დოლომიტები ჩრდილოეთ იტალიის შთამბეჭდავი მთებია და განსაკუთრებული ბუნების სილამაზით გამოირჩევა. მისი დასავლეთ ნაწილი დრამატული კდეებით და მწვანე ველებით, გონდოლებით გადაადგილების საშუალებას იძლევა. მწვერვალებს შორის დაინახავთ სახლებს, რომელთა აივნებიც ყვავილებითაა მორთული და ცოცხალ პიაცებს. აქ ძირითადად ორტისეიში რჩებია ან კასა ალ სოლეში. აღმოსავლეთ ნაწილი კი უფრო განცალკევებული და მშვიდია. შენი მეგზური 10 საუკეთესო ლოკაციას და აქტივობას გთავაზობთ:
1. Seceda Ridgeline, Secëda
მთაგრეხილები, უმაღლესი მწვერვალი ფონად და ველური ყვავილები – ეს სეცედაა. ის დოლომიტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. აქედან გადახედავთ ქალაქ ორტისეის, დალაშქრავთ ან გონდოლათი და საბაგიროთი ახვალთ მწვერვალზე. ადით ადრე, რათა ხალხმრავლობა არ იყოს და მზად იყავით ამინდის ცვლილებისთვის. გონდოლები მუშაობენ 9-ის ნახევრიდან 6-ის ნახევრამდე. ორივე გზის ღირებულებაა 50 ევრო.
2. Sella Pass, Sellajoch
ამ მშვენიერ ადგილას გემრიელ ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებთ და შთამბეჭდავი ხედებით დატკბებით. გონდოლები აქ 5 საათამდე მუშაობს და ორი გზის საფასურია 35 ევრო. სელა ბევრ სალაშქრო ბილიკს გვთავაზობს, მათ შორის მარტივად დასაძლევ, 1 საათი ხანგრძლივობის გზებს.
3. Geisler Alm, Rifugio delle Odle
ამ ულამაზესი მთის ხედები აქ ლაშქრობას უდაოდ მოგანდომებთ. რომელ მხარესაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან თვალწარმტაცი ხედებია. დასხედით ხის სკამებზე და ჩაიძირეთ საოცარი ბუნების სიმშვიდეში. შეგიძლიათ მოიწყოთ პიკნიკიც.
4. Ortisei (Urtijëi)
ეს ვალ გარდენას ყველაზე დიდი ქალაქია. 360 გრადუსიან გადმოსახედს ბევრი საბაგირო უკავშირდება. ორტისეი ფერადი მომხიბვლელი ქალაქია ტერასული კაფეებით და ალპური ატმოსფეროთი.
5. Alpe di Siusi, Seiser Alm
ალპე დი სიუსი ევროპის უდიდესი ალპური მდელოა, რომელიც ზღვის დონიდან 2350 მეტრს აღწევს. ორტისეიდან აქ საბაგიროთი მოხვდებით. ორმხრივი გზის ღირებულებაა 35 ევრო.
6. Lago di Carezza, Karersee
ეს ულამაზესი ტბა მაღალი მწვერვალებით და ფიჭვის ხეებითაა გარშემორტყმული. გაითვალისწინეთ რომ კარეზას ტბა დოლომიტებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ადგილია. ტბასთან პირველი პარკინგიდან მიწისქვეშა გადასასვლელით მოხვდებით, ხოლო მეორედან ხიდის საშუალებით.
7. Gardena Pass, Grödner Joch
კიდევ ერთი ულამაზესი უღელტეხილია გარდენა, რომელიც დოლომიტებში აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ხედები გასაოცარია მთებზე, მინდვრებზე და ხის კოტეჯებზე. აქ ორტისეიდან 20-25 წუთში მოხვდებით. გონდოლას ფასი ორივე გზაზე 12 ევროა.
8. Merano
მომხიბვლელი სპა ქალაქი მერანო კიდევ ერთი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. ის პალმის ხეებსა და ალპურ მწვერვალებს შორის მდებარეობს, ცოცხალი ბაღებით, ისტორიული არქიტექტურით, გემრიელი საკვებით და შთამბეჭდავი ხედებით. აქ შოპინგსაც მიჰყოფთ ხელს, რადგანაც სავსეა საინტერესო მაღაზიებით.
9. Lago di Sorapis, Sorapis See
ეს უნიკალური ფერის ტბა იმდენად სიურეალისტურია, რომ რეალური არც გეგონებათ. დაუთმეთ 2-3 საათი მის დალაშქვრას და ნამდვილად არ ინანებთ. ცურაობა აკრძალულია. გზის სიგრძე დაახლოებით 11 კილომეტრია (ორივე გზა).
10. Tre Cime di Lavaredo, Drei Zinnen
ეს დოლომიტების კიდევ ერთი საკულტო სანახაობაა – სამი მწვერვალი, რომელიც მთელი გზის მანძილზე თან დაგსდევთ. სალაშქრო გზის სიგრძე 10 კმ-ა, სირთულე საშუალო. ბილიკი იწყება რიფუჯიო აურონზოში.
11. Lago di Braies, Pragser Wildse
დოლომიტების კიდევ ერთი ულამაზესი ტბა – ლაგო დი ბრეი გამორჩეულად ფოტოგენური ადგილია. მისი დამახასიათებელია საკულტო ხის ნავები, რომლებიც ხშირად ერთმანეთზე არიან გადაბმულნი. შემოუარეთ ტბას ბილიკით გარშემო და დატკბით სიმშვიდით. სოლო-ნავის ქირაობის ფასია 50 ევრო. გაზიარების შემთხვევაში, 1 პერსონა – 15 ევრო.