბნოში მაღალი გამავლობის მანქანით მზის ჩასვლისას და მიირთვათ ტრადიციული ვახშამი ვარსკვლავიანი ცის ქვეშ. კატარის დედაქალაქი აქედან 40 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. დაჯავშნეთ უდაბნოს საფარის ტური 48 საათით ადრე მაინც.
4. Al Zubarah/ალ ზუბარა
ეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც კატარის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ციხე-ქალაქად ითვლება. ის სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა მე-18, მე-19 საუკუნეში.
5. Al Rayyan/ალ რაიანი
აქ ახალი ძველს ხვდება. ალ რაიანი ისტორიული ცენტრია, რომელიც მე-18/მე-19 საუკუნეებით თარიღდება. კატარის რიგით მეორე ყველაზე დასახლებულ ქალაქს ბრწყინვალე სავაჭრო ცენტრები აქვს, მათ შორის კატარის მოლი.
6. Al Ruwais/ალ რუვე
ეს კატარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სათევზაო ცენტრი იყო, მეთევზეების ქოხებით, რომელიც უკან წარსულში დაგაბრუნებთ. მისი მე-17 საუკუნის მეჩეთი უძველესად ითვლება. ალ რუვეში ისტორიული ნაგებობების და დიდი პორტის გამო ჩამოდიან.
7. Khawr al Udayd
კატარის ხელოვნური შიდა ზღვა საუდის არაბეთის საზღვართან მდებარეობს. აქ წყალი უდაბნოს გარს ეკვრის. კატარის ბუნებრივ ნაკრძალში უნიკალური ეკოსისტემაა შექმნილი.
8. Al Shamal/ალ შამალი
ალ შამალი ისტორიული ადგილია არქეოლოგიური ძეგლებით. არაბეთის ყურესთან მდებარე ალ შამალი ქვიშიან ნაპირს მოიცავს, სადაც ბევრი მიტოვებული ნანგრევია თავმოყრილი. დაათვალიერეთ ისლამური სტილის სახლები და მოინახულეთ იუნესკოს დაცული ტერიტორია.
9. Umm Salal Muhammed/უმ სალალ მუჰამედი
დოჰას სიახლოვეს მდებარე ეს ციხესიმაგრეების ქალაქი სავსეა ისტორიული ნაგებობებით და ბუნების 3 დაცული ტერიტორიით. ის მოეწონებათ როგორც ბუნების, ასევე ისტორიის მოყვარულებს. არ გამოგრჩეთ მე-19 საუკუნის საათის კოშკიც.
10. Al Jumail/ალ ჯუმაილი
ალ ჯუმაილი მიტოვებული სოფელია, რომელიც ერთ დროს სიცოცხლით იყო სავსე, მაგრამ შემდეგ სხვა რამდენიმე ქალაქის მსგავსად მიტოვებული გახდა. დაათვალიერეთ მისი ნანგრევები და შემდეგ დაისვენეთ თეთრი ქვიშის სანაპიროზე.
11. Al Rakayat Fort/ალ რაკაიას ციხესიმაგრე
ეს ციხესიმაგრე მე-19 საუკუნეში ადგილობრივი წყლის რესურსების დასაცავად აშენდა. ის სხვა უდაბნოს ციხესიმაგრეების დიზაინს იმეორებს. აქ მოსახვედრად მაღალი გამავლობის მანქანაა საჭირო. დაკეტილია კვირას, სამშაბათს და ხუთშაბათს.