თუ მალაიზიაში ვიზიტის იდეა ძალიან გხიბლავთ და არ იცით რითი დაიწყოთ და რა მოინახულოთ, შენი მეგზური ამ კუთხით სასარგებლო რჩევებს მოგცემთ და მოგზაურობასაც დაგიგეგმავთ. პირველ რიგში, მოინახულეთ დედაქალაქი – კუალა ლამპური.

Kuala Lumpur – კუალა ლამპური

კუალა ლამპური მალაიზიის ხმაურიანი დედაქალაქია. აქ უამრავი აქტივობით შეგიძლიათ დაკავდეთ. აღშანიშნავია, რომ მალაიზიის დედაქალაქში ბიუჯეტურად კვება შესაძლებელია. ქუჩის კვების ბაზრობები მთელ ქალაქშია მიმოფანტული. თუ გემრიელი სწრაფი კვება და აზიური ქალაქის ატმოსფერო გხიბლავთ, კუალა ლამპურს აუცილებლად უნდა ეწვიოთ და ის საკუთარი თვალით იხილოთ.

Batu Cave – ბათუს გამოქვაბული

თუ კუალა ლამპურში ჩახვალთ, აუცილებლად მოინახულეთ ბათუს გამოქვაბული, რომელიც ქვეყანაში გამორჩეულია სილამაზით და ტურისტებსა თუ ადგილობრივებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ მოხვედრისას შემოგეგებებათ კოლოსალური ოქროსფერი ღმერთი ჰინდუს ქანდაკება, რომელიც 42 მეტრია სიმაღლეში. გამოქვაბულში ფერადი კიბით მოხვდებით და შიგნით გასაოცარი სანახაობა დაგხვდებათ. კუალა ლამპურიდან აქ მატარებელი 40 წუთში მიგიყვანთ.

Penang – პენანგი

პენანგი კუნძულია ამავე სახელწოდების ქალაქით, სადაც მულტიკულტურული ისტორია შთაგონებულია მალაიზიური, ჩინური, ინდური და ევროპული კულტურის ნაზავით. მის სანაპიროზე, სადაც ბევრი ხალხი სულაც არაა, რამდენიმე საათს სრულ რელაქსაციაში გაატარებთ.

Cameron Highlands – კამერონის მაღლობები

თუ მალაიზიის დატვირთულმა ქალაქებმა დაგღალათ, კამერონი გთავაზობთ გასაქცევ ადგილს ულამაზეს ბუნებაში. აქ შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩაის პლანტაციების ტურში, შეისწავლოთ მისი მოყვანა და გაისეირნოთ ტყეებში. დამოიკიდებლადაც შეგიძლიათ ამ ტერიტორიის დალაშქვრა

Melaka – მელაკა

მელაკა ისტორიული საპორტო ქალაქია მრავალფეროვანი კულტურით. აქ ქვეყნის ყველაზე ლამაზ ეკლესიებს აღმოაჩენთ. ჯონკერის ქუჩა საფეხმავლო ქუჩაა, სადაც ქუჩის კვებას და გემრიელ რესტორნებს აღმოაჩენთ. საღამოობით აქ ფლი მარკეტებიც ეწყობა იაფი ხელნაკეთი ნივთებით, ქუჩის კვებით და სხვა. აქ ასევე ბევრი ისტორიული ნანგრევია.

Kuching – კარჩინგი

მალაიზიის კიდევ ერთი გამორჩეული ადგილი  ბორნეოში მდებარეობს. ეს ულამაზესი ადგილი უმშვენიერეს ბუნებას და ეროვნულ პარკს აერთიანებს. აქ სეირნობისას ბევრ ლამაზ არქიტექტურულ ძეგლს მოკრავთ თვალს, მდინარე სარავაკის ნაპირებზე გავლა კი დაგამშვიდებთ. სარავაკის კულტურულ სოფელში აქაურ ისტორიას და ტრადიციებს შეისწავლით.

Bako National Park – ბაკოს ეროვნული პარკი

ბაკოს ეროვნული პარკი კარჩინგთან ახლოს მდებარეობს და ის ერთ-ერთი უძველესი პარკია რეგიონში. აქ ბევრი გადაშენების პირას მყოფი პრიმატი სახლობს. სალაშქრო ბილიკებს თუ გაყვებით გზად ულამაზეს სანაპიროს და ბევრ შთამბეჭდავ გადმოსახედს შეხვდებით.

Gunung Mulu National Park – მულუს ეროვნული პარკი

ეს ბორნეოს კიდევ ერთი სათავგადასავლო პარკია. აქ მოხვედრა უკვე თავგადასავალია! თუმცა შეგიძლიათ შეუერთდეთ ორგანიზებულ ტურებს. ტერიტორიაზე არსებული გამოქვაბულები საკმაოდ მისტიკურია.

Kota Kinabalu – კოტა კინაბალუ

ბარნეოში მდებარე ეს ქალაქი კიდევ ერთი ბრწყინვალე მალაიზიური გამოცდილებაა. ქუჩის კვება იმდენ გემრიელ ვარიანტს გთავაზობთ რომ ადვილად დაიბნევით. ეწვიეთ ეროვნულ პარკს, ლამაზ სანაპიროს და დაკავდით კუნძულის დათვალიერებით. მთა კინაბალუ აზიის ერთ-ერთი საუკეთესო სალაშქო მთაა. მის გასავლელად ტურებსაც შემოგთავაზებენ.

Semporna Archipelago – სემპორნას არქიპელაგი

ბოლოს კი წარმოგიდგენთ ადგილს, სადაც მალაიზიის საუკეთესო კუნძულის და სანაპიროს გამოცდილებას მიიღებთ. მას “მალაიზიის მალდივებს” უწოდებენ და ის რამდენიმე კუნძულს მოიცავს. აქ კრისტალივით სუფთა წყლით ისიამოვნებთ.