დოჰა საოცნებო მიმართულებაა მათთვის, ვისაც შოპინგი უყვარს. აქ შემოგეგებებათ როგორც ტრადიციული ბაზრობები ასევე სავაჭრო ცენტრები. ჩვენ საუკეთესო სავაჭრო ადგილებს გირჩევთ.

1. Souq Waqif – ანტიკური ბაზრობა

ამ ბაზრობის მონახულება დოჰაში ვიზიტისას აუცილებელია. მისი დახლების ლაბირინთი სავსეა ტექსტილით, სამკაულით, საკმაზებით და ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებით. კატარის ეს ძველესი ბაზრობა ერთ დროს ბედუინებისთვის სავაჭრო ცენტრი იყო. ისინი აქ აქლემებზე ვაჭრობდნენ. გირჩევთ მიხვიდეთ დილით ადრე ან საღამოს.

2. Gold Souq – ოქროს ბაზრობა

ეს მშვენიერი ადგილია ბზინვარე სუვენირები რომ შეიძინოთ. ოქროს საკმაულები აქ წამყვანია, თუმცა შეიძენთ ბიუჯეტურ, ხელმისაწვდომ აქსესუარებსაც: მათ შორის თეთრ ოქროს, ვერცხლს და პლატინას. ღიაა ყოველდღე.

3. Doha Festival City – სავაჭრო ცენტრი

ეს უზარმაზარი მოლი ასობით აუთლეტ მაღაზიას აერთიანებს. აქ მდებარეობს გასართობი ცენტრიც და სხვადასხვა ტიპის რესტორანიც. ღიაა ყოველდღე. სამუშაო დღეებში 11 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას 12-მდე.

4. Souq Al Dira – ტექსტილი

ეს ფერადი ბაზრობა მაღალი ხარისხის ქსოვილებს გვთავაზობს, მათ შორის აბრეშუმის, ქაშმირის და მაქმანის ნივთებს. აქ დაგხვდებიან მკერავები, რომლებიც სასურველი ქსოვილისგან სასურველ სამოსს შეგიკერავენ. შეგხვდებათ ტრადიციული სამოსიც.

5. City Center Doha – მოლი

ეს სავაჭრო ცენტრი ხელსაყრელი საშოპინგო ლოკაციაა, რომელიც დატვირთულ ბიზნეს უბანში მდებარეობს, ბევრი მაღაზიითა და რესტორნით. დაგხვდებათ სხვადასხვა ტიპის გასართობებიც. როგორც დოჰას ერთ-ერთი უძველესი მოლი, ის იზიდავს როგორც მაცხოვრებლებს, ასევე ტურისტებს.

6. MIA Park Bazaar – ფლი მარკეტი

ეს ბაზრობა სექტემბრიდან აპრილამდე ყოველ პარასკევს და შაბათს ეწყობა. მას ისლამური ხელოვნების მუზეუმის სიახლოვეს აორგანიზებენ. გვთავაზობს როგორც ტრადიციულ სუვენირებს, ასევე საერთაშორისო ნივთებს. აქ შეარჩევთ სამოსს და წიგნებსაც.

7. Lafayette Galleries Doha – პარიზით შთაგონებული ცენტრი

დოჰას ლაფაიეტი კატარას კულტურულ სოფელში მდებარეობს და აქ 400-მდე საერთაშორისო ბრენდს გადააწყდებით. ღიაა ყოველდღე საღამოს 10-12 საათამდე.

8. Alhazm Mall – რენესანსის სტილის სავაჭრო ცენტრი

ამ მოლში 125 მაღაზია მდებარეობს, ძირითადად დიზაინერებისა და ბრენდების. რენესანსის სტილის კომპლექსი მოიცავს ღია პიაცებს და სასეირნო ხეივნებს. აქვე ნახავთ შუშის პირამიდას, რომელიც პარიზის ლუვრის მსგავსია.