მადაგასკარი ტროპიკული კუნძულია აფრიკის სამხრეთ ნაწილში, სადაც ადგილობრივ ენასთან ერთად, ფრანგულიც ოფიციალურ ენადაა აღიარებული. ამ კუნძულზე ვიზიტისთვის საუკეთესო დროა აპრილის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის ჩათვლით.
ანტანანარივო – მადაგასკარის დედაქალაქი
დაიწყეთ მადაგასკარის დათვალიერება კუნძულის დედაქალაქით. ანტანანარივო დატვირთული და ქაოტურია, სხვა დედაქალაქების მსგავსად.

მორონდავა – ბაობაბების გამზირი
ეს არის მიწა, სადაც “პოემები რეალობად იქცევიან”. ბევრი ადამიანი მხოლოდ იმიტომაც ჩამოდის მადაგასკარზე, რომ ამ ადგილას საოცარი მზის ჩასვლა იხილოს. უზარმაზარი ბაობაბის ხეები აქ ქვიშიან გზაზეა ამოსული და საოცრად ეგზოტიკურ სანახაობას ქმნიან.

კირინდის ეროვნული პარკი
მორიგი ადგილი, რომელიც მორონდოვაში არ უნდა გამოგრჩეთ, კირინდის ბუნების პარკია (Kirindy National Park). მის ტყეში ბევრი ლემური სახლობს.

ბეკოპაკა – ცინგის ეროვნული პარკი
ეწვიეთ მადაგასკარის ყველაზე უნიკალურ ეროვნულ პარკს (Tsingy National Park). ის ორ სექციადაა გაყოფილი და რამდენიმე ბილიკიდან თქვენი სასურველი შეგიძლიათ აირჩიოთ. 150 მლნ წლის წინ ეს ყველაფერი წყალქვეშ იყო.

ანდასიბე – ეროვნული პარკი
ამ პარკში ვიზიტით დაეხმარებით ადგილობრივი გარემოს დაცვას, იხილავთ ცხოველების მრავალფეროვან სახეობებს. აქ 100-ზე მეტი სახეობის ლემური ბინადრობს. მსოფლიოს სიდიდით რიგით მეოთხე კუნძულზე მარტო ქამელეონის 150 სახეობა ბინადრობს.











