ვარშავას მუზეუმები კარგად გადმოგვცემენ თუ რა ახსოვსთ პოლონელ ადამიანებს, რა საგანძურს ინახავენ ისინი და რა გამოაირეს. აქ ყველა გემოვნების ადამიანი იპოვნის თავის სამუზეუმო სივრცეს.
პოლონელი ებრაელების მუზეუმი: POLIN Museum
სიტყვა “პოლინ” ნიშნავს “პოლონეთს” და ასევე ფრაზას “აქ დაისვენე”. ეს მუზეუმი 1000 წლის ებრაულ ისტორიას ინახავს პოლონეთის მიწაზე. აქ გაეცნობით ებრაელი ხალხის ისტორიებს, ხელნაკეთ ნივთებს, არტეფაქტებს და მიიღებთ დაუვიწყარ გამოცდილებას. პოლინში შესვლა უფასოა ხუთშაბათობით.

ფრიდერიკ შოპენის მუზეუმი
კლასიკური მუსიკის ფანებისთვის ეს ბრწყინვალე მუზეუმია, რადგანაც ის მუსიკის სწორედ ამ მიმდინარეობას და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპოზიტორს, შოპენს ეძღვნება. მუზეუმში გაეცნობით მის ცხოვრებას და ნამუშევრებს. ცნობისმოყვარე ფანებისთვის მუზეუმი საკმაოდ ინტერაქციულია. ოთხშაბათობით აქ უფასოდ შეხვალთ.

ნეონის მუზეუმი/Muzeum Neonów
ეს ფერადი მუზეუმი კარგად წარმოაჩენს იმას, თუ როგორ ანათებს კრეატიულობა სიბნელეს. აქ შთამბეჭდავი ფოტოების გადაღებას შეძლებთ და გაიგებთ თუ საიდან დაიწყო პოლონეთში ნეონის ისტორია.

ვარშავას აღორძინების მუზეუმი
ყოფილი ტრამვაის სადგურში მდებარე ეს მუზეუმი ომის შემდგომ ვარშავის აღორძინებას გვიყვება. აქ ნახავთ მნიშვნელოვან სამხედრო რეპლიკებს და კოლექციებს, ასევე გაიგებთ ისტორიას 3D ინსტალაციებით. ხუთშაბათობით ამ მუზეუმში შესვლაც უფასოა.

MSN Warsaw
2024 წელს, ვარშავას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ქალაქის ცენტრში გადავიდა. ახლა ვიზიტორებს ხელოვნების ნიმუშების ნახვა თანამედროვე ჰაბში შეუძლიათ. მუზეუმი ჯერ მარტო არქიტექტურითაა საოცრად შთამბეჭდავი. გალერეაში წარმოდგენილია მხატვრობა მთელი მსოფლიოდან.

ვედელის შოკოლადის ფაბრიკა/Fabryka Czekolady E.Wedel
ეს ყოფილი პოლონური შოკოლადის კომპანია ამ მუზეუმში შოკოლადის შექმნის პროცესზე გვიამბობს. აქ ყველაფერი გემრიელად გამოიყურება, რადგანაც შოკოლადისგანაა შექმნილი. აქ ვიზიტი არამხოლოდ ბავშვებს, არამედ ზრდასრულებსაც მოსწონთ.

ზაჩეტა/Zachęta
თანამედროვე პოლონეთის გამოსაკვლევად ამ ისტორიულ შენობაში მდებარე ტრადიციულ მუზეუმს მიაკითხეთ. აქ ხელოვნების ნიმუშებთან ერთად გაეცნობით პასუხებს კითხვებზე, რომლებიც იდენტობას, გენდერს, პოლიტიკას და პროტესტს უკავშირდება,











