კენიაში არამხოლოდ ლამაზი სანაპიროები, არამედ მრავალფეროვანი ლადშაფტი, ტროპიკული რიფები, ეკვატორული მყინვარები და კულტურის საოცარი მიქსია. ჩვენ დაუვიწყარი გამოცდილებისთვის რამდენიმე აქტივობას გირჩევთ:

1. შეცურეთ კენიის სანაპიროზე ტრადიციული ნავით

კენიის ინდოეთის ოკეანის სანაპირო უდაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ მის დასათვალიერებლად ყველაზე რომანტიკული გზა ტრადიციულ ნავში (dhow) მოთავსებაა. ამ ხის ნავებს აქ საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ. მოინახულეთ ისტორიული კუნძული ლამუ, მომბასას სანაპიროები და ულამაზესი რიფები.

2. იხილეთ დიდი ხუთეული კენიის ეროვნული პარკების საფარიში

კენია საფარის სამშობლოა. თავად სიტყვის წარმოშობაც აქედან იღებს სათავეს. აქ იხილავთ დიდ ხუთეულს: ლომს, ლეოპარდს, მარტორქას და სპილოს. ამ ქვეყანაში მთელი აფრიკის ყველაზე შთამბეჭდავი საფარის პარკებია. ყველაზე ცნობილია მასაი მარა. ნაკურუს ტბის ეროვნულ პარკში ფლამინგოებსაც იხილავთ. ამბოსელის ეროვნული პარკიდან კი კილიმანჯაროს მწვერვალს მოკრავთ თვალს.

3. ბილიკი კენიის მთისკენ

კენიის მთის სალაშქრო ბილიკები კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავია. აქ ნახავთ სხვადასხვა ტიპის ველებს, ეკვატორულ მყინვარებს და მწვერვალს ლენანას, რომელიც ზღვის დონიდან 4900 მეტრზე მდებარეობს.

4. დატკბით ბუნებით მასაი მარაში

მასაი მარას პლანეტის ღირსშესანიშნავ ბუნების საოცრებას უწოდებენ. ივლისიდან ოქტომბრამდე აქ ცხოველებს დიდი მიგრაცია აქვთ. საინტერესო დასაკვირვებელია მათი მოძრაობა, ქმედებები, მდინარის გადაკვეთა და აშ.

 5. დალაშქრეთ ჰელის ეროვნული პარკი

Hell’s Gate National Park – თვალწარმტაც ლანდშაფტს და საკულტო ველურ ცხოვრებას წარმოგვიდგენს. დაიქირავეთ ველოსიპედი და გაიარეთ ჟირაფებსა და ზებრებს შორის. აქ სპეციალურადაა მოწყობილი საველოსიპედო ბილიკები.

6. სნორკელინგი და დაივინგი კენიის საოცარი წყალქვეშა ცხოვრების დასათვალიერებლად

კენიის წყლებში უამრავი ფერის თევზი ბინადრობს რაც აქ დაივინგსა და სნორკელინგს დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს. ამ მიზნით ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ვატამუს ეროვნული პარკი, სამოთხე მწვანე კუებისთვის. გალუს რიფებში კი იხილავთ წყლის ცხენებს.

7. ისერფინგეთ ნაპირებზე

შეიგრძენით ინდოეთის ოკეანის ადრენალინი და კენიის ულამაზეს სანაპიროებზე გამოსცადეთ წყლის სპორტი. აქ ყველაზე პოპულარულია ქარის სერფინგი და კიტსერფინგი. შეგიძლიათ ისწავლოთ კიდეც. საუკეთესო სანაპიროებია დიანი და გალუ. შანზუ კი ნაკლებადაა დატვირთული.

8. დასხედით საჰაერო ბუშტზე და გადახედეთ მასაი მარას

კენიაში კიდევ ერთი დაუვიწყარი გამოცდილებაა საჰაერო ბუშტზე დაჯდომა და ულამაზესი ლანდშაფტის ზევიდან დახედვა. ულამაზესი ბუშტებიდან დანახული ცხოველები მეხსიერებაში დიდხანს დაგრჩებათ.

9. დასხედით აქლემზე ჩრდილოეთ კენიაში

აქლემზე დასხდომაც კენიის ერთ-ერთ აუცილებელ აქტივობებში შედის. ის აქ კულტურის და საფარის ნაწილია. აქლემებს მივყავართ იქ, სადაც მანქანები ვერ მიდიან. ასე ადგილობრივ ცხოვრებას მეტად შეიგრძნობთ და ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ კულტურის შესახებ.