რასაც ტაილანდის დედაქალაქისგან შეიძლება მოელოდეთ, ყველაფერი ბანგკოკშია მოქცეული: ხმაურიანი, ხალხმრავალი, ფერადი, ამაღელვებელი და უბრალოდ მაგიური. ბანგკოკი ისაა, რაც ტაილანდს განსაკუთრებულს ხდის. საუკუნოვანი საყდრები და ანტიკური ძეგლები 21-ე საუკუნის არქიტექტურულ საოცრებებთან ერთად თანაარსებობენ.

1. დატკბით დიდი სასახლის სილამაზით

Grand Palace – ბანგკოკის უდიდესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ის მე-18 საუკუნეში აშენდა როგორც სამეფო რეზიდენცია და დღემდე მნიშვნელოვანი ცერემონიებისთვის გამოიყენება. აქ შესვლისას აუცილებლად დაიფარეთ მხრები და ფეხები.

2. Wat Pho

დიდი სასახლის სამხრეთით მდებარე ეს გასაოცარი საყდარი ბანგკოკში უძველესია. ის განსაწმენდელ ადგილად ითვლებოდა და საუკუნეების წინ მისი აფთიაქის გამო გახდა ცნობილი. მოინახულეთ ბუდას საყდარი ცნობილი სკულპტურით.


3. Wat Arun

ეს საყდრების ტრიუმფალური კომპლექსია, რომელიც ანტიკური ხანით თარიღდება. თუ მის ბოლოში მზის ჩასვლამდე ახვალთ, გასაოცარი ხედით დაჯილდოვდებით. ამ დროს გარშემო არეალიც და თვითონ შენობაც განუმეორებლად ლამაზი ხდება.

4. Wat Traimit

ეს საყდარი კი ბუდას ოქროს ქანდაკებითაა ცნობილი, რომელიც 3.5 მ სიმაღლისაა და 5.5 ტონა ოქროთია დამზადებული. მისი სიდიადით ყოველდღიურად უამრავი ტურისტი ტკბება.

5. Wat Suthat

ეს ბანგკოკის უძველესი და ულამაზესი ბუდისტური საყდარია. ის სამმა მეფემ ააგო. 1782 წელს დაიწყო რამა პირველმა, გააგრძელა რამა მეორემ და 10 წლის შემდეგ დაასრულა რამა მესამემ. მისი ბრწყინვალე არქიტექტურის გარდა, აქ კედლის გასაოცარი მხატვრობაცაა. ამასთან, სხვა ტაძრებთან შედარებით უფრო მშვიდი ატმოსფერო დაგხვდებათ.

6. ეროვნული მუზეუმი და უანგნას სასახლე

ისტორიის მოყვარულებს ეს მუზეუმი აღაფრთოვანებთ. 1970-იანი წლების შუა რიცხვებამდე ეს ტაილანდის ერთადერთი მუზეუმი იყო რაც ხსნის მისი კოლექციების მასშტაბურობას და მრავალფეროვნებას. შეგიძლიათ ისარგებლოთ ინგლისური გიდის ტურებით. მუზეუმთან მდებარეობს სასახლე “Wang Na Palace”, სადაც კერამიკასთან, მუსიკალურ ინსტრუმენტებთან და სხვა არტეფაქტებთან ერთად ბუდას კოლექციებიც დაგხვდებათ.

7. შეიძინეთ ავთენტური სუვენირები ჩატუჩაკის ბაზარში

Chatuchak Market – უიქენდებზე ღია სივრცეში ტარდება და ბანგკოკში ვიზიტისას მას აუცილებლად უნდა ეწვიოთ. აქ ნახავთ ყველაფერს: სამკაულს, შინაური ცხოველების აქსესუარებს, ქაღალდის ლამპებს, გემრიელ ქუჩის კვებას, სუვენირებს… რაც არ უნდა ინატროთ! რაც მთავარია საკმაოდ იაფად.

8. იშოპინგეთ ნავებით “მცურავ ბაზარში”

განსხვავებული და საინტერესო ვაჭრობის გამოცდილებისთვის, დაჯავშნეთ ტური Damnoen Saduak-ზე, ცნობილ მცურავ ბაზარში. მას “აღმოსავლეთის ვენეციაც” კი უწოდეს. შეიძინეთ ახალი და გემრიელი საკვები და მიიღეთ ავთენტური გამოცდილება ადგილობრივებთან.

9. აღმოაჩინეთ ხაო სანის გზა

ეს ბანგკოკის ცნობილი გამზირია სავსე გესთჰაუსებით, ქუჩის კვებით, სამოსის მაღაზიებით და მოგზაურებით მთელი მსოფლიოდან. მიუხედავად იმისა, რომ ის ფერადი და ამაღელვებელია, მზად იყავით ხმაურისა და ხალხმრავლობისთვის.

10. გაისეირნეთ ლამპინის პარკში

ლამპინის პარკი ვიზიტორებს მწვანე ოაზისს სთავაზობს რათა ბანგკოკის ქაოსისგან დაისვენონ. დატკბით ჩრდილში სხდომით და ტბაზე ნავით გასეირნებით. ლამპინის პარკი მშვენიერი ადგილია შუადღის გასატარებლად.

11. ივაჭრეთ სავაჭრო ცენტრში

Terminal 21 ბანგკოკის გამორჩეული სავაჭრო მოლია, სადაც ბევრ საერთაშორისო ბრენდს ნახავთ. ყველაზე გასაოცარი რაც ამ მოლს აქვს არის ის, რომ ყველა სართული სხვადასხვა საერთაშორისო ქალაქის დეტალებითაა აწყობილი. ერთ სართულზე პარიზში მოხვდებით, სხვა სართულზე ტოკიოში, კიდევ ერთგან ლონდონში და აშ.

12. გამოიკვლიეთ ჩაინათაუნი

Chinatown – ბანგკოკის კიდევ ერთი გამორჩეული უბანია, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ჩაინათაუნია. ამბობენ, რომ საუკეთესოც. მთავარი გამზირის სახელია – Yaowarat Road. აქ ბევრი მაღაზია, რესტორანი, კაფე და დახლია.