საუნა სკანდინავიური ფენომენია და ოსლოში მდებარე საუნები ქვეყნის საუკეთესო საუნებია. ნორვეგიის დედაქალაქის ღია საუნები ყოველ წელს იზიდავენ ვიზიტორებს.

GreenBoats

ეს საუნა ოსლოს ყველაზე ცნობილ ნავსადგურის ბულვარში მდებარეობს. წყალთან მდებარე საუნას ბევრი სარგებელი აქვს. მათ შორის, გაგრილების საშუალება ზღვაში მაშინ, როცა ძალიან დაგცხებათ. ღიაა სამშაბათი-კვირა 07.00-21.00.

არტეზია სპა/Artesia Spa Grand Hotel

ბევრი ადამიანისთვის რამდენიმე საათის სპაშ გატარება მდიდრულ გამოცდილებასთან ასოცირდება, ამიტომაც ოსლოს მსგავსის შემოთავაზებაც შეუძლია. გრანდ სასტუმროს სპა არის ადგილი, სადაც ცნობილი ადამიანებიც დადიან. აქ მრავალფეროვანი გამაჯანსაღებელი პროცედურებია. ღიაა 10.00-18.00.

მისამართი: Karl Johans gate 31

კოკ ოსლო/KOK Oslo

ორიგინალური საუნა ფიორდებზე. კოკ ოსლა ქალაქის ერთ-ერთი თანამედროვე საუნაა. არაფერია ისეთი გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო, როგორც ცივ მარილიან წყალში ცურვა და თბილ, მყუდრო საუნაში ჯდომა მეგობრებთან ერთად.

ბრისტოლ სპა/Bristol Spa

ბრისტოლის სპა ლამაზ და ისტორიულ ბრისტოლის სასტუმროში მდებარეობს. სპა გვთავაზობს საუნას, მასაჟს და სილამაზის პროცედურებს. თერაპისტები აქ ბუნებრივ პროდუქტებს იყენებენ. რომელი პროცედურაც არ უნდა აირჩოთ სარელაქსაციო გამოცდილების მიღება გარანტირებულია. ღიაა ყოველდღე კვირის და ორშაბათის გარდა.

Bislet Bad & Trening

ეს ქალაქის უძველესი აბანოებია, ოსლოს ცნობილი სპორტული არენის გვერდით. ის გთავაზობთ სასიამოვნო აუზს და კომფორტულ საუნებს, ბევრი ორთქლით.

DaiKai Norway AS

ამ სპაში შემოთავაზებული გამაჯანსაღებელი პროცედურები სრული რელაქსაციის გარანტიას იძლევა. ღიაა ყოველდღე 10-დან 10-მდე.

The Well

მიუხედავად იმისა, რომ ეს სპა ქალაქის ცენტრისგან მოშორებითაა, მისმა განსხვავებულმა და უნიკალურმა კონცეპტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. მას შეგიძლიათ მეგობრების ჯგუფთან ერთად ეწვიოთ და დაუვიწყარი მოგონებები შექმნათ.

მარილის საუნა/Salt Sauna

ხელოვნება, მუსიკა და საუნა ერთ ადგილას. ოსლოს ამ საუნაშ კონცერტებზეც კი დადიან. მას შეგიძლიათ ესტუმროთ იქამდე, სანამ გემით დანიაში გადახვალთ.