კო ლიპე არის “სამოთხე ქცეული რეალობად”. აქ მწვანე პალმის ხეები, თეთრი ქვიშის სანაპიროები და კრისტალივით სუფთა წყლებია. კო ლიპე პატარა ტროპიკული კუნძულია ტაილანდის სამხრეთში, ლანგკავის, მალაიზიის სიახლოვეს. აქ შეგიძლიათ სრულად მოწყდეთ სამყაროს და ქოქოსის წვენი გემრიელად დააგემოვნოთ. კო ლიპე ბევრი ლამაზი სანაპიროს ერთობლიობაა, რომელსაც ველოსიპედით 30 წუთშიც კი მოივლით.
გაატარეთ დრო საუკეთესო სანაპიროებზე
კო ლიპე სარელაქსაციოდ თვალწარმტაც სანაპიროებს გვთავაზობს. აქ 3 მთავარი ნაპირი და რამდენიმე ნაკლებად პოპულარული სანაპიროა. სიგანეში ისინი საკმაოდ ფართოა, ამიტომაც სივრცის ნაკლებობა არ შეგაწუხებთ.

დასავლეთით მდებარეობს: Sunrise Beach, რომელიც საუკეთესო მზის ამოსვლის საყურებლად და საუკეთესო სანაპირო ბარებს მოიცავს.

აღმოსავლეთით მდებარეობს: Sunset Beach, რომელიც საუკეთესოა ოკეანეში მზის ჩასვლის საყურებლად. მისი გაგრძელებაა უფრო ფოტოგენური პიტიუსას სანაპირო.

სამხრეთით მდებარეობს: Pattaya Beach, თავისი პორტით და გრძელი თეთრი ქვიშის სანაპიროთი, რომლის გაგრძელებაცაა სანომის სანაპირო.

დაკავდით სნორკელინგით ან კაიაკით
სნორკელინგი, დაივინგი, კაიაკი და სხვა წყლის სპორტი საუკეთესო აქტივობებია კოჰ ლიპეზე. სუფთა წყალი საუკეთესო პირობებს ქმნის რომ აქ ამ აქტივობებით დაკავდეთ. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ტურები. კუნძულზე ფერადი თევზები და მარჯნებია. კაიაკით სარგებლობა ყველაზე პოპულარულია მზის ამოსვლის ნაპირზე.

მოიწყვეთ ერთდღიანი ტური კო ადანგიზე
Koh Adang – კო ლიპეს დიდი მეზობელია. აქ ნავის ტურებით ადვილად მოხვდებით “მზის ამოსვლის სანაპიროდან”. კო ადანგი დაუსახლებელია და მშვენიერი ადგილია ერთდღიანი ვიზიტისთვის. აქ ნახავთ გადმოსახედებს, სანაპიროს და ჩანჩქერს. კარგ ამინდში შეგიძლიათ კაიაკითაც გადახვიდეთ.

გაერთეთ სანაპიროს ბარებში
მართალია კო ლიპე წვეულებებისთვის განკუთვნილი კუნძული არაა, მაგრამ აქ სანაპირო ბარების დიდი არჩევანი დაგხვდებათ. ჩვენ გირჩევთ: Sea la Vie beach bar; Maya bar და Castaway Resort.

გაისეირნეთ საფეხმავლო ქუჩაზე
მზის ჩასვლის შემდეგ, პატაიას სანაპიროდან მზის ამოსვლის სანაპირომდე გზა აქტიურ საფეხმავლო ქუჩად გადაიქცევა ხოლმე. ამ 600 მ. სიგრძის ქუჩაზე ბევრი რესტორანი და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებია. აქ ადგილობრივი ტაილანდური სამზარეულო, ახლად დაჭერილი თევზი და სხვა გემრიელი ხემსები დაგხვდებათ.

საუკეთესო დრო კო ლიპეში სამოგზაუროდ: ნოემბრიდან აპრილამდე პერიოდი, როცა ტემპერატურა 25-30 გრადუსია და იშვიათად წვიმს. ხშირი წვიმების სეზონია მაისიდან ოქტომბრამდე. თუმცა, ამ დროს ფასები უფრო დაბალია.











