ზალცბურგი ფილმის გადასაღებ მოედანს ჰგავს. მდინარის პირას კლდეზე გაშენებული ქალაქი უდიდეს ისტორიას ინახავს. აქ სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან რაღაც საინტერესო გელით: ბუმბერაზი ციხესიმაგრე მთაზე, სასახლეები და საკონცერტო დარბაზები, სადაც მოცარტი ასრულებდა პერფორმანსებს და აშ. ამ ქალაქში სიმშვიდეს ნამდვილად იპოვნით.

1. მოუსმინეთ მონაზვნებს თუ როგორ მღერიან გამთენიისას და საღამოთი

ადით Nonnbergstiege -ის კიბეებზე. რათა მიაღწიოთ Stift Nonnberg-ს დილის 6:45 საათზე და მოუსმინოთ მონაზვნების სასიამოვნო სიმღერას ევროპის ერთ-ერთ უძველეს სააბატოში. თუ დილით ვერ მოახერხებთ, არ იდარდოთ, იგივეს მოსმენა კვირის დღეეში საღამოს 5:15 საათზე, შაბათს საღამოს 5 საათზე, ხოლო კვირას საღამოს 4:30 საათზე შეგიძლიათ.

2. გადმოხედეთ ქალაქს ზევიდან

გზა Nonnberg-დან Festung Hohensalzburg-მდე, მოკლე მაგრამ გასაოცარია. ის გთავაზობთ შთამბეჭდავ ხედებს ქალაქზე, მთებითა და ბაროკოს ნაგებობებით. დაათვალიერეთ მუზეუმი 900 წლოვან ციხესიმაგრეში.

3. დალიეთ Augustiner Bräustübl-ში

აქ მთელი წლის განმავლობაში ოქტობერფესტია! ეს ლუდსახარში 1328 წლით თარიღდება და წარმოგვიდგენს შიდა და გარე სივრცეებს დასასხდომად. მიირთვით გემრიელი ლუდი და უზარმაზარი პრეცელები. აქ ცოტა ტურისტი და მეტად ავთენტური ატმოსფერო დაგხვდებათ.

4. მოინახულეთ “მუსიკალური ჰანგების” გადასაღები ლოკაციები

“მუსიკალური ჰანგები” ბევრისთვის საყვარელი ძველი მიუზიკლია, რომელიც ავსტრიის ამ ქალაქის სიახლოვესაა გადაღებული. აიღეთ Fräulein Maria’s Bicycle Tours, რომელიც ველოსიპედით ყველა ლოკაციას შემოგატარებთ. ტურები აპრილიდან ოქტომბრამდე ტარდება.

5. დალაშქრეთ მთები

ერთი მაინც! გერმანიის საზღვართან მდებარე Untersberg ზღვის დონიდან 1973 მ-ზე მდებარეობს და ულამაზესი ლანდშაფტით გამოირჩევა. საბაგიროს ბოლო გაჩერებაზე დატკბით ავსტრია-გერმანიის ხედებით.

6. გადმოიხედეთ მონშბერგიდან

Mönchsberg – ბერების მთაა, რომელიც მას წმ. პეტრეს სააბატოს ბერებმა შეარქვეს. ულამაზესი ხედების წყალობით აქ თავი სამოთხეში გეგონებათ.

7. შეიგრძენით მოცარტის მუსიკა Schloss Mirabell-ში

თუ მოცარტი გიყვართ, აუცილებლად ეწვიეთ ამ ფანტასტიკურ მე-17 საუკუნის სასახლეს, რომლის მარმარილოს დარბაზშიც მუსიკალური კონცერტები იმართება. საერთაშორისოდ ცნობილი გუნდები და სოლისტები არამხოლოდ მოცარტის, არამედ ვივალდის, ჰაიდნის და ბეთჰოვენის შემოქმედებასაც ასრულებენ. კონცერტები ტარდება ყოველდღე საღამოს 8 საათზე პარასკევის და ორშაბათის გარდა. თუ კონცერტს არ დაესწრებით, მისი ულამაზესი ბაღები მაინც მოინახულეთ, შთამბეჭდავი სკულპტურებით.

8. მოიხიბლეთ თოჯინების ჯადოსნურობით ზალცბურგის თოჯინების თეატრში

არაა საჭირო იყოთ ბავშვი იმისთვის, რომ ამ იუნესკოს დაცულ ძეგლში სპექტაკლის ხილვით მოიხიბლოთ. იგრძნობთ სპექტაკლის შესრულების პროფესიონალიზმს და იხილავთ დახვეწილ ნამუშევრებს.

9. გაისეირნეთ Steingasse-ში

ბაროკოს სტილის ამ ვიწრო ქუჩებში მდინარის მარცხენა სანაპიროზე, ნამდვილად გესიამოვნებათ გასეირნება.

10. მიირთვით ტრადიციულ ავსტრიულ ატმოსფეროში

ზალცბურგში ბევრი მდიდრული რესტორანია, თუმცა ბიუჯეტური და მაქსიმალურად ავთენტური ეს ადგილია – Bärenwirt. მიირთვით აქაური ლუდი და მინი ყველის დამპლინგები ხახვით. თუ კარგი ამინდი დაგემთხვევათ, დასხედით ტერასაზე მდინარის ხედით.