ათასობით წელი ისტორიის მიუხედავად, ირანი ბევრი მოგზაურის სამომავლო გეგმებში მაინც ვერ ხვდება. მაგრამ აქ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ერი ცხოვრობს და აქ მოგზაურობით ახალ უნიკალურ აღმოჩენებს გააკეთებთ. შენი მეგზური ირანში სასურველ ტურს დაგიგეგმავთ.

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 766 766 – ნატალია
✆ 514 895 895 – სოფი
✆ 514 866 866 – ნანუკა
✆ 514 803 803 – ანი

მეჩეთების მდიდრული ხელოვნება

რთულია არ ავღნიშნოთ ირანის მეჩეთების შთამბეჭდაობა. როდესაც ფიქრობთ, რომ შეუძლებელია ლურჯის კიდევ რაღაც ტონალობა არსებობდეს, ირანის ნიჭიერი არტისტები აზრს შეგაცვლევინებენ. ამ ქვეყნის მეჩეთების ხილვა ერთი დიდი სიამოვნებაა. მაგალითისთვის მოვიყვანთ Vank Cathedral-ს, რომელიც ცხადყოფს თუ რამხელა გავლენა იქონია სხვადასხვა კულტურებმა, ამ შემთხვევაში კი სომხურმა ირანის არქიტექტურაზე. რთულია არ მოიხიბლოთ ისტორიებით, რომლებიც ამ ხელოვნებას ქმნიან.

თეირანის გალერეები

თეირანის თანამედროვე ხელოვნების სცენა შთამბეჭდაობით გამოირჩევა, რადგანაც ეს ირანის ყველაზე ლიბერალური ქალაქია. აქ ხელოვნება ყვავის. მოინახულეთ თეირანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სადაც ჯექსონ პოლაკის, ვან გოგის და მატისეს ნამუშევრებსაც ნახავთ. გალერეებს მიღმა, საინტერესოა თეირანის ქუჩის ხელოვნებაც, რომლითაც მორთულია მთელი ცენტრი.

ქვაში ნათალი სპარსელი მეფეების სამარხები

პერსეპოლისი ირანში მოგზაურობისას აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია მისი შთამბეჭდავი სამარხებით. დატკბით ბუმბერაზი კლდეებით და მეფეთა სარკოფანგებით.

გაისეირნეთ ესფაჰანის დახურულ ბაზარში

Esfahan – ამ ისტორიული ბაზრის ლაბირინთებში ფერადი ქაოსი დაგხვდებათ, სადაც უამრავი ხელნაკეთი ნივთი იყიდება. აქ ნამდვილად გამოცდით ირანის ავთენტურ ატმოსფეროს და უნიკალურ ნივთებს დაათვალიერებთ. წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა ეს ბაზარი საუკუნეების წინათ.

 დროში უკან მოგზაურობა – Kharanaq

ეს სოფელი ათასობით წელს ითვლის და აქ თავი ინდიანა ჯონსი გეგონებათ. კარანაქში ადვილად მოხვდებით ქალაქ იაზდიდან. ხეივნების ლაბირინთში დაათვალიერებთ ძველ ოთახებს და კიბეებს და აღმოაჩენთ ახალ საიდუმლოებებს.

ციხესიმაგრეები

ნარინის ციხესიმაგრე (Narin Castle) 4000 წლოვან ცივილიზაციების ისტორიას აერთიანებს. ის უამრავ საიდუმლოს ინახავს მის კედლებში. ადით მის ტერასაზე პანორამული ხედებისთვის.