სამხრეთ აფრიკა საფარის ერთ-ერთი ტოპ მიმართულებაა მსოფლიოში. მაგრამ აქ მხოლოდ საფარი არაა. სამხრეთ აფრიკის ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება ბევრ რამეში აისახება. ქვეყანას კოსმოპოლიტური ქალაქები, მომხიბვლელი ღვინის დასახლებები და მნიშვნელოვანი კულტურული ტრადიციები აქვს. შეგიძლიათ დალაშქროთ, ისერფინგოთ, კაიაკით გაისეირნოთ, ითავზაოთ, შენიშნოთ ვეშაპები, იჯირითოთ და აშ.

1. ველური ყვავილები ნამაკუაში

Namaqua – სამხრეთ აფრიკის ულამაზესი ადგილია, რომელიც ივლისიდან უამრავი ყვავილით ირთვება. ველები იჭედება ყვავილოვანი ხალიჩებით. ნამაკუაში მცენარეების 3500-ზე მეტი სახეობა იზრდება, მათ შორის ენდემურები.

2. კეიპტაუნის საკულტო მთა

Table Mountain – კეიპტაუნს 1085 მ. სიმაღლიდან გადმოჰყურებს. ეს ბუნების ძეგლი შთამბეჭდავ ხედებს გვთავაზობს მწვერვალიდან. აქ ნახავთ სალაშქრო ბილიკებს, ჩრდილიან ტყეებს და ჩანჩქერებს.

3. სამხრეთ აფრიკის წარსული იოჰანესბურგში

Johannesburg – სამხრეთ აფრიკის ისტორიას ჰყვება. ეწვიეთ იოჰანესბურგის მუზეუმს, ასევე პიტერსონის მემორიალს და ნელსონ მანდელას სახლს.

4. Cape Winelands

სამხრეთ აფრიკის ვენახები ცნობილია როგორც გემრიელი ღვინის მწარმოებელი რეგიონი. გაისეირნეთ ვენახებში, დააგემოვნეთ ღვინო, ეწვიეთ მუზეუმს და გაისეირნეთ ულამაზეს ბუნებაში.

5. ვეშაპებზე დაკვირვება

სამხრეთ აფრიკის სანაპიროებზე შეძლებთ დააკვირდეთ ვეშაპებს და დელფინებს. ამისათვის არაა აუცილებელი ნავში ჩასხდეთ, მათ ხმელეთიდანაც დააკვირდებით.

6. დურბანი

აქ წელიწადში 320 მზიანი დღეა და დურბანიც ოქროს ქვიშებიან სანაპიროს გვთავაზობს ინდოეთის ოკეანის ფირუზისფერ წყალთან. აქ დაკავდებით სანაპირო აქტივობებითაც. გაისეირნეთ მწვანეში ჩაფლულ ბულვარშიც.

7. იმგზავრეთ ლურჯი მატარებლით

თუ გსურთ სასტუმროს ტიპის მატარებლით მგზავრობა, სამხრეთ აფრიკაში მისი გამოცდა ნამდვილად შეგიძლიათ. “ლურჯი მატარებელი” პრეტორიასა და კეიპტაუნს შორის დადის და მატარებელში ყოფნა 2 ღამით გიწევთ. გაივლით კაქტუსებიან უდაბნოს, ქვიან მთებს, ვენახებს, ველებს და იხილავთ ულამაზეს მზის ჩასვლას.

8. კეიპტაუნის კულინარიული მემკვიდრეობა

კეიპტაუნი მრავალფეროვანი კულტურის, ტრადიციების და წეს-ჩვეულებების ადგილია. აქ ინოვაციური სამზარეულო დაგხვდებათ, რომლის საუკეთესო შეგრძნობაც მის დედაქალაქშია შესაძლებელი. აქაური კერძები შთაგონებულია ბრიტანული, ფრანგული, ინდური, აზიური და აფრიკული სამზარეულოებით.

9. საფარი კაროოში

sky safari Karoo – მაგიური უდაბნოს რეალობაში გადაგანაცვლებთ. შეგიძლიათ აიღოთ გიდის ტურების და იხილოთ მზის ჩასვლა საფარიში. ისტორიული ქალაქი პრინც ალბერტი მშვენიერი ადგილია ვარსკვლავების დასაკვირვებლად.