ჰელსინკი ფინეთის ტრადიციული და საერთაშორისო სამზარეულოს ჰაბია. აქ ბევრ ცნობილ ადგილობრივ კერძს დააგემოვნებთ.

Runeberg Torte

ეს პატარა რომით და ჯემით დამზადებული ნამცხვრები, ფინეთის ეროვნული პოეტის, იოჰან რანებერგის სახელს ატარებს. რანებერგს ეს ნამცხვრები ძალიან უყვარდა და ამბობენ, რომ ისინი მისმა ცოლმა მოიგონა. მართალია მათ სუპერმარკეტებშიც იპოვნით, მაგრამ უმჯობესია თუ კაფეში დამზადებულს მიირთმევთ ყავასთან ერთად.

ბარდის სუპი

ამ რეცეპტის ფინური ვერსია მოიცავს ღორის ხორცს მდოგვით და ფინური ფანქეიქით. მას ჰელსინკის ბევრ რესტორანში ნახავთ და საკმაოდ გემრიელია.

Baltic Herring

თევზი ფინეთში ძალიან პოპულარულია. აქ ბევრი ტბაა და თევზჭერაც გავრცელებულია. საუკეთესო თევზი, რომელსაც აქ იჭერენ – Baltic herring-ია. ყოველწლიურად, ოქტომბერში მისი ფესტივალიც კი ტარდება. სხვა დროს მას იპოვნით ბაზარში (kauppahalli), ნავსადგურებში და რესტორნებში.

სოსისი გრილზე (Grillimakkara)

ჰელსინკიში ზაფხულის ტრადიციაა ღია ცეცხლზე სოსისების შეწვა და მდოგვის მიყოლება. მათ ქუჩის კვების ობიექტებში მრავლად იპოვნით. შეგიძლიათ შეიძინოთ ცივი ბაზრობაზე და თავად შეწვათ.

Pulla/პულა

ფინეთის დარიჩინის ფუნთუშები მთელ ქვეყანაშია ცნობილი. ჰელსინკიში ბევრი საცხობი და კაფე შემოგთავაზებთ გემრიელ პულას. მას შაქარს და თხილს აყრიან და ჩაისთან ერთად მიირთმევენ.

Lingonberry Pie

კენკრა ფინეთში დესერტების პოპულარული ინგრედიენტია. ზაფხულობით აქ კენკრის შეგროვება სახალისო აქტივობაა. ღვეზელები და ნამცხვრები წითელი მოცვით აქ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.

Crayfish

ფინეთში სეზონზე კიბორჩხალას ფესტივალებიც კი აქვთ. მათ იპოვნით თევზის პროდუქციის დახლებზე და ჰელსინკის ნებისმიერ რესტორანში.

ფინური ბლინები

ბლინები მთელ მსოფლიოშია ცნობილი, თუმცა ფინელები მას საკუთარი ვერსიით ამზადებენ. ტოპინგებად ისინი იყენებენ არაჟანს, ხახვს, მაიონეზს, კრევეტებს… შესაბამისად, ისინი სულაც არაა მაინდამაინც ტკბილი.

Kaalikääryleet

კომბოსტოს ხვეულები ფინურად მოიცავს კომბოსტოში გახვეულ საქონლის ხორცს, ხახვს და საკმაზებს. მას უნიკალურს ხდის ის, რომ ზევიდან ჯემითაც რთავენ.