აზერბაიჯანის დედაქალაქი ულტრა-თანამედროვეს და ძველს აერთიანებს. ქვეყნის თურქული, სპარსული და ევროპული იდენტობები მის ქუჩებში ერთიანდება. ერთდროულად თანამედროვე და ანტიკური ბაქო ცოცხალი მეტროპოლისია, სადაც 2 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ეს სამხრეთ კავკასიის უდიდესი ქალაქი ნავთობზე და გაზზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ბაქოს განუწყვეტლივი ტრანსფორმაციის შედეგად, ყოველ ჯერზე როცა მას ეწვევით, განსხვავებულ ქალაქს აღმოაჩენთ.
1. გამოიკვლიეთ ძველი ქალაქი – İçəri Şəhər
ბაქოს ეს უძველესი უბანი ვიწრო ქუჩებით გამოირჩევა. მე-12 საუკუნიდან ის შირვანშაჰების დინასტიის ცენტრალური ადგილი იყო. აქ ნახავთ ხელოვნების გალერეებს, კაფეებს და აბანოებს. შეიგრძენით ძველი ქალაქი თურქული სტილის ჰამამებში.

2. გაისეირნეთ ქალწულის კოშკურასთან – Qız Qalası
30 მ. სიმაღლის ეს მისტიკური კოშკი ძველი უბნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ის ბაქოს ერთ-ერთი საკულტო ძეგლია, რომელზე ასვლაც შეგიძლიათ ხედებით დასატკბობად. კოშკი ღიაა 10-დან 6 საათამდე.

3. იხილეთ შარვანშაჰების სასახლე – Şirvanşahlar Sarayı
ძველი ქალაქის უმაღლეს წერტილას სამეფო სასახლე მდებარეობს, ბაქოს შუასაუკუნეების არქიტექტურის განსაკუთრებული ნიმუში. ის 1411 წელს დაარსეს. კომპლექსი 9 სხვადასხვა შენობისგან და 3 ეზოსგან შედგება.

4. გაიარეთ შადრევნების მოედანზე და ნიზამის მუზეუმში
ცენტრალურ ბაქოში, ამ მწვანე მოედანზე მდებარეობს აზერბაიჯანული ლიტერატურის მუზეუმი. ის ნიზამის, “აზერბაიჯანის შექსპირის” სახელს ატარებს.

5. ჰამამები – Ağa Mikayil Hamamı
ეს ბაქოს უძველესი აბანოა, რომელიც მოიცავს ორთქლის ოთახებს. ის ქალებისთვის ღიაა მხოლოდ ორშაბათს და პარასკევს, ხოლო კაცებისთვის დანარჩენ დღეებში. ამ ქალაქში აბანოების კულტურა კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა.

6. იხილეთ მინიატურული წიგნების მუზეუმი
ეს მინიატურული წიგნების სამყარო ათასობით ეგზემპლარს აერთიანებს, რომლებიც გვიყვებიან ისტორიას მსოფლიოს 80 ქვეყნიდან. აქ მოთავსებულია ყურანის უიშვიათესი ასლებიც. შესვლა უფასოა, მაგრამ მუზეუმი დაკეტილია ორშაბათს და სამშაბათს.

7. მოინახულეთ ტრიო ცათამბჯენები დღისით და ღამით
ფუტურისტული შენობები თანამედროვე ბაქოს მნიშვნელოვანი ნაწილია. აზერბაიჯანის დედაქალაქის საკულტო სიმბოლოა სამი ცათამბჯენი, რომლებიც ღამე ლედ პანელებით ნათდება.

8. დაათვალიერეთ ბაქოს ხელოვნების გალერეები
ბაქოს გამორჩეული ხელოვნების სცენა აქვს, სადაც თანამედროვე არტისტების შემოქმედებას იხილავთ. ერთ-ერთი საუკეთესო გალერეაა – QGallery. აზერბაიჯანული ტრადიციული ხალიჩები თუ გაინტერესებთ, NUR Art House-ს მიაკითხეთ.

9. დატკბით ზაჰა ჰადიდიდს ჰეიდარ ალიევის ცენტრით
ბაქოს უდიდესი კულტურის ცენტრი ცნობილი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის ერთ-ერთი საუცხოო ნამუშევარია. 2012 წელს შექმნილი ეს ნაგებობა ბაქოს საკულტო ძეგლია.

10. შოპინგი
ბაქო მშვენიერი ადგილია საშოპინგოდ. გაზელის სახლში (Gazelli House) რამდენიმე საინტერესო მაღაზიას ნახავთ. შერგ ბაზარის (Sherg Bazaar) თაღებქვეშ კი თანამედროვე ბაზარს აღმოაჩენთ. ასევე გირჩევთ პორტ ბაქოს მოლს (Port Baku Mall).

11. დააგემოვნეთ აზერბაიჯანული საჭმელი და ღვინო
ესტუმრეთ რომელიმე რესტორანს და დააგემოვნეთ დოლმა (dolma), ბალიქი (baliq) და ქუთაბი (qutab). ბაქოს პორტში გირჩევთ რესტორანს: Agabala.











