მესინა სიცილიის სიდიდით რიგით მესამე ქალაქია პალერმოს და კატანიის შემდეგ. ის პოპულარული საკრუიზო პორტიცაა. სიცილიაზე მოგზაურობის შემთხვევაში, მესინა აუცილებლად უნდა მოინახულოთ. რამე რომ არ გამოგრჩეთ, ჩვენ აქ მოსანახულებელ ადგილებს გირჩევთ და ჩვენი ტურ-ოპერატორების ნომრებს შეგახსენებთ:
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 866 866 – ნანუკა
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 895 895 – სოფი
კათედრალი და პიაცა დელ დუომო
ფართო მოედანი პიაცა დელ დუომო მესინას ისტორიული ცენტრია თავისი შადრევნითა და კათედრალით. ეკლესია მე-12 საუკუნეში ააგეს, თუმცა მესინას დიდმა მიწისძვრამ და მეორე მსოფლიო ომმა სერიოზულად დააზიანა.

საათის კოშკი ასტრონომიული საათით
60 მ. სიმაღლის კოშკი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ასტრონომიულ საათით, ყოველი დღის შუადღეს მესინას ისტორიულ სცენებს წარმოგვიდგენს.

სანტისიმა ანუნციატა დე კატალანი/Santissima Annunziata dei Catalani
ეს მესინას რიგით მეორე უმნიშვნელოვანესი ტაძარია. მანაც გამოსცადა მეორე მსოფლიო ომის ზიანი. აღსანიშნავია მისი ელეგანტური თაღები და არქიტექტურა. მას ნახავთ ჯუზეპე გარიბალდის 111 ნომერში.

რეგიონული მუზეუმი
მესინას რეგიონული მუზეუმის ყველა სექციაში: სამხატვრო გალერეაში, სკულპტურების განყოფილებაში თუ არქეოლოგიაში მნიშვნელოვანი ძეგლებია დაცული. მიაკითხეთ ვიალე დელა ლიბერტაზე.

ორიონის შადრევანი/Orion Fountain
პიაცა დელ დუომოზე მდებარე ორიონის სკულპტურა მონტორსოლის ეკუთვნის, მიქელანჯელოს მოსწავლეს.

ნეპტუნის შადრევანი/Neptune Fountain
ნეპტუნის შადრევანი ადგილობრივებს ძალიან უყვართ. ის მე-16 საუკუნეში აშენდა და ორიონის შადრევნის მსგავსად, მონტორსოლის შემოქმედებაა.

საკრარიო დი კრისტო რეს პანორამული გზა/Sacrario di Cristo Re
მიმზიდველი პანორამული გზა ვიალე იტალია შთამბეჭდავ ხედებს მოგატარებთ ძველი ციხესიმაგრეებით და ბულვარებით. საკრარიო დი კრისტომდე მიმავალ გზაზე მდებარეობს ბოტანიკური ბაღიც. ბოლოს კი დაკტბებით გადმოსახედით ნავსადგურსა და ქალაქზედ.

ტორე დი ფარო/Torre di Faro
ეს კიდევ ერთი ულამაზესი გზაა, რომელიც მარილის წყლების ლაგუნებს გაჩვენებთ. დატკბებით ხედებით შუქურაზეც.

კამპოსანტო/Camposanto
ეს მთელი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი სასაფლაოა საკულტო პანთეონით, რომელიც ასევე გვთავაზობს ხედებს გარშემო არეალზე. ბაღი მორთულია ნეოკლასიკური, ბაროკოს, არტ ნუვოს და სხვა ტიპის სკულპტურებით და თითქოს ღია ცის ქვეშ ხელოვნების გალერეა იქმნება.

მადონინა/Madonnina
ნავსადგურზე მდებარე ამ ქანდაკებას ადგილობრივები მადონინას, ანუ პატარა მადონას უწოდებენ. მონუმენტს აწერია: “გლოცავთ თქვენ და თქვენს ქალაქს.”

გალერია ვიტორია ემანუელე/Galleria Vittorio Emanuele III
ეს გალერეა მილანის პიაცა დუომოს გალერეას წააგავს. ის მე-20 საუკუში გაიხსნა და მილანის მსგავსად, შოპინც ცენტრის, საკვები სივრცეების და სხვადასხვა ობიექტების კომბინაციას წარმოადგენს.

იტალიის ბევრი საგანძური და კარგი ადგილია მესინასთან, სადაც ერთ დღიან ტურებს მოიწყობთ. მაგალითად, ბერძნული თეატრი ტაორმინაში და სირაკუზას არქეოლოგიური პარკი.










