ძლევამოსილი ეტნას მთის ჩრდილში მდებარე კატანია, მდიდარი კულტურით და სიცოცხლით, სიცილიის სიდიდით რიგით მეორე ქალაქია. იმ მომენტიდან, როგორც კი ამ ცოცხალ მეტროპოლისში შეაბიჯებთ, მოხიბლული იქნებით სიცილიური ცხოვრების შარმით და მდიდრული ისტორიით. გამოიკვლიეთ საყვარელი ქუჩები ძველ ცენტრში და ფერადი ბაზრობები. კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე კატანია არქიტექტურული მემკვიდრეობითაც გამოირჩევა. ეტნას მთაზე კი ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი მდებარეობს. ისიამოვნეთ სიცილიური სტუმართმოყვარეობით, თბილი ხმელთაშუაზღვის მზით, რომაული ნაშთებით და ბაროკოს არქიტექტურით.

1. წმ. აგათას კათედრალი
ამ კათედრალს კატანიის ცოცხალ ცენტრში აღმოაჩენთ. ბაროკოს სტილის ეს შენობა მე-18 საუკუნით თარიღდება. მთავარ დარბაზში ძვირფასი მხატვრობა და დეკორაციები დაგხვდებათ. აქ ნახავთ ქალაქზე და ეტნას მთაზე 360 გრადუსიან გადმოსახედსაც. საუკეთესო დრო მზის ჩასვლის პერიოდია. ეკლესია ღიაა დილის 10-ის ნახევრიდან საღამოს შვიდამდე. შესვლის ღირებულება 5 ევრო.

2. სპილოს შადრევანი
Fontana dell’Elefante: კატანიის ნამდვილი ატმოსფეროს შესაგრძნობად, ქალაქის მთავარ მოედანზე, პიაცა დელ დუომოზე უნდა გახვიდეთ, მის ისტორიულ ცენტრში. შეუერთდით ადგილობრივებს და მოინახულეთ ელეგანტური შადრევანი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა. მოედანზე ბევრი კაფე-ბარი მდებარეობს.

3. ურსინოს ციხე
აღმოაჩინეთ კატანიის საინტერესო წარსული ამ შთამბეჭდავ ციხე-სიმაგრეში. ის მე-13 საუკუნით თარიღდება და სიცილიის სამეფოს მონაექთა სასახლეს წარმოადგენდა. დღეს ციხე ისევ ამაყად დგას და მის კედლებში კატანიის სამოქალაქო მუზეუმი მდებარეობს. დაათვალიერეთ იარაღების, სკულპტურების და ნახატების კოლექციები.

4. კატანიის თევზის ბაზრობა
ეს ბაზრობა დღის 2 საათამდეა ღია და აქ ახლად დაჭერილი მრავალფეროვანი სახეობის ზღვის პროდუქტები დაგხვდებათ.

5. ბელინის ბაღები
ბელინის ბაღები ქალაქის ქაოსიდან გაქცევის საშუალებაა. ის კატანიის უძველესი საჯარო ბაღია, მწვანე ოაზისი სარელაქსაციოდ. ბელინის პარკში ბევრი საფეხმავლო ბილიკი და პიკნიკის სივრცეა. ელეგანტური კიბეები პარკის ულამაზეს შადრევანთან და ყვავილების საათთან მიგიყვანთ.

6. ბოტანიკური ბაღები
Orto Botanico dell’Università di Catania – ფლორის სამოთხეა, რეგიონის იდილიური ოაზისი. ჩაიძირეთ მშვიდ მწვანე ატმოსფეროში.

7. კატანიის რომაული ამფითეატრი
რომაული ამფითეატრის ეს ანტიკური ნაშთები კუნძულის მდიდრულ ისტორიას ასახავს. შედით პატარა მუზეუმში და გადაინაცვლეთ უკან წარსულში. ის ერთ დროს 7000-ზე მეტ მაყურებელს იტევდა.

8. დეი ბენედეტინ სან ნიკოლოს მონასტერი
Monastero dei Benedettini di San Nicolò l’Arena: ეს მე-16 საუკუნის მონასტერი კატანიის არქიტექტურული საოცრებაა. დღეს ის კატანიის უნივერსიტეტის ნაწილია და ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ტრანსფორმირდებოდა, მისი სილამაზე მაინც ენით აუღწერელია. შენობას თავადაც ადვილად დაათვალიერებთ.

9. მოგზაურობა ეტნას მთაზე
კატანიიდან 1 საათის სავალ გზაზე ევროპის უმაღლეს აქტიურ ვულკანს იხილავთ. სალაშქრო გზა კუნძულზე ხდებს გთავაზობთ. მოინახულებთ კრატერებს, ყინულის გამოქვაბულებს და ლავის მინდვრებს. აქ სხვადასხვა ბიუჯეტის და ხანგრძლივობის ტურებს შემოგთავაზებენ.

10. გადადით ტაორმინაში
ეს ქალაქი კუნძულის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია პასტელური შეფერილობის სახლებით, ანტიკური ტაძრებით, სასახლეებით და პანორამული ხედებით ზღვაზე და მთაზე. გაატარეთ 1 დღე წვრილ ხეივნებზე, დატკბით ახალი ზღვის პროდუქტებით და კრისტალივით სუფთა წყალში ბანაობით. ცენტრში მანქანები თითქმის არ დადიან და სარელაქსაციო ატმოსფეროს ქმნიან. აღმოაჩინეთ საყვარელი კაფეები და სიცილიური კერამიკა.

საუკეთესო კაფე-რესტორნები
აღმოაჩინეთ გემრიელი ტრადიციული სიცილიური სამზარეულო ისტორიულ ცენტრში, სადაც ცოცხალი ატმოსფერო სუფევს. გირჩევთ კატანიურ “არანჩინის”, შემწვარ ბრინჯის ბურთულებს მოცარელათი.
- A Putia Dell’Ostello (ლავას გამოქვაბულში)
- Morgana Lounge Bar
- Vinicolo cocktail bar
- Plante Lab
- Vuciata
- Trattoria U Fucularu
- Deliziosa











