საქართველოს მეზობელი სომხეთი ისტორიულ ძეგლებს და საინტერესო ღირსშესანიშნაობებს წარმოგვიდგენს, რომლებიც მონახულებად ნამდვილად ღირს.

1. ერევანი: საუკეთესო სომხური ავთენტურობის შესაგრძნობად

სომხეთის დედაქალაქი გამოირჩევა რესპუბლიკის მოედნით სადაც არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშებია და ისტორიის მუზეუმით, სადაც ბრინჯაოს ხანის დროინდელი ექსტრაორდინალური კოლექციები ინახება. აქ მდებარეობს ხელოვნების კომპლექსი, რომელიც სომხეთის 15 პროვინციას წარმოგვიდგენს. ერევანის ცენტრი ფეხით ადვილად მოსავლელია.

2. გიმრი: საუკეთესო არტ ნუვოს არქიტექტურისთვის

Gyumri – სომხეთის რიგით მეორე ქალაქია როგორც ისტორიის და ხელოვნების ჰაბი. 2500 წლით დათარიღებული ქალაქი ბევრი მე-19 საუკუნის ნაგებობით და ფერადი კარებებით გამოირჩევა. მეოცე საუკუნის დიდი მიწისძვრის შემდეგ, გიმრიმ თავისი არქიტექტურული დიდება მაინც დაიბრუნა. გაისეირნეთ მის ქუჩებში, ეწვიეთ გალერეებს, შეხვდით ადგილობრივებს და დატკბით ქალაქის დიდებულებით. ერევნიდან გიმრიში მატარებლით 2 საათში მოხვდებით.

3. დილიჟანი: საუკეთესო მთაში სასეირნოდ

ეს იდეალური სალაშქრო ტერიტორიაა და ტრანსკავკასიურ ბილიკებს წარმოგვიდგენს. ასევე, მოინახულებთ დილიჯანის მუზეუმს და ხელოვნების გალერეას, სადაც შუა საუკუნეების სომხური ხელოვნების ნიმუშები ინახება.

4. ჯერმუკი: საუკეთესო სპა რელაქსაციისთვის

Jermuk – ეს არის ქალაქი, სადაც მიიღებთ მინერალურ აბაზანებს, არომათერაპიას, ჩაწვებით სხვადასხვა აუზებში და გაისეირნებთ ბაღებში და ცხელ წყაროებთან.

5. სევანის ტბა: საუკეთესო გარე აქტივობებისთვის

სევანის ტბა სამხრეთ კავკასიის უდიდესი ტბაა. მისი ფერები და ტონალობები ერთმანეთში ჰარმონიულად ივცლება. ტბას გადმოჰყურებს სევანავანკის მონასტერი, სადაც ხედებისთვის ასვლა ნამდვილად ღირს. ერევანიდან სევანის დასახლებაში მატარებლით მოხვდებით.

6. გორისი: საუკეთესო ფანტასმაგორიული გამოქვაბულებისთვის

Goris – მე-19 საუკუნის სომხური არქიტექტურის საუკეთესო კოლექციებს წარმოგვიდგენს. ქვის ნაგებობებიდან ხის აივნები არემარეს გადმოჰყურებენ.

7. არენი: საუკეთესო ღვინის დეგუსტაციისთვის

Areni – არის ქალაქი, რომლის სიახლოვესაც 2008 წელს, 6100 წლოვანი მარანი აღმოაჩინეს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სომხური ღვინო.

8. ტატევი: საუკეთესო კანიონებისთვის

პატარა სოფელი ტატევი 1600 მ. პლატოზე მდებარეობს და კანიონებიდან მდინარეს გადმოჰყურებს. აქ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საბაგიროთი მოხვდებით. რესტავრაციის შემდეგ, ტატევის მონასტერი 2008 წელს აღადგინეს და დღეს ის სომხეთის ყველაზე პოპულარული მონასტერია.

9. ნორავანკი

Noravank – თუ სომხეთში მხოლოდ ერთ მონასტერს უნდა ეწვიოთ, არჩევანი ნორავანკიზე შეაჩერეთ. ეწვიეთ მას დილით ადრე ან გვიან შუადღეს მზის ჩასვლისას.

10. გარნის საყდარი და გეგარდის მონასტერი: წინა ქრისტიანული მემკვიდრეობა

ერევნიდან 1 საათზე ნაკლებ დროში სომხეთის ორ გასაოცარ ძეგლს მოინახულებთ. გარნის საყდარი რომაული სტილის თაღოვანი საყდარია დათარიღებულია პირველი საუკუნით, რომელიც მეოცე საუკუნეში აღადგინეს.