ესტეპონა საკურორტო ქალაქია მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობებით სამხრეთ ესპანეთში. აქ მთელი წლის მანძილზე მზიანი ამინდებია. ასევე, 2 სანაპიროს მინიჭებული აქვს ლურჯი დროშის ხარისხი და ტურისტები აქ ზამთარშიც ხშირად დადიან თბილი არდადეგების მსოაწყობად. ესტეპონა ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახური ან მეგობრული დასვენების ადგილია ესპანეთში. მისი ძველი ქალაქი ბევრ ქვაფენილიან, მანქანებისგან დაცლილ ქუჩას მოიცავს და საშუალებას გაძლევთ 20 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე 17 სანაპირო გამოიკვლიოთ.

გაისეირნეთ ესტეპონას ძველ უბანში

Centro Historico – ტიპური ანდალუსიური ქალაქის შეგრძნებას მოგანიჭებთ. ამ თეთრ სახლებსა და წვრილ ხეივნებს შორის რამდენიმე საათს იოლად გაიყვანთ. ქუჩები სუფთა და მოწესრიგებულია, რაც სეირნობისთვის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. აქ ბევრ რელიქვიას აღმოაჩენთ, მაგალითად, ძველ ციხესიმაგრეს, კასტილო დე სან ლუისს, რომელიც მე-15 საუკუნით თარიღდება და ქალაქის უძველეს საათს.

მისამართი: Calle Aurora, 3

დაისვენეთ კრისტოს სანაპიროზე

Playa del Cristo – 700 მეტრი სიგრძის სანაპიროა, სადაც სასიამოვნო წყალი, პატარა გამოქვაბული და მშვიდი ატმოსფერო დაგხვდებათ. მას 2019 წელს ლურჯი დროშის წოდება მიანიჭეს, რაც მაღალი ხარისხის სისუფთავეს აღნიშნავს. აქ ინფრასტრუქტურა განვითარებულია.

შეაფასეთ ქუჩის მხატვრობა

Ruta de los Murales Artisticos – ეს ესტეპონაში ურბანული ხელოვნების აღმოსაჩენი ადგილია. თეთრ შენობებს, მცენარეებს და კერამიკის ფილებს შორის ესტეპონას განსაკუთრებულ ქუჩის ხელოვნებას აღმოაჩენთ. ქუჩის მხატვრობა აქ საკმაოდ ფართო არეალზე ვრცელდება.

მისამართი: Av. Juan Carlos I, 30

გაისეირნეთ ესტეპონას ნაპირზე

ესტეპონას ბულვარი ძველ ქალაქთან ახლოს მდებარეობს და ბევრ სანახაობას გვთავაზობს. აქ არის კაფეტერიები, რესტორნები და სხვა ობიექტები. Puerto Deportivo de Estepona -გთავაზობთ საუკეთესო ზღვის პროდუქტებს ქალაქში.

მოინახულეთ სელვო ავენტურას ველური პარკი

Selwo Aventura Wildlife Park – აქ ესტეპონას დატოვების გარშე მოხვდებით აფრიკულ სავანაში და 2000-ზე მეტ ეგზოტიკურ ცხოველს იხილავთ. ქალაქიდან პარკი 15 წუთის გზაზეა. გექნებათ შანსი შეხვდეთ ლომებს, ვეფხვებს, ზებრებს და ჟირაფებს.

მისამართი: Autovía del Mediterráneo, Km. 162

დალაშქრეთ სიერა ბერმეჟა

Sierra Bermeja – მთაგრეხილია, რომელიც დალაშქვრის შემთხვევაში მდიდარ ფლორა ფაუნას გაგაცნობთ. 6 კილომეტრიანი გზის დაფარვით ესპანურ ბუნებას გაეცნობით შთამბეჭდავი ხედებით.

დაისვენეთ რადას სანაპიროზე

Playa de la Rada – ესტეპონას უდიდესი სანაპიროა, სადაც ყველაფერია, რასაც სანაპიროზე ყოფნისას ინატრებთ. ის ძალიან ახლოსაა ესტეპონას ისტორიულ ცენტრთან.

მისამართი: Paseo Marítimo Pedro Manrique, 30

ეწვიეთ მიწისქვეშა მუზეუმს

Dólmenes de Coromínas – მიწისქვეშა მუზეუმი და ნეკროპოლისია 5 საუცხოოდ შემონახული სამარხით, რომლებიც ჩვ.წ-მდე თარიღდებიან. ფუტურისტული მუზეუმი კონტრასტშია ანტიკურ არტეფაქტებთან. ღიაა სამშაბათი-კვირა, 10-დან 2 საათამდე.