ტაიპეი მრავალმხრივ ლიდერი ქალაქია. აქ ტურისტები ბევრი რამით შეიქცევენ თავს, შეისწავლიან განსხვავებულ კულტურას, მიმართავენ რელაქსაციას და აშ. შენი მეგზური აქ საუკეთესო მოგზაურობას დაგიგეგმავთ და რჩევებსაც მოგცემთ:
Taipei 101 – დატკბით ხედით
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა ტაიპეი 101 კულტურული და არქიტექტურული საოცრებაა. ქალაქის ფინანსური ცენტრის გულში მდებარე შენობა მსოფლიო კლასის სავაჭრო ცენტრია. შეგიძლიათ ეწვიოთ ობსერვატორიას 89-ე სართულზე. ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდე.

Chiang Kai-shek – მემორიალური დარბაზი და მშვიდი ბაღები
ეს მემორიალური სასახლე ტაიპეის გულში, უზარმაზარ პარკში მდებარეობს. პირველ სართულზე ტაივანის ბიბლიოთეკას და მუზეუმს. მაღლა სართულზე კი დიდ ქანდაკებებს ნახავთ. ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

Longshan Temple: ტაიპეის უძველესი საყდარი
ეს საყდარი მე-18 საუკუნეში აღმოაჩინეს და ტაივანის უმნიშვნელოვანეს საყდარს წარმოადგენს. მან გამოსცადა მიწისძვრებიც და მეორე მსოფლიო ომიც, თუმცა მაცხოვრებლები მას მუდამ ახლიდან აშენებდნენ.

მაოკონგის გონდოლა
ეს 4 კმ-იანი საბაგირო ტაიპეის ზოოპარკს და მაოკონგის პატარა ქალაქს აკავშირებს ერთმანეთთან. გზად დატკბებით მთების, პლანტაციების, ტრადიციული სახლების ულამაზესი ხედებით. სამგზავრო დრო დაახლოებით 37 წუთია. დაკეტილია ორშაბათობით.

ბეიტოუს ცხელი წყაროები
Beitou Hot Springs – მსოფლიოში ყველაზე მაღალი სპა-კონცენტრაციით გამოირჩევა. აქ მინერალურად მდიდარი, თერმო წყაროებია სამკურნალო თვისებებით. აუზებში ტემპერატურა დაახლოებით 37-40 გრადუსია. ღიაა სამშაბათი-კვირა 9-დან 5 საათამდე.

ეროვნული სასახლის მუზეუმი: ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმი მსოფლიოში
National Palace Museum – დაახლოებით 700 000 ანტიკურ ჩინურ არტეფაქტს აერთიანებს და კოლექციის სიდიდით მთელ მსოფლიოში გამოირჩევა. ღიაა ყოველდღე.

სპილოს მთა: სასიამოვნო სასეირნო მშვენიერი ხედით
Elephant Mountain – ტაიპეიზე ბრწყინვალე ხედს გთავაზობთ. ეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია ფოტოების გადასაღებად. შეგიძლიათ ახვიდეთ სალაშქრო ბილიკით, რისთვისაც დაახლოებით 40 წთ დაგჭირდებათ.

Sun Yat-Sen – მემორიალური სასახლე
ეს სასახლე “ტაივანის მამის” შემოქმედებას ეძღვნება. ის ქალაქის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია. იხილავთ შთამბეჭდავ დაცვის წევრების ცვლის პერფორმანსსაც. ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

ეროვნულ-რევოლუციურ მებრძოლთა ტაძარი
National Revolutionary Martyrs’ Shrine – მთაზე აგებული ტაძარია, რომელიც ომში დაღუპულებს ეძღვნებათ. ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 5-მდე.

ტაიპეის ზოოპარკი: გიგანტური პანდები
ტაიპეის ზოოპარკის ყველაზე ცნობილი მაცხოვრებლები უზარმაზარი პანდები არიან. აქ ნახავთ ტაივანის ველურ ბუნებას და მდიდარ ფლორა-ფაუნას. ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე.

ჩაის ცერემონია მაოკონგში
მაოკონგი ტაიპეის სამხრეთით მდებარეობს და ჩაის მოყვანით განთქმული ტერიტორიაა. აქ ბევრი ტრადიციული ჩაის სახლია. აუცილებლად გამოსცადეთ ტაივანური ჩაის ცერემონია.

დასხედით მირამარის ეშმაკის ბორბალზე
Miramar Ferris Wheel – ამავე სახელწოდების გასართობ პარკში მდებარეობს. იქიდან გადმოხედავთ მთელ ქალაქს აეროპორტამდე. სრულ წრეს ბორბალი დაახლოებით 17 წუთს უნდება. ღიაა 11-დან 11-მდე.











