პორტოს მხოლოდ სანაპიროების გამო არ იცნობენ, მაგრამ თუ მის ისტორიულ ცენტრს მოშორდებით და სანაპირო ზოლს მიაკითხავთ, ოკეანისპირა პატარა სამოთხეს აღმოაჩენთ. წყალი აქ ზაფხულშიც გრილია, რაც აქ ცურვას აგვისტოშიც სასიამოვნოს ხდის, მაშინ, როცა გარეთ 35 გრადუსია. ჩვენ 5 საუკეთესო სანაპიროს გირჩევთ პორტოში:

1. Praia dos Ingleses

ქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე ეს სანაპირო იდეალურია თუ სანაპიროზე უცებ გსურთ მოხვედრა. შეგიძლიათ გაისეირნოთ მის წყლისპირა ბულვარში, რომელიც 2.5 კმ-ზეა გაჭიმული მატოსინჰოსამდე. ის ცნობილი მიმართულებაა მზის ჩასვლის საყურებლად.

2. Praia de Matosinhos

მატოსინჰოსი უდიდესი სანაპიროა, სადაც ქალაქიდან ადვილად მიხვალთ. აქ ზაფხულში მაშველები აქტიურად მუშაობენ და ოჯახებისთვის უსაფრთხო მიმართულებას წარმოადგენს. აქ ბევრი კაფე-რესტორანი მდებარეობს, ახლოსაა მუნიციპალური ბაზრობაც. გაყევით მეტროს “ა” ხაზს და მატოსინჰოსის სადგურზე 45 წუთში მოხვდებით.

3. Praia de Moledo

ეს სანაპირო ესპანეთის საზღვრის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ის 2.5 კმ-ზეა გაშლილი და უკან ტყე ესაზღვრება. შეგიძლიათ იქირაოთ ნავი და მოიაროთ არემარე. მოლედოს სანაპირო პორტოდან 1 საათის გზაზე მდებარეობს.

4. Praia do Cabedelo do Douro

ეს საუკეთესო სანაპიროა ჩიტებზე დასაკვირვებლად. ეს ქვიშიანი სანაპირო 1 კილომეტრზეა გაჭიმული და მშვენიერი ადგილია ბუნებაში დროის გასატარებლად. კაბედელოს აღმოსავლეთი ნაწილი დაცული ტერიტორიაა მდიდარი ფლორით და ჩიტების მრავალფეროვანი სახეობებით.

5. Praia de São Jacinto

ეს საყვარელი სანაპირო კი პორტოდან 60 კილომეტრში მდებარეობს და უზარმაზარ ფართო სანაპიროს წარმოადგენს. შეგიძლიათ გაისეირნოთ მის ქვიშის დიუნებში. გაყევით მატარებელს ავეირომდე, ავტობუსს ფორტე და ბარამდე ხოლო ბორანს საო ხასინტომდე. მანქანით პორტომდე 1 საათი დაგჭირდებათ და გზად დატკბებით ხედებით ავეიროს ლაგუნაზე.