ალბანეთი არის ქვეყანა, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით ბოლო პერიოდია რაც განსაკუთრებულ ყურადღებას იხვეჭს. ბევრი ვიზიტორი გვერდს უქცევს მის დედაქალაქს და სანაპირო ქალაქებისკენ მიდის, თუმცა ტირანა კომპლექსური ისტორიის, შთამბეჭდავი არქიტექტურის და მეგობრული ატმოსფეროს ქალაქია. მოინახულეთ მისი მუზეუმები, ლამაზი პარკები და მყუდრო კაფეები. მას სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით, მისთვის დამახასიათებელი უნიკალური ატმოსფერო აქვს.
1. Skanderbeg Square/სკანდერბერგის მოედანი
ქალაქის ცენტრში მდებარე ეს დიდი მოედანი გარშემორტყმულია ტირანას მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობებით. ამ ქალაქის დათვალიერება სწორედ ამ ადგილით უნდა დაიწყოთ. მოედანზე მდებარეობს ეროვნული ისტორიის მუზეუმი, ტირანას ფერადი სამთავრობო შენობები და ოტომანური ეპოქის მეჩეთი საათის კოშკით. განსხვავებული არქიტექტურული სტილის კომბინაცია ბრწყინვალედ წარმოაჩენს ტირანას მრავალფეროვან გავლენებს. საღამოობით აქ ბევრი ხალხი იკრიბება, ქუჩის მუსიკოსები გამოდიან და ადგილობრივები სეირნობენ, რაც გარშემო ცოცხალ ატმოსფეროს ქმნის.

2. მეჩეთი
სკანდერბერგის მოედანზე მდებარე მეჩეთი “Et’hem Bey” უნიკალური სამლოცველო ადგილია. ეს ქვეყნის უძველესი მეჩეთია და რწმენის გადარჩენის ძლიერ სიმბოლოდ აღიქმება. ეს იმიტომ, რომ ის ერთ-ერთია იმ ცოტაოდენ მეჩეთს შორის, რომელიც კომუნისტურ რეჟიმს გადაურჩა. თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე, ქვეყანაში ისლამს კრძალავდნენ მაგრამ, როდესაც 1991 წელს კომუნიზმი დაეცა, მოედანი ათასობით ადამიანმა გაავსო, რომლებიც საკუთარი რელიგიის დასაცავად შეიკრიბნენ და რელიგიური თავისუფლება მოიპოვეს. ქვეყნის 60% მუსლიმია, მაგრამ ალბანეთში ყველა რელიგიის წარმომადგენელი ჰარმონიაში ცხოვრობს. მცირე დონაციის დატოვებით შეგიძლიათ მეჩეთის ულამაზესი ინტერიერიც მოინახულოთ.

3. Bunk’Art/ბუნკერი მუზეუმი
ალბანეთის ისტორია საკმაოდ კომპლექსურია და მის ისტორიას ამ მუზეუმში საუკეთესოდ გაიგებთ. ეს მიწისქვეშა ბუნკერი დღეს თანამედროვე ხელოვნების გამოფენის ადგილია, რომელიც ალბანეთის ისტორიას გვიყვება. რადგანაც მუზეუმი მიწის ქვეშაა, ზაფხულის ცხელ დღეებში ის მშვენიერი სანახაობაა. გვირაბების საშუალებით 20 სხვადასხვა ოთახს აღმოაჩენთ, რომლებიც პოლიტიკოსებისა და სამხედროებისთვის ააშენეს ბირთვული ომის პერიოდში. პირველ და მეორე ბუნკერებში შესვლის საფასურია 500 ლეკი (4.50$). პირველი ბუნკერი ღიაა ოთხშაბათი-კვირა 9:30-დან 16:00-მდე. მეორე ბუნკერი ღიაა კვირა-ხუთშაბათი 9:30-დან 18:00-მდე, ხოლო პარასკევს და შაბათს დილიდან საღამოს 8 საათამდე.

4. ეწვიეთ ადგილობრივ ბაზარს
ქალაქის უნიკალურ უბნებში სეირნობისას, შეირბინეთ კამერიას ქუჩაზე და მოინახულეთ ბაზრის მრავალფეროვანი დახლები. აქ ადგილობრივებს დროის გატარება ძალიან უყვართ. ბაზარი ღიაა დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე და დაკეტილია კვირაობით. ალბანელი ხალხი ძალიან მეგობრულია. ამიტომაც არ მოგერიდოთ არაფრის კითხვა. მათი უმეტესობა საუბრობს ინგლისურად, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Translate-ის აპლიკაციაც.

5. ტირანას პირამიდა
ტირანას პირამიდა უნიკალური, კულტურულად ღირებული შენობაა, რომელიც კომუნიზმის დაცემის შემდეგ ააგეს. ის დღეს მიტოვებული შენობაა და მორთულია ფერადი გრაფიტით.

6. აგრიკულტურის სამინისტრო
ოტომანური და კომუნისტური არქიტექტურის მიღმა, ტირანაში ბევრი ფერადი შენობაა. მათ უმეტესობა ბლოკუს უბანში (Blloku) დგას. ალბანეთის დედაქალაქი ამას მის მერს უმადლის, რომელმაც შენობების მოხატვის კამპანია წამოიწყო ტირანას მოდერნიზაციისათვის. ქალაქის ფერად შენობებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო აგრიკულტურის სამინისტროს შენობაა.

7. ეროვნული ისტორიის მუზეუმი
National History Museum – საბჭოთა სტილის შესასვლელით შემოგეგებებათ და ქორონოლოგიურად მოგიყვებათ არამხოლოდ კომუნიზმის ისტორიას, არამედ პალეოლითურ ხანას და შუა საუკუნეებს. აღმოაჩინეთ სხვადასხვა საინტერესო პავილიონი და არტეფაქტი. მუზეუმში შესვლის ღირებულებაა 500 ლეკი (4.40$) და კარი ღიაა სამშაბათი-შაბათი 9:00/16:00, ხოლო კვირას 10:00/15:00.

8. ტირანას დიდი პარკი
Grand Park of Tirana – მშვიდი სივრცეა დატვირთული ურბანული ქალაქის მიღმა, ხელოვნური ტბით და სასიამოვნო ატმოსფეროთი. ადგილობრივები აქ ხშირად მოდიან ბუნებაში განმარტოებისთვის, ვარჯიშისთვის და საპიკნიკოდ. საფეხმავლო ბილიკი სიგრძეში 5 კილომეტრია. აქ აღმოაჩენთ პრეზიდენტის ძველ სასახლეს და სამარხებს.

9. შუერეთდით უფასო ქვეითთა ტურს
ყველა ახალი ქალაქის გამოკვლევის საუკეთესო გზა ფეხით სიარულია. ტირანაში მოხალისეები უფასო საფეხმავლო ტურებს გეგმავენ და ქვეყნის კულტურას გვაცნობენ. ტურები იწყება ოპერის შენობიდან სკანდერბერგის მოედანზე და დღეში ორჯერ ტარდება. პირველი იწყება დილის 10 საათზე, ხოლო მეორე შუადღის 2 საათზე. ზაფხულობით ანაცვლებს საღამოს 6 საათის გასვლებიც.

10. უბანი ბლოკუ
Blloku – ტირანას ყველაზე ცოცხალი უბანია გემრიელი რესტორნებით, საყვარელი კაფეებით და გასართობი კოქტეილის ბარებით. მისი წყალობით, ტირანამ გასულ წელს “ევროპის ყველაზე ახალგაზრდული დედაქალაქის” წოდება მოიპოვა. თუ დღისით ვერ მოახერხებთ, საღამოს მაინც გაისეირნეთ ამ უბანში და შეუერთდით კარაოკე ბარებსა და ლაივ მუსიკის საღამოებს.

საუკეთესო კაფე-რესტორნები ტირანაში:
- Artigiano at Villa
- L’Osteria Restaurant
- Happy belly
- Komiteti Cafe
- Tartuf Shop










