ზღვა და კუნძულები

8 საუკეთესო სანაპირო რუმინეთში

ბევრი ვიზიტორი რუმინეთს დრაკულას სასახლის, მისტიკური ტრანსილვანიის და მთების მოსანახულებლად სტუმრობს. მაგრამ, ამ ქვეყანას შავ ზღვაზე 245 კმ სიგრძის სანაპირო ზოლი აქვს, რაც ამ ქვეყანაში სანაპიროებზე დასვენების საშუალებასაც იძლევა. შენი მეგზური 8 საუკეთესო სანაპიროს გირჩევთ.

1. Sfântu Gheorghe

ეს პატარა დასახლება დანუბეს დელტას აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. სოფელი დაკეტილია მანქანებისთვის და აქ ივნისსა და სექტემბრის პერიოდში ბორნები დადიან. ისიამოვნეთ ცარიელი სანაპიროთი, გაიცანით მეთევზეები და ეწვიეთ ტრადიციულ ბუნგალოებს.

2. Gura Portiței

ეს კურორტი მოიცავს ქვიშიან სანაპიროს, რომელიც შავ ზღვასთან მდებარე ორ ტბას: გოლოვიცას და რაზიმს ყოფს ერთმანეთისგან. აქ რამდენიმე რესტორანი და გესთჰაუსი მდებარეობს. სანაპიროზე დადიან ბორნები.

3. ვადუ და კორბუ

შავ ზღვაში მდებარე ეს პატარა სოფლები: კორბუ და ვადუ, ქალაქ ნავოდარის ჩრდილოეთით მდებარეობს და განმარტოების მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა, მოწყვეტილი ცივილიზაციას. შეგიძლიათ დარჩეთ კემპინგით.

4. კონსტანტა/Constanţa

ეს თანამედროვე სანაპირო ახლოსაა ქალაქის ცენტრთან, მუზეუმებთან და ბარ-რესტორნებთან. შუადღეს მის სანაპიროზე შეგიძლიათ დასვენება, საღამოს კი ბულვარში სეირნობა.

5. სულინა/Sulina

სულინაც დანუბეს დელტას ბიოსფეროს დაცულ ტერიტორიებში შედის და აქ მხოლოდ ნავით შეძლებთ მოხვედრას. სულინაზე სუფთა ქვიშიანი სანაპიროებია. აქ მოინახულებთ ძველ შუქურას.

6. მამაია/Mamaia

ეს რუმინეთის ყველაზე პოპულარული წყლისპირა კურორტია 8 კმ სიგრძის მქონე სანაპიროთი. ივლისი და აგვისტო აქ განსაკუთრებით გადატვირთულია. აქ ისიამოვნებთ აკვაპარკითაც. მამაია და კონსტანტა ერთმანეთს საზოგადოებრივი ავტობუსით უკავშირდებიან.

7. ვამა ვეჩე/Vama Veche

ვამა ვეჩე რუმინეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის სამხრეთ ნაწილში მდებარე სანაპიროა, რომელსაც რუმინეთში წვეულებების რეპუტაცია აქვს შეძენილი. აქ ბევრი საცეკვაო კლუბი მდებარეობს.

8. ეფორი ნორდი/Eforie Nord

ამ ცნობილ კურორტზე გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის მოდიან. ის ცნობილია ახლომდებარე ტბიდან მოპოვებული სამკურნალო ტალახით. შეგიძლიათ ისიამოვნოთ საზოგადოებრივი ტალახის აბაზანებით.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ავსტრიაავსტრია
ავსტრია19 მარ 2026

ევროპის 10 ბრწყინვალე მიმართულება სამანქანო მოგზაურობისთვის

მანქანით ევროპაში: ამალფის სანაპირო, ინტერლაკენი, ფარერის კუნძულები, ვერდონის ხეობა, ტრანსილვანია, მეტეორა, ჰალშტატი და ლოხ ნესი. 10 ლამაზი მარშრუტი.

ალბანეთიალბანეთი
ალბანეთი19 მარ 2026

ევროპის 10 ქალაქი, სადაც ისტორია ცოცხლდება

ავინიონი, ვალეტა, ბათი, ტალინი, სიბიუ, კრაკოვი, დუბროვნიკი, ბრიუგე და სეგოვია: ევროპის ისტორიული ქალაქები შუასაუკუნეების ქუჩებით და იუნესკოს ძეგლებით.

ბულგარეთიბულგარეთი
ბულგარეთი2 მარ 2026

საუკეთესო ადგილები ევროპაში ყვავილების სანახავად

ლავანდა ვალენსოლეში, ტიტები ბოლენსტრეეკში, ვარდები კაზანლაკში: სად და რომელ თვეში ნახოთ აყვავებული ველები ევროპაში.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე