ჰონგ კონგი მსოფლიოში ცნობილია როგორც გლამურული ქალაქი და მდიდრული შოპინგის ადგილი. მაგრამ ეს ქალაქი ჩაძირულია ისტორიასა და კულტურაში და ბევრი სხვა რამის შემოთავაზებაც შეუძლია. ჰონგ კონგის ენერგია რთულია აღსაღწერად. ჰონგ კონგს განსხვავებული მხარეც აქვს: სალაშქრო ბილიკები, ლამაზი სანაპიროები, კუნძულები და ტრადიციული სათევზაო სოფლები. შეიძლება ითქვას, რომ ჰონგ კონგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქია.
მწვერვალი ვიქტორია
ჰონგ კონგის კარგად დანახვა თუ გსურთ, მწვერვალ ვიქტორიაზე ტრამვაით უნდა ახვიდეთ. იქიდან დაინახავთ მოფუსფუსე მეგაპოლისს, ნავსადგურს და გარშემო არსებულ კუნძულებს. ტრამვაის სადგური ჰონგ კონგის პარკის შესასვლელთან მდებარეობს. მაღლა დაგხვდებათ გადმოსახედი, კოშკურა, რესტორანი და გალერეა.
დიდი ბუდას ქანდაკება
34 მეტრიანი დიდი ბუდა ლანტაუს კუნძულის თავზე მდებარეობს და მას 12 წლის მანძილზე აშენებდნენ. ის მართლად შთამბეჭდავია როგორც ახლო, ასევე შორი ხედით. გარშემო მწვანე ტყე და ოკეანის ხედები დაგხვდებათ.
ვონგ ტაი სინის საყდარი/Wong Tai Sin Temple
ეს ერთ-ერთი ახალი საყდარია ჰონგ კონგში და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. კომპლექსი რამდენიმე შენობას მოიცავს, მათ შორის ბაღებს.
რეპულსის სანაპირო/Repulse Bay
ჰონგ კონგზე სანაპიროები არ ახსენდებათ, მაგრამ აქ რბილი ქვიშის საოცარი სანაპირო ზოლია. ყველაზე პოპულარულია რეპულსის სანაპირო, რომელიც იდეალურია საცურაოდ და ტურისტებით დატვირთული არაა.
ღამის ბაზრობა/Temple Street Night Market
აქ გასეირნება ჰონგ-კონგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა. ღამის ცოცხალ ბაზრობაზე შეიძენთ საკვებს, სამოსს, ელექტრულ მოწყობილობებს და ჩინურ ხელნაკეთ ნივთებსაც. ეს ტურისტებისთვის საუკეთესო ადგილია სავაჭროდ. ის საღამოს 6 საათიდან იხსნება, მაგრამ ბევრი მოვაჭრე უფრო მოგვიანებით მოდის.
ჰონგ კონგის დისნეილენდი
ჰონგ კონგის დისნეილენდი ლანტაუს კუნძულზე მდებარეობს. პარკი 7 ნაწილადაა გაყოფილი, მათ შორისაა სათამაშოების ისტორიის კუთხე. ჰონგ კონგის დისნეილენდში მეტროთი მარტივად მოხვდებით.
ოკეანის პარკი/Ocean Park
ჰონგ კონგის ეს მეორე საოცარი პარკი ატრაქციონებს, უზარმაზარ აკვარიუმს და ეგზოტიკურ ბუნებას წარმოგვიდგენს. ასევე აქ ბევრი დახურული და ღია აუზია.
ვარსკვლავების გამზირი/Avenue of Stars
ამ ბულვარში პატივს მიაგებენ ჩინელ ვარსკვლავებს. ჰოლივუდის ხეივნის მსგავსად აქაც ცნობილი ადამიანების ვარსკვლავებს იხილავთ. აქედან იშლება ხედები ჰონგ კონგის კუნძულზე.
ათი ათასი ბუდას მონასტერი/Ten Thousand Buddhas Monastery
ეს ადგილი მშვიდი და ლამაზი გასაქცევია ქაოსური ჰონგ კონგისგან. აქ ბუდას ასობით ოქროს ქანდაკებაა ჩამწკრივებული. თითოეულ მათგანს განსხვავებული მიმიკა აქვს და უნიკალურია.
ჰონგ კონგის პარკი
ცენტრალურ ჰონგ კონგში მდებარე ეს ულამაზესი პარკი ნამდვილი სამოთხეა და ქალაქის ყველაზე მშვიდი ადგილია. ეს პატარა ტყე სანახაობებსაც მოიცავს. ერთ-ერთი მათგანია ფრინველების ბაღი 80-ზე მეტი სახეობის ჩიტით.
ჩი ლინის მონასტერი და ნან ლიანის ბაღი/Chi Lin Nunnery and Nan Lian Garden
ეს ბუდისტური საყდარი 1930 წლითაა დათარიღებული და ტრადიციულ სტილშია აგებული. ეს უზარმაზარი კომპლექსი უდაოდ შთამბეჭდავია. იხილავთ ბონსაის ხეებს, ლოტუსებს და წყლის ლილიებს.