ამ პატარა ფრანგულ ქალაქში 35000-მდე მაცხოვრებელი ბინადრობს და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დასახლებაა, რომელზეც ცოტას თუ სმენია. ვიენი მშვიდი, ისტორიულად მდიდარი მომხიბვლელი ქალაქია, რომელიც ლიონიდან 35 კილომეტრში მდებარეობს, ოვერნი-რონი-ალპების რეგიონში. ის რეგიონში სიდიდით რიგით მეოთხე კომუნაა, რომელიც ერთ დროს რომაული იმპერიის დიდი ცენტრი იყო. მისი სახელი სწორედ ლათინური დასახელებიდან მომდინარეობს.

დღეს ეს ქალაქი საფრანგეთში ქსოვილების კუთხით მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრია. ყოველ შაბათ დღეს ვიენაში დიდი ბაზრობები იმართება. ის საფრანგეთში სიდიდით რიგით მეორე ბაზრობაა, რადგანაც მას 300-ზე მეტი მოვაჭრე სტუმრობს. მის ცნობილ რომაულ საყდარში ყოვეწლიური ჰაზის ფესტივალი ტარდება. აქ ასევე ბევრი მუზეუმი და კათოლიკური შენობაა. ტურიზმი ვიენის ეკონომიის ღირსშესანიშნავი შემადგენელი ნაწილია.

ვიენის ძველი ქალაქი მთებითაა გარშემორტყმული. აქ ნახავთ ანტიკურ თეატრს, ავგუსტუსის ანტიკურ საყდარს, სან-მორისის კათედრალს და სიბელის არქეოლოგიურ ბაღებს. ნაკლები ტურისტის გამო, მოგზაურებს ვიენაში ვიზიტი ძალიან უყვართ. ამიტომაც, აქ პიკ სეზონზეც კი არ დაგხვდებათ ხალხმრავლობა.

ამ ქალაქში სეირნობისას თითქოს წარსულში გადაინაცვლებთ. პანორამული ხედებისთვის მიაკითხეთ მონ პიპეს გადმოსახედს. ასევე, გირჩევთ სან-ანდრე-ლე-ბასის სააბატოს (Abbaye Saint-André-le-Bas de Vienne), რომელიც ვიენის შუასაუკუნეების ისტორიულ წარსულს აირეკლავს.

ლიონიდან ვიენში ავტობუსით 35 წუთში მოხვდებით, ხოლო მატარებლით 20 წუთში.










