სან სებასტიანი, ესპანეთის ჩრდილოეთ სანაპირო ზოლზე მდებარე ქალაქია, რომელიც კულინარიულ მიმართულებად ალბათ არც მოგაფიქრდებათ. თუმცა ამ მხრივ ის ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაციაა. მისი რეპუტაცია გამუდმებით იზრდება. უნიკალური კულტურისა და საოცარი ინგრედიენტების ნაზავი გურმანებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. თუ მოგზაურობისას თქვენთვის გემრიელი საჭმელიც მნიშნელოვანია, ჩვენ აქ წასვლისთვის 9 მიზეზს შემოგთავაზებთ:
1. მას 17 მიშლენის ვარსკვლავი აქვს
მიშლენი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კულინარიული სახელმძღვანელოა. მათ მიერ მინიჭებული ვარსკვლავები განსაკუთრებულ ხარისხზე მეტყველებენ. სან სებასტიანში 6 ერთვარსკვლავიანი, 1 ორვარსკვლავიანი და 3 სამვარსკვლავიანი რესტორნებია. ეს იმაზე მეტია, ვიდრე პარიზში, ლონდონსა და ნიუ-იორკში.

2. აქ გარდაქმნეს ტაპასი და მას პინჩოსი ეწოდება
ტაპასი ძალიან პოპულარული ესპანური სნექია, მაგრამ სან სებასტიანში თავისი უნიკალური ხელწერა აქვთ. ჩრ. ესპანეთის ბასკურ რეგიონში, ამ გემრიელ ხემსს “pintxos” ეწოდება. ის სან სებასტიანში შექმნეს. გირჩევთ საუკეთესო ადგილებს მის დასაგემოვნებლად: Borda Berri, Atari Gastroteka და Bar Txepetxa.

3. აქ დიდებული თევზის ბაზრობებია
კარგ კერძებს კარგი ინგრედიენტები უნდა და სან სებასტიანში მათ თევზის ბაზრობებზე აღმოაჩენთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არაფერს იყიდით, აუცილებლად გაისეირნეთ მათ მოსანახულებლად. გირჩევთ ორ მათგანს: La Bretxa და San Martin.

4. ბრწყინვალე ზღვის პროდუქტები
სან სებასტიანი ბისკეის სანაპიროზე მდებარეობს და აქ კერძების უმრავლესობას ზღვის პროდუქტებით ამზადებენ.
5. არაჩვეულებრივი ღვინო
სან სებასტიანში საუცხოო თეთრ ღვინოს აყენებენ. აქაურობის ემბლებაა ღვინო სახელად “Txakolí”, რომელიც ზღვის პროდუქტებს ძალიან უხდება. ალკოჰოლის დაბალი შემცველობის გამო, სან სებასტიანის ღვინო მსუბუქი დასალევია.

6. ძალიან კარგი სიდრი
სან სებასტიანში არამხოლოდ ღვინო, არამედ სიდრიც საუცხოოა. აქ სიდრის სახლები მდებარეობს, სადაც ამ ალკოჰოლურ სასმელს ამზადებენ.
7. გემრიელი დესერტი
სან სებასტიანი ცნობილია დესერტებითაც. აქ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ადგილობრივი კლასიკური ტკბილეული, მაგალითად პუდინგები, pastel vasco და pantxineta. თითოეულ დესერტს უნიკალური ვარიაცია აქვს.

8. აქ გასტრონომიული უნივერსიტეტი მდებარეობს
მონდრაგონის უნივერსიტეტი, რომელიც სან სებასტიანში მდებარეობს, ცნობილია გასტრონომიული მიმართულებით. ამას გარდა, აქ ბევრი კულინარიული სკოლაა.

9. ჭამის კულტურა
მსოფლიოში ბევრი ადგილია უნიკალური სამზარეულოთი, მაგრამ სან სებასტიანი გურმანების სამოთხეა. აქ კვება ცალკე კულტურაა. ადგილობრივებისთვის ჭამა სოციალური აქტივობაა, რომლის დროსაც მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან დროს ხარისხიანად ატარებენ. აქ ყველა კერძს აქვს მისთვის დამახასიათებელი ხასიათი, რასაც ისინი ერთმანეთს უზიარებენ. სტუმრებს აქ ასევე პატივისცემით უმასპინძლდებიან.
![]()










