ესტონეთი ორივე ტიპის ვიზიტორებს: ვინც პირველად სტუმრობს ან მასთან ბრუნდება, მრავალფეროვან გამოცდილებებს ჰპირდება. აქ გაეცნობით ისტორიას, კულტურას, ხელოვნებას და კრეატივს. დედაქალაქის, ტალინის შუასაუკუნოვან კედლებს მიღმა მუქი ტყეები, მისტიკური ლანდშაფტი, ლამაზი სანაპირო ზოლი და მშვიდი კუნძულებია.
გამოიკვლიეთ დედაქალაქი, ტალინი
ტალინის შუასაუკუნოვანი შარმი ძველი ქალაქის ყველა კუთხეში შეიგრძნობა. აქ ყველაფერი ფოტოს გადაღებას მოგთხოვთ. მოინახულეთ ქალაქის კედლები და აღმოაჩენთ, რომ ტალინი უბრალოდ ზღაპარია. ზაფხულში აქ დადიან კრუიზებიც.

დაესწარით სიმღერის ფესტივალს
არსებობს გამოთქმა, რომ თუ 3 ესტონელს ოთახში ჩაკეტავთ, ისინი ან სტარტაპს შექმნიან ან სიმღერას დაიწყებენ. ეს ხაზს უსვამს ქვეყნის ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას და სიმღერის სიყვარულს. გუნდური სიმღერა ესტონური ეროვნული იდენტობის გამოხატულებაა. არაა გასაკვირი, რომ აქ სიმღერის ფესტივალი (Laulupidu) ტარდება და ის უმნიშვნელოვანესია მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუ თვითონ ღონისძიებებს არ დაესწრებით, ამ დროს ტალინში ყოფნა მაინც არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა, რადგანაც მთელ ქალაქში ადამიანები სპონტანურად მღერიან. შემდეგი ფესტივალი ჩატარდება 2025 წლის ივლისში.

გაისეირნეთ კაიაკით ესტონეთის ამაზონებში
Soomaa – ესტონეთის ეს ველური ბუნება “ესტონური ამაზონების” სახელითაა ცნობილი. აქ შეგიძლიათ ისეირნოთ კანოეთი და კაიაკით და ის წყლიდან დაათვალიეროთ. საუკეთესო პერიოდია მარტი და აპრილი, როცა თოვლი და ყინული დნება და შთამბეჭდავი სანახაობა იქმნება.

ჩაიძირეთ კუნძულის ატმოსფეროში
არქიპელაგს, რომელსაც 2000 კუნძული აქვს, საშუალებას მოგცემთ კუნძულის ცხოვრებაც შეიგრძნოთ. ყველაზე დიდი და ხშირად მონახულებადი კუნძულია საარემა, რომელიც უკან წარსულში გადაგისვრით. აქ ანტიკური ქარის წისქვილები, ფერმები, ეკლესიები, კრატერები და ზღაპრული ციხესიმაგრეა. გამოიკვლიეთ პატარა კუნძულები ფეხით ან ველოსიპედით.

წადით ტარტუში ესტონეთის ისტორიის შესასწავლად
ტარტუ ქვეყნის სტუდენტური ქალაქია. აქ უნივერსიტეტის სტუდენტები ყველგან არიან. ტარტუს ატმოსფერო ახალგაზრდებს, არტისტებს და მწერლებს მუდამ იზიდავდა. აქ ქვეყნის საუკეთესო მუზეუმები მდებარეობს, მათ შორის ესტონეთის ეროვნული მუზეუმი.

გაეცანით ესტონეთის საბჭოთა წარსულს
მართალია ესტონელებს სურთ, რომ მათი ქვეყნის ისტორიის ეს მტკივნეული თავი დაივიწყონ და საბჭოთა ბრუტალური არქიტექტურა განადგურდეს, მაგრამ ჯერჯერობით ისინი კომუნისტური პერიოდის ერთგვარი არეკვლაა. მოინახულეთ: Maarjamäe და Linnahall. ასევე, უბნები: Lasnamäe და Mustamäe. შედით ოკუპაციის მუზეუმში და ვირუს სასტუმროში, სადაც საიდუმლო აგენტები მუშაობდნენ.

განიტვირთეთ ორთქლის საუნაში
ფინელი მეზობლების მსგავსად, ესტონელებიც მიდრეკილნი არიან საუნებზე. საუნაში ვიზიტი აქ რელაქსაციის და სოციალიზაციის საშუალებაა. ყველაზე ტრადიციული ფორმაა ორთქლის საუნა, რომლებსაც ძირითადად, ქვეყნის სამხრეთში, ქალაქგარეთ აღმოაჩენთ. ჩვენ გირჩევთ Toidupada-ს და Mooska Talu-ს.

დაისვენეთ პარნუში
წლის მანძილზე 9 თვით პარნუს ღრმა ძილით სძინავს. მაგრამ, როგორც კი მზე გამოანათებს და ამინდები გამოვა, ესტონელები მაშინვე “ჩრდილოეთის იბიცად” წოდებულ პარნუს მიაშურებენ. იარეთ ხის ვილებს შორის ველოსიპედით, დააგემოვნეთ კოქტეილები სანაპიროებზე, მიირთვით პიცა და უყურეთ ულამაზეს მზის ჩასვლებს.











