ლამაზი სანაპიროების და ტროპიკული კუნძულების სამხრეთ აზიური ქვეყანა საინტერესო გამოცდილების მიღებას გთავაზობთ. შენი მეგზური კამბოჯაში თქვენზე მორგებულ ტურს დაგიგეგმავთ:
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 766 766 – ნატალია
✆ 514 895 895 – სოფი
✆ 514 866 866 – ნანუკა
✆ 514 803 803 – ანი
1. მზის ამოსვლა ანგკორ ვატზე
Angkor Wat საოცარი სილამაზის საყდარია, უნიკალური მაგალითი თუ როგორ სცემენ პატივს ადამიანები თავიანთ ღმერთებს. მზის ამოსვლა აქ განსაკუთრებით ლამაზია.

2. მოინახულეთ სპილოები
Elephant Valley Project – ადგილობრივი პროექტია, რომელიც დაშავებული სპილოების რეაბილიტაციაზე მუშაობს და მათზე ზრუნავს. აქ სპილოების სახლებია აგებული და ყველაფერი მათ საჭიროებებსაა მორგებული. სპილოებზე დასხდომა აკრძალულია, ვიზიტორები მიუყვებიან ბილიკს ტყეში სპილოებთან ერთად და აკვირდებიან მათ. ცენტრი დაკეტილია შაბათობით.

3. გაისეირნეთ ნავით კამპოტის “მწვანე კათედრალში”
იმისათვის რომ ეს ულამაზესი ტუეკის მდინარე გამოიკვლიოთ, მასში ნავით უნდა გაისეირნოთ. გაივლით მწვანე ტყეში, სათევზაო სოფლებს შორის.

4. უყურეთ დელფინებს კრატიეში
Kratie – აზიის გადაშენების პირას მყოფ დელფინების სახეობებს აერთიანებს. კაიაკის ტური აქ დელფინების აუზში მოგახვედრებთ და მათ ახლოდან ნახვას შეძლებთ.

5. ღამის გართობა ფონ პენში (Phnom Penh)
Bassac Lane – პატარა ეკლექტური ხეივანია, სადაც ბევრი რესტორანი და ბარი მდებარეობს და 5-დან 7 საათამდე პერიოდში ადამიანები დროს ატარებენ და ერთობიან. ეს ფონ პენის ბოჰემური უბანია და ნამდვილად ღირს მონახულებად.

6. ჩაეწერეთ კამბოჯურ სამზარეულოს კლასზე
მეზობელი ტაილანდისა და ვიტნამისგან განსხვავებით, კამბოჯა არაა ცნობილი საერთაშორისო კვებით. მაგრამ აქ ბევრიე როვნული კერძია.

7. განიტვირთეთ კოჰ რონგის სანაპიროზე
კამბოჯა ულამაზესი სანაპიროებით გამოირჩევა. სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს Long Beach – 7კმ სიგრძის ტროპიკული სამოთხე. Koh Rong უფრო პატარა, 4 კმ სიგრძის ნაპირია. აქ ბევრი სასტუმრო და კურორტია მშვიდი ბილიკებით.

8. დააკვირდით იშვიათ ჩიტის სახეობებს პრეკ ტოალში
Prek Toal Bird Sanctuary – კამბოჯას ცნობილი ჩიტების თავშესაფარია. აქ ულამაზეს ჩიტებს იხილავთ. პიკი სეზონზე, დეკემბრიდან თებერვლამდე უამრავი ჩიტი ისე გადაგიფრენთ რომ თავი ჰიჩკოკის ფილმში გეგონებათ.

9. Preah Vihear – დაათვალიერეთ საყდრები
განსხვავებული გამოცდილებისთვის ეწვიეთ მთებშ მდებარე ამ ადგილს, სადაც უნიკალური საყდრები დაგხვდებათ. მათ შორისაა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.











