კატარის სანაპიროები არაბული ყურის სანაპირო ზოლზეა განთავსებული და იდეალურია მათთვის, ვისაც გამჭვირვალე წყალი და მზის სხივებით ტკბობა სურს. კატარი შთამბეჭდავია ტრადიციული ბაზრობებით, თანამედროვე შენობებით და უდაბნოს ლანდშაფტით. მართალია მას არ აღიქვამენ, როგორც მსოფლიოში ცნობილ სანაპირო მიმართულებად, მაგრამ აქ ბევრ საინტერესო ნაპირს აღმოაჩენთ.

1. ბანანას კუნძული (Banana Island)

დოჰადან 25 წუთის ნავით სავალ გზაზე

გაყევით ნავს დოჰას ისლამური ხელოვნების მუზეუმიდან და მიაშურეთ ბანანას კუნძულს. აქ დროს გაატარებთ აუზებთან, კაიაკში, ნავებში, სასრიალოებზე და აშ. ეს ტერიტორია კერძო კურორტია, ამიტომაც ვიზიტი ფასიანია, თუმცა მოიცავს ნავს, აუზს, სანაპიროებს და კრედიტს სხვადასხვა აქტივობებისა თუ ბარისთვის.

2. ხორ ალ ადაიდი (Khor Al Adaid)

ზღვა უდაბნოში

ეს სანაპირო მისი ლანდშაფტური სილამაზით ბუნების მოყვარულებს იზიდავს. აქ უდაბნო ზღვას ერწყმის და განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლის პერიოდში. ხორ ალ ადაიდზე მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით მოხვდებით.

3. ფიუვერეიტის სანაპირო (Fuwairit Beach)

ეს სანაპირო კატარის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, დოჰადან 250 კმ-ში. დედაქალაქისგან დიდი დისტანციის გამო, ის იშვიათადაა ხალხით დატვირთული. აქ დაგხვდებათ ულამაზესი ქვის ფორმაციები და მშვიდი წყალი ხედებით. სანაპირო დაკეტილია აპრილიდან ივლისამდე, როცა კუები კვერცხების დასადებად ქვიშაზე გამოდიან.

4. ზეკრეტის სანაპირო (Zekreet West Beach)

კატარის ველური ბუნება

ეს კიდევ ერთი უნიკალური ლანდშაფტის მქონე სანაპიროა ამ ქვეყანაში. ის დოჰადან 100 კილომეტრში მდებარეობს და აქ მოხვედრა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი. იქონიეთ წასახემსებელი.

5. უმ ბაბის სანაპირო (Umm Bab Beach)

დასვენება პალმების ჩრდილში

ეს სანაპირო რბილ ქვიშას და ბევრ პალმას დაგახვედრებთ. ის ზეკრეტის სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს. აქ წამოსასვლელად დოჰადან მთელი დღით დაგეგმეთ.