დოჰას მრავალფეროვანი ღამის ცხოვრება აქვს. კატარის დედაქალაქი ცნობილია თანამედროვე ცათამბჯენებით და ისლამით შთაგონებული არქიტექტურული შედევრებით, მაგრამ ტერასული ბარები, ისტორიული სავაჭრო გამზირები და უდაბნოს საფარიც კი ბევრ ამაღელვებელ აქტივობას გვპირდება მზის ჩასვლის მერეც. აქ ბევრნაირი საღამო შეგიძლიათ დაგეგმოთ.

1. Souq Waqif

ქუჩები ცოცხლდება დაბნელებისას

ღამით, მაშინ როცა ცათამბჯენები ინთებიან, გაისეირნეთ Souq Waqif-ის ხეივნებში და თავს ისე იგრძნობთ, თითქოს წარსულში გადაინაცვლეთ. ეს მომხიბვლელი ქუჩები აერთიანებენ ისტორიულ, არაბულ არქიტექტურულ შედევრებს, ტრადიციულ ქუჩის დახლებს და მაღალი დონის რესტორნებს. შეიძინეთ ხელნაკეთი ნივთები, მოუსმინეთ ქუჩის მუსიკოსებს, ეწვიეთ ხელოვნების გალერეებს.

2. ვახშამი კრუიზზე მზის ჩასვლისას

მშვიდი წყალი და არაბული კულტურა

თუ მზის ჩასვლის ყურება გიყვართ, აუცილებლად გადით წყალში, როცა დოჰაში იქნებით. აქ ტრადიციული ხის ნავები დადიან და დაახლოებით 2 სთ გამყოფებენ ზღვაში.

3. ცის ხედები: La Cigale

ტერასული ბარი

ერთ-ერთ საუკეთესო მზის ჩასვლას ამ სასტუმროს ტერასულ ბარში იხილავთ, დოჰაში: La Cigale. რა თქმა უნდა, მისი შიდა სივრცე ლამაზია, მაგრამ გარე სივრცეც არანაკლებია, შთამბეჭდავია განსაკუთრებით მზის ჩასვლისას. ღიაა საღამოს 6 საათიდან.

4. უყურეთ სპორტულ თამაშებს სპორტულ ბარში

სნექები, ბილიარდი, ეკრანები…

დოჰაში ბევრი სპორტული ბარია, მათ შორის სასტუმროებშიც. შეგიძიათ უყუროთ სხვადასხვა სპორტის სახეობის მატჩებს მთელი მსოფლიოდან, გაეცნოთ სიახლეებს ფორმულა ერთის თუ ევროთასების შესახებ.

5. ღამე უდაბნოს საფარიში

სენსაციური მზის ჩასვლა დიუნებში

ხალხმრავლობას რომ გაექცეთ, მოიწყვეთ თავგადასავლები კატარის უდაბნოში. იქ მაღალი გამავლობის მანქანით შეძლებთ მოხვედრას. საღამოს ტურები როგორც წესი 5 საათს გრძელდება.

6. კატარის მარგალიტი

დოჰას ხელოვნური კუნძული

Pearl Qatar” დოჰას ხელოვნური კუნძულია და ის ყველაზე “დოვლათიან” ადგილად ითვლება ქალაქში. აქ ნახავთ მსოფლიოს ყველა ტიპის სამზარეულოს, ბუტიკ მაღაზიებს, მანქანების შოურუმებს და სანაპირო კლუბებს “არაბულ რივიერაზე”. თუ არაფერს არ შეიძენთ ან ივახშმებთ, უბრალოდ გაისეირნეთ ვილებსა და ბულვარს შორის და დააკვირდით რა ხდის ამ კუნძულს უნიკალურს.

7. კორნიშე ღამით

ღამის ქალაქის ხედები

დოჰას არქიტექტურა ღამით კიდევ უფრო შთამბეჭდავია. Doha Corniche-ში, ქალაქის ბულვარში, ფოტოების გადასაღებად ყველა კუთხეში ლამაზ ფონს აღმოაჩენთ.

8. დოჰას სანაპირო კლუბი: Bagatelle

ალ მაჰას კუნძულის გულში, ელეგანტური სანაპირო კლუბი “Bagatelle” მდებარეობს. ღამით აქ განსაკუთრებული გართობა გელით. უკრავენ დიჯეები, მუსიკოსები და სრულდება ცეკვის პერფორმანსები.

9. ლაუნჯი დოჰას ჰილტონში და სხვა კლუბები

“Society Lounge” ერთ-ერთი ტოპ ღამის კლუბია დოჰაში. ის ჰილტონის სახურავზე მდებარეობს და კოქტეილების ფონზე ღამის საოცარ ხედებს გთავაზობთ. დოჰაშ კლუბები ძირითადად სასტუმროებში მდებარეობს. სხვა პოპულარული კლუბებია: Oxygen Club, The Pearl Lounge და The Club.