რა არის ის ნივთი, რაც ზალცბურგში მოგზაურობისას არ გაგახსენდებათ? ალბათ საცურაო კოსტიუმი! მაგრამ, სულ ტყუილად. ეს მთიანი ქალაქი საცურაო ლოკაციებსაც გვთავაზობს, რათა სიამოვნება ცურვითაც მიიღოთ. ავსტრიის ამ ქალაქში 76 ტბა მდებარეობს, ასევე მდინარეები. ტბების უმეტესობაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ადვილად მიხვალთ.

1. ალმკანალი/Almkanal

ზალცბურგის ეს უძველესი არხი სასიამოვნო საცურაო ადგილებს გვთავაზობს. ის საკმაოდ ვიწროა, თუმცა ადგილობრივებს აქ სერფინგის მოძრაობების გამოცდაც მოსწონთ.

2. ზალცაჰსი/Salzachsee

ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ეს სანაპირო ზალცბურგის უდიდესი და ყველაზე პოპულარული საცურაო არეალია. ამ ტერიტორიაზე სამი ტბა მდებარეობს, რომელთა გარშემო სიმწვანე და საკვების კიოსკებია.

3. ფუშელზი/Fuschlsee

ამ ტბაზე ზალცბურგიდან 150 ნომერი ავტობუსით მოხვდებით. ულამაზეს ფუშელზიზე სალაშქრო ბილიკიც მდებარეობს, რომელიც ახალ საცურაო ადგილებს და ტყეებს აღმოგაჩენინებთ.

4. მონდსი/Mondsee

ეს ალპური სანაპირო უდიდესი განვითარებული არეალია ამ რეგიონში. მას ქვიშიანი ნაპირი, სასრიალოები, წყლის თხილამურები და კაფეები აქვს. მთელი დღით შესვლის ღირებულებაა 7 ევრო. ზალცბურგიდან გაყევით 140 ნომერ ავტობუსს.

5. ჰინტერსი/Hintersee

მთებში არსებული ეს პატარა ტბა მორიგი ფავორიტი ადგილია ადგილობრივებში. აქ ზალცბურგიდან ჯერ 155 ნომერ ავტობუსს უნდა გაყვეთ, შემდეგ კი 157-ს.

6. ოფენსი/Offensee

გსურთ ცურაობა საოცარი მთების ფონზე? მაშინ ამ ბრწყინვალე ადგილს უნდა ეწვიოთ, რომელიც მთებითა და ტყითაა გარშემორტყმული. აქ სრული სიმშვიდე და ჯანსაღი ჰაერი დაგხვდებათ. ტბას ფეხით წრეს 90 წუთში დაარტყამთ.

7. ზელამსი/Zell am See

ეს საუკეთესო სანაპიროა წყლის სპორტის მოყვარულებისთვის. ზალცბურგიდან მატარებლით აქ 90 წუთში მოხვდებით. ტბას ბევრი სანაპირო აქვს, სადაც ნავის ქირაობასაც შეძლებთ.

8. ზალცბურგერ საალახტალი/Salzburger Saalachtal

ეს მშვენიერი ადგილია ბავარიულ ალპებში, გერმანიის საზღვართან ახლოს. რეგიონი ავსტრიაში ცნობილია საცურაო ადგილებით მდინარე საალახზე. აქ ზალცბურგიდან 260 ნომერი ავტობუსით მოხვდებით.

9. ალტაუშერსი/Altausseersee

ეს მორიგი ულამაზესი ტბა პატარა ქვიანი სანაპიროებით და გამოქვაბულებით გამოირჩევა. აქ მთების ექსტრაორდინალური ხედებია. აქ არის გადაღებული სცენები ბონდის ფილმიდანაც. ზალცბურგიდან ჯერ 150 ნომერი ავტობუსი შემდეგ კი მატარებელი დაგჭირდებათ.