მონუმენტური სილამაზის ფარერები ნორვეგიასა და ისლანდიას შორის მდებარეობს და საოცარ ფიორდებს, ტბებს, ჩანჩქერებს და ლანდშაფტს მოიცავს. გზებით, ხიდებით და გვირაბებით ერთმანეთთან დაკავშირებული კუნძულები თქვენს მოგზაურობას განსაკუთრებულს გახდიან.

დღე 1
ვაგარის კუნძულს, სადაც მთავარი აეროპორტი მდებარეობს, 6 სოფელი აქვს. ყველაზე პატარაა გასადალური, სადაც მხოლოდ 10 მაცხოვრებელია. აქ არაჩვეულებრივი ჩანჩქერის, მულაფოსურის (Múlafossur) სანახავად ჩამოდიან. მისგან 20 წუთის სავალ გზაზე ფერად სოფელ სანდავაგურს (Sandavágur) იხილავთ. მისი წითელ სახურავიანი ეკლესია პირველი მსოფლიო ომის დროს აშენდა.

დღე 2
მიაშურეთ დედაქალაქს, ტორშავნს (Tórshavn), რომელიც კუნძულ სტრემოიზე მდებარეობს. აქ ფერად სახლებს, ატმოსფერულ პაბებს და მე-19 საუკუნის ეკლესიებს აღმოაჩენთ. დაათვალიერეთ ეროვნული გალერეა, სადაც ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები მდებარეობს. დააგემოვნეთ გემრიელი კენკრის ჩიზქეიქი კაფე პანამეში.

დღე 3
კუნძულ სტრეიმოიდან (Streymoy) კუნძულ ეისტუროიზე (Eysturoy) ულამაზესი გვირაბით მოხვდებით, რომელიც ადგილობრივმა არტისტმა მოხატა. მოინახულეთ წყნარი სოფელი გჯოგვი, მიიღთვით ფარერების ღვინო და მოუსმინეთ ადგილობრივ ტრადიციულ მუსიკას.











