ზღვა და კუნძულები

8 საუკეთესო სანაპირო ჩინეთში

ჩინეთს შესაძლოა სულაც არ მოიაზრებენ სანაპირო დასვენებისთვის, მაგრამ მას 14000 კმ სიგრძის სანაპირო ზოლი აქვს, რომელიც ლამაზ ნაპირებს აღმოგაჩენინებთ. ჰაინანს, ქვეყნის სამხრეთ პროვინციას “ჩინეთის ჰავაის” უწოდებენ, პალმებითა და მშვიდი ატმოსფეროთი.

1. Yalong Bay

იალონგი საუკეთესო სანაპიროა ოჯახური დასვენებისთვის. ის ჰაინანის კუნძულის ტროპიკული კურორტია. 7 კმ სიგრძის რბილი ქვიშა სუფთა წყალს ერწყმის, ხოლო ზურგს მთები უმაგრებს. აქ შესაძლებელია სნორკელინგი და დაივინგი. სასტუმროებს პირადი სანაპიროები აქვთ, მათ მიღმა კი საჯარო ნაპირებია.

2. Beidaihe

ბეიდაჰე საუკეთესო სანაპიროა ჩიტებზე დასაკვირვებლად. როდესაც ბეიჯინგში ცხება, ეს კლასიკური წყლისპირა გასაქცევი ხდება. აქ ოქროს ქვიშა და ბევრი ჩიტის სახეობა დაგხვდებათ, ასევე სანაპირო სპორტის აღჭურვილობები.

3. Red Beach

ჩინეთის “წითელი სანაპირო” საუკეთესო ადგილია ორიგინალური ფოტოებისთვის. მდინარე ლიაოჰეზე მდებარე წითელი ნაპირი სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდში მეწამული სისხლისფერი ხდება. ის უფრო ნახატს მოგაგონებთ, ვიდრე სინამდვილეს.

4. Wuzhizhou Island

ამ კუნძულის სანაპირო საუკეთესოა დაივინგისთვის. ის ტროპიკული გასაქცევია, რომელსაც მალდივებს ადარებენ. მისი კრისტალივით სუფთა წყალი და წყალქვეშა სამყარო მას ჩინეთის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად აქცევს. არ გამოგრჩეთ მათსუს საყდარი, ჰაინანის უძველესი ნაგებობა.

5. Tai Long Wan

ჰონგ კონგს აზიის გამორჩეულად ლამაზი სანაპიროები აქვს, თანაც ქალაქთან საკმაოდ ახლოს. აქ შეგიძლიათ იცურაოთ, ილაშქროთ და განიტვირთოთ.

6. Tianya Haijiao

მისი სახელი ითარგმნება როგორც “დედამიწის და ზღვის ბოლო”. ეს პალმებით მორთული ნაწილია დრამატული ხედებით და რომანტიკული ატმოსფეროთი. ვიზიტორებს შეუძლიათ იქირაონ იახტაც.

7. Golden Beach

ჩინეთის ოქროს სანაპირო 3 კმ სიგრძისაა და უდიდესი და უმშვიდესია ზუბაის რეგიონში. აქ ხშირად მოდიან კემპინგისა და პიკნიკისთვის და სეირნობენ მის წყნარ ნაპირებზე.

8. Gulangyu Island

გულანგის კუნძული საფეხმავლო კუნძულია ტყითა და ქოქოსის პალმებით. მას იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მიღებული და მუსიკალური ისტორიის გამო “პიანინო კუნძულსაც” უწოდებენ. აქ გემრიელ ზღვის პროდუქტებს მიირთმევთ.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი13 ივლ 2026

აზიის 10 საუკეთესო მიმართულება ისტორიის მოყვარულებისთვის

კიოტო, აგრა, ლუანგ პრაბანგი, ჰოი ანი, ბუხარა და ლჰასა: აზიის 10 ქალაქი ისტორიის მოყვარულთათვის, უძველესი ტაძრებით, სასახლეებით და იუნესკოს ძეგლებით.

ჩინეთიჩინეთი
ჩინეთი12 მარ 2026

საუკეთესო ერთდღიანი ტურები ჰონგ კონგიდან

ტაი ო, ლამა, მაკაო, პო ლინის მონასტერი და შენჟენი: საუკეთესო ერთდღიანი ტურები ჰონგ კონგიდან და როგორ მიხვიდეთ თითოეულ ადგილზე.

ჩინეთიჩინეთი
ჩინეთი13 სექ 2025

რა უნდა იცოდეთ ჩინეთის დიდი კედლის მონახულებამდე

ჩინეთის დიდი კედელი: რომელი მონაკვეთი აირჩიოთ (ბადალინი, მუტიანიუ, სიმატაი), როგორ მიხვიდეთ პეკინიდან, როდის წახვიდეთ და რა წაიღოთ.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე