ამ მრავალფეროვან ინგლისურ ქალაქში ბევრ საინტერესო აქტივობას განახორციელებთ და თავშესაქცევ ადგილს ნახავთ. ცოცხალი ქუჩის ხელოვნება ხელოვნების მოყვარულებს მოეწონებათ, ვიქტორიანული ეპოქის ნაგებობები კი ქალაქის ფერად წარსულში ჩაგძირავთ. დააგემოვნეთ ადგილობრივების საყვარელი საჭმელები, ეწვიეთ ცოცხალ უბნებს, გამოიკვლიეთ საკულტო ძეგლები და შთამბეჭდავი მუზეუმები და გაერთეთ დიდი ბრიტანეთის “კლუბურ დედაქალაქში”. მანჩესტერს ლონდონის შემდეგ, ინგლისის მეორე ქალაქს უწოდებენ. ერთ დროს ინდუსტრიული საწყობი დღეს მსხვილი კულტურული ფაბია დიდი სპორტული ისტორიით.

მანჩესტერის მუზეუმი

აღმოაჩინეთ მსოფლიო და მისი ისტორია 

მანჩესტერის მუზეუმი მნიშვნელობით ლონდონის ბრიტანულ მუზეუმს უტოლდება. მუდმივი კოლექციები წარმოგვიდგენენ 4.5 მილიონ არტეფაქტს, დაწყებული დონოზავრების ჩონჩხებიდან დასრულებული ანტიკური ეგვიპტური მუმიებით. მუზეუმში შესვლა უფასოა. ღიაა ყოველდღე 10:00/17:00.

ტრაფორდის ცენტრი

ივაჭრეთ და ითამაშეთ ბრიტანეთის ერთ-ერთ უდიდეს მოლში

მანჩესტერს რამდენიმე დიდი სავაჭრო ცენტრი აქვს, მაგრამ ტრაფორდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარულია მთელ ბრიტანეთში. აქ ნახავთ ცნობილ ბრენდებს გათვლილს ყველა ბიუჯეტზე. თავშესაქცევებიდან მოლი გთავაზობთ: აკვარიუმს, მინი-გოლფის მოედანს, ბოულინგს, კინოთეატრს და საკვებ ობიექტებს. ღიაა სამუშაო დღეებში 10-დან 10-მდე, ხოლო შაბათ-კვირას 9-მდე და 6-მდე.

სალფორდი

გამოიკვლიეთ ქალაქის კულტურული გული

Salford Quays – ერთ დროს ინდუსტრიული ფაბრიკა იყო, მაგრამ წლების მანძილზე მიტოვებულ სივრცეს წარმოადგენდა. ახლა სალფორდი კულტურის ერთი დიდი ჰაბია. ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით, ეს წყლისპირა რეგიონი დიდი ბრიტანეთის უდიდეს სატელევიზიო მედია ორგანიზაციებს, შოპინგ ცენტრს, თეატრს, იმპერიულ ომის მუზეუმს და სხვა ღირსშესანიშნაობებს აერთიანებს. მზის ჩასვლის დროს შუშის შენობებზე არეკლილი ფერები განსაკუთრებით შთამბეჭდავია.

ძველი ტრაფორდი

შეაფასეთ მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი საფეხბურთო გუნდი

მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო კლუბია, რომელსაც მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს. მათი სტადიონი ფანებისთვის ნამდვილი მექაა და ის დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდია. მატჩის დღეებში აქ საოცარი ატმოსფერო იქმნება, მაგრამ კვირის მანძილზეც ბევრია სანახავი. ეწვიეთ მუზეუმს და შეუერთდით სტადიონის ტურებს. ღიაა ყოველდღე დილიდან 5 საათამდე.

ჩაინათაუნი

აღმოაჩინეთ აზია ბრიტანულ ქალაქში

Chinatown – მანჩესტერში არსებული აზიური უბანია, რომელიც საკულტო აზიურ ძეგლებს, უამრავ ჩინურ მაღაზიას, რესტორანს და სუპერმარკეტს აერთიანებს. ჩინური ახალი წლის აღნიშვნისას აქ ნამდვილი დღესასწაული ეწყობა.

ჰიტონის პარკი

დაისვენეთ ბრიტანეთის ერთ-ერთ უდიდეს პარკში

Heaton Park უზარმაზარი პარკია გაშლილი მწვანე სივრცით, გოლფის მოედნით, ისტორიული შენობებით, კაფეებით და რამდენიმე ტბით.

მეცნიერებისა და ინდუსტრიის მუზეუმი

აღმოაჩინეთ უნიკალური საოცრებები

ამ მუზეუმეში ტრანსპორტის ვრცელ ისტორიას გაეცნობით. აქ დაგხვდებათ სხვადასხვა ტრანსპორტის გამოფენები და უნიკალური მოდელები. ღიაა ყოველდღე დილის 10-დან 5 საათამდე.

კორონაციის ქუჩა

გაისეირნეთ მანჩესტერელების ფავორიტ ქუჩაზე

ჩაეწერეთ ტურზე კორონაციის ქუჩის დასათვალიერებლად. აქ გადაიღეს ამავე სახელწოდების ცნობილი ბრიტანული საპნის ოპერა. 90 წუთიან ტურზე ბევრ საინტერესო ფაქტს გაიგებთ. აქ მოხვედრა ტრამვაით მარტივადაა შესაძლებელი.

მანჩესტერის ღამის კლუბები

მოიწყვეთ დაუვიწყარი წვეულება

მუსიკა მანჩესტერის კულტურის დიდი ნაწილი იყო 60-იანი წლებიდან. 80-იან წლებში კი აქ კლუბური სცენის აფეთქება მოხდა. მას შემდეგ, მანჩესტერი საუკეთესო კლუბებით მთელ ბრიტანეთშია სახელგანთქმული.